Windows 7, 8 და Vista-ს მომხმარებლები ისევ დაუცველები არიან

Windows 7, 8 და Vista-ს მომხმარებლები ისევ დაუცველები არიან

საკმაოდ ბევრი მომხმარებელი მთელი რიგი მიზეზების გამო არ გადადის Windows 10-ზე და რჩება Microsoft-ის მოძველებულ საოპერაციო სისტემაზე. ზოგიერთს არ მოსწონს დიზაინი, ზოგიერთი არ არის დარწმუნებული, რომ განახლების შემთხვევაში კომპიუტერი გამართულად შეძლებს მუშაობას. პრობლემა იმაშია, რომ Windows-ის ძველი ვერსიები ნაკლებად არიან დაცულები და აქვთ მთელი რიგი გამოუსწორებელი შეცდომები. როგორც სტატისტიკამ აჩვენა WannaCry ვირუსის მსხვერპლთა შორის უმრავლესობა Windows 7 იყო. ახლა უკვე ცნობილი გახდა, რომ Windows 7,8 და Vista ახალი საფრთხის წინაშე არიან.

როგორც Ars Technica იუწყება ახალი შეცდომა საშუალებას იძლევა სპეციალური ვებ-საიტის საშუალებით ჩაიტვირთოს გრაფიკული გამოსახულება ფაილის სახელით “$MSFT” კატალოგის მისამართით. საოპერაციო სისტემა “$MSFT”-ს სპეციალური მეტამონაცემებისთვის იყენებს, რომელბიც NTFS ფაილურ სისტემასთან არის კავშირში, ხოლო Windows 7, 8, და Vista ვერ ამუშავებენ ამ სახელის შემცველ კატალოგებს კორექტულად.

The Verge-ის თანამშრომლებმა შეამოწმეს ეს შეცდომა Windows 7-ის მართვის ქვეშ მომუშავე კომპიუტერზე Internet Explorer-ის საშუალებით. მათ გამოიყენეს ფაილი სახელით “c:$MFT123” რომლის ჩატვირთვის მცდელობისას ბრაუზერში კომპიუტერი იმდენად შენელდა, რომ მასზე ფაქტიურად შეუძლებელი იყო მუშაობა, რამაც საბოლოოდ გადატვირთვის საჭიროებამდე მიიყვანა მომხმარებელი. ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებელი “სიკვდილის ლურჯ ეკრანსაც” კი იღებდა, რადგანაც ფაილური სისტემა იბლოკებოდა ამ ფაილისთვის, რასაც სხვა აპლიკაციებისთვისაც ბლოკირება ახლავს თან. საინტერესოა ის, რომ ეს შეცდომა არ ეხება Windows 10 საოპერაციო სისტემის მომხმარებლებს და ძალიან გავს Windows 95 – 98-ის დროინდელ ცნობილ ბაგს “c:concon”-ს რომელსაც მსგავსი სიმპტომები ახასიათებდა.

კომპანია Microsoft საქმის კურსშია ამ ბაგის შესახებ, თუმცა ჯერ-ჯერობით არანაირი ზომები არ მიუღია და არც ოფიციალური კომენტარი გაუკეთებია.

გაზიარება:

დაკავშირებული პოსტები

Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ Copilot-ის ინტეგრაცია Microsoft 365-თან ისე არ მუშაობს, როგორც დაგეგმილი იყო
AI

Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ Copilot-ის ინტეგრაცია Microsoft 365-თან ისე არ მუშაობს, როგორც დაგეგმილი იყო

ოპერატიული მეხსიერების მძიმე ტვირთი: რატომ მოიხმარს Windows 11-ის აპები ამდენ RAM-ს?
Microsoft

ოპერატიული მეხსიერების მძიმე ტვირთი: რატომ მოიხმარს Windows 11-ის აპები ამდენ RAM-ს?

Windows 11-ის მომხმარებლებს Microsoft Store-დან აპლიკაციების ავტომატური განახლებების გამორთვა აღარ შეუძლიათ
Microsoft

Windows 11-ის მომხმარებლებს Microsoft Store-დან აპლიკაციების ავტომატური განახლებების გამორთვა აღარ შეუძლიათ

ყველაფერი, რაც Microsoft-მა Xbox Tokyo Game Show 2025 ღონისძიებაზე წარადგინა
Microsoft

ყველაფერი, რაც Microsoft-მა Xbox Tokyo Game Show 2025 ღონისძიებაზე წარადგინა

Microsoft-მა წარმოადგინა Surface Laptop 5G ნოუთბუქი Core Ultra მეორე თაობის პროცესორითა და 5G-მოდემით, NanoSIM-ისა და eSIM-ის მხარდაჭერით
Microsoft

Microsoft-მა წარმოადგინა Surface Laptop 5G ნოუთბუქი Core Ultra მეორე თაობის პროცესორითა და 5G-მოდემით, NanoSIM-ისა და eSIM-ის მხარდაჭერით

Windows 11 საშუალებას მოგცემთ ხმა ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობაზე გამოიტანოთ
Microsoft

Windows 11 საშუალებას მოგცემთ ხმა ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობაზე გამოიტანოთ

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა