მსოფლიოში ყველაზე დიდი 4K ტელევიზორი

მსოფლიოში ყველაზე დიდი 4K ტელევიზორი

დღეისათვის ტელევიზორის მწარმოებლებისათვის რთულია გაგვაოცონ. ამიტომ, კომპანიებს უწევთ მომხმარებლების ყურადღება მიიქციონ ახალი ტექნოლოგიებით, გამოსახულების ხარისხითა და მოწყობილების ზომით. ზოგი ფსონს სისქეზე დებს, ზოგიც კი – დიაგონალზე. მაგალითად, ავსტრიული კომპანია C Seed ამზადებს მსოფლიოში ყველაზე დიდ ტელევიზორებს. მათი ბოლო მიღწევაა C Seed 262 – მსოფლიოში ყველაზე დიდი 4K ტელევიზორი.

C Seed 262-ის დიაგონალი 6,5 მეტრია (262 დიუმი). 4K მატრიცა შესრულებულია LED ტექნოლოგიით. ტელევიზორი აღჭურვილია 10 ჩაშენებული დინამიკით. როდესაც მოწყობილობა არ არის ხმარებაში, ის იფარება ნაჭრის სურათის ქვეშ, ამას ავტომატური მექანიზმის საშუალებით ახორციელებს.

C Seed 262-ის ტექნიკური მახასიათებლები:

  • დიაგონალი: 262 დიუმი;
  • გარჩევადობა: 4K;
  • მატრიცის ტიპი: LED;
  • სიკაშკაშე: 800 ნიტი;
  • კონტრასტი: 50000:1;
  • ხედვის კუთხე: ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად 160 გრადუსამდე;
  • კონექტორები: 2 х HDMI, 1 x 4K HDMI, 1 х HDMI, 2 x USB 2.0, 1 x RS232, 1 x RJ45, 3 x XLR, 1 x BNC;
  • ეკრანის ზომები: 6144 х 2574 მმ.

 

გაზიარება:

Tags:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა