Apple რიგგარეშე ღონისძიებას ჩაატარებს

Apple რიგგარეშე ღონისძიებას ჩაატარებს

კომპანია Apple-მა მოულოდნელად გამოაცხადა ღონისძიების  შესახებ, რომელიც ჩატარდება სლოგანით "მოდით ექსკურსიაზე წავიდეთ". ქსელში უკვე გამოჩნდა პირველი მინიშნებები შინაარსის შესახებ.

ღონიძიების თიზერზე გამოსახულია Apple-ის ხელით დახატული ლოგოტიპი, რომელიც Apple Pencil-სა და iPad-ზე მიუთითებს, რაც ახალი პლანშეტის შესახებ ჭორებსაც ემთხვევა. მოსაწვევზე წარწერა მიუთითებს, რომ ანონსი საგანმანათლებლო სექტორს ეხება.

არ არის გამორიცხული, რომ კომპანიამ სკოლებისთვის ახალი ბიუჯეტური პლანშეტი გამოუშვას.

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა