Windows 10 Cloud – 4 გიგაბაიტი RAM და 4 ბირთვიანი პროცესორი

Windows 10 Cloud – 4 გიგაბაიტი RAM და 4 ბირთვიანი პროცესორი

Build 2017-მდე ერთ კვირაზე ოდნავ მეტია დარჩენილი სადაც, როგორც მოსალოდნელია Microsoft ახალი ტიპის Windows 10-ზე მოგვითხრობს, რომელიც ღრუბლოვან სერვისებზეა გათვლილი. Windows 10 Cloud უნდა გახდეს Chrome OS-ის მთავარი კონკურენტი და დაიპყროს საგანმანათლებლო ბაზარი შედეარებით ნაკლები სისტემური მოთხოვნების წყალობით. Windows Centrals-ის ინფორმაციით მათ წინასწარ შეიტყვეს Windows 10 Cloud-ის ტექნიკური მოთხოვნების შესახებ, რომლებიც Chrome OS-თან არის შედარებული.

გამოქვეყნებული გამოსახულების თანახმად კომპიუტერები, რომლებზეც Windows 10 Cloud იქნება დაყენებული 20 წამში ჩაიტვირთება, ხოლო ავტონომიური მუშაობის დრო 10 საათზე მეტი იქნება რაც მთელი დღე რეალური მოხმარების ტოლფასია. მიუხედავად ამისა Chrome OS ჩატვირთვის სიჩქარით მაინც ჯობია Windows 10 Cloud-ს.

რაც შეეხება ტექნიკურ მოთხოვნებს, Windows 10 Cloud-ის მუშობისთვის ოთხ-ბირთვიანი Celeron ან უკეთესი პროცესორია საჭირო და ასევე მინიმუმ 4 გიგაბაიტი ოპერატიურლი მეხსიერება. 32 გიგაბაიტი შიდა eMMC ან SSD მეხსიერება (64 გიგაბაიტი, 64 ბიტიანი ვერსიის შემთხვევაში) მინიმუმ 40 ვატი სიმძლავრის მქონე აკუმლატორი და ოფციონალური სენსორული ეკრანის და სტილუსის მხარდაჭერა.

Build 2017 კონფერენცია 2 მაისს დაიწყება, სადაც Microsoft წარმოადგენს არც ისე ძვირადღირებულ ნოუთბუქს ან პლანშეტს Surface ხაზიდან, რომელიც Windows 10 Cloud-ით იმართება.

გაზიარება:

დაკავშირებული პოსტები

Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ Copilot-ის ინტეგრაცია Microsoft 365-თან ისე არ მუშაობს, როგორც დაგეგმილი იყო
AI

Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ Copilot-ის ინტეგრაცია Microsoft 365-თან ისე არ მუშაობს, როგორც დაგეგმილი იყო

ოპერატიული მეხსიერების მძიმე ტვირთი: რატომ მოიხმარს Windows 11-ის აპები ამდენ RAM-ს?
Microsoft

ოპერატიული მეხსიერების მძიმე ტვირთი: რატომ მოიხმარს Windows 11-ის აპები ამდენ RAM-ს?

Windows 11-ის მომხმარებლებს Microsoft Store-დან აპლიკაციების ავტომატური განახლებების გამორთვა აღარ შეუძლიათ
Microsoft

Windows 11-ის მომხმარებლებს Microsoft Store-დან აპლიკაციების ავტომატური განახლებების გამორთვა აღარ შეუძლიათ

ყველაფერი, რაც Microsoft-მა Xbox Tokyo Game Show 2025 ღონისძიებაზე წარადგინა
Microsoft

ყველაფერი, რაც Microsoft-მა Xbox Tokyo Game Show 2025 ღონისძიებაზე წარადგინა

Microsoft-მა წარმოადგინა Surface Laptop 5G ნოუთბუქი Core Ultra მეორე თაობის პროცესორითა და 5G-მოდემით, NanoSIM-ისა და eSIM-ის მხარდაჭერით
Microsoft

Microsoft-მა წარმოადგინა Surface Laptop 5G ნოუთბუქი Core Ultra მეორე თაობის პროცესორითა და 5G-მოდემით, NanoSIM-ისა და eSIM-ის მხარდაჭერით

Windows 11 საშუალებას მოგცემთ ხმა ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობაზე გამოიტანოთ
Microsoft

Windows 11 საშუალებას მოგცემთ ხმა ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობაზე გამოიტანოთ

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა