Google-მა 4 ოქტომბრის პრეზენტაციაზე ახალი Pixel ფლაგმანები წარმოადგინა, რითაც საბოლოოდ შეწყდა Nexus პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კომპანია სხვა და სხვა ბრენდების მიერ წარმოებულ სმარტფონებს სუფთა Android საოპერაციო სისტემით უზრუნველყოფდა.
რა თქმა უნდა შეწყდა Nexus-ების გაყიდვები Google-ის ონლაინ მაღაზიებში და ყიდვა შესაძლებელია მხოლოდ იმ მაღაზიებში, რომელთა საწყობშიც ჯერ კიდევ შემორჩა Nexus 5X და Nexus 6P მოდელები. ნიშნავს თუ არა Pixel-ის გამოსვლა იმას, რომ Nexus-ის მფლობელები Google-ის ყურადღების მიღმა დარჩებიან? მიიღებენ თუ არა Android 7.0-ზე უფრო ზევით განახლებებს?
რა თქმა უნდა კომპანია გააგრძელებს Nexus-ების მხარდაჭერას, რაც გულისხმობს საგარანტიო მომსახურებას და პროგრამულ განახლებას. რა თქმა უნდა იქნება ექსკლუზიური ფუნქციონალი, რომელიც მხოლოდ Pixel-ებზე იქნება ხელმისაწვდომი. Google Assistant – მხოლოდ პიქსელზე იქნება ხელმისაწვდომი და არც ერთ სხვა მოწყობილობაზე ჯერ არ არის დაგეგმილი მისი პორტირება. Daydream VR-ის მხარდაჭერაც მხოლოდ Android Nougat 7.1-ზე განახლებულ სმარტფონებზე იქნება ხელმისაწვდომი და აქაც ჯერ-ჯერობით Pixel სმარტფონებია მხოლოდ.







