Windows Server 2019-ის პირველი პრევიუ გამოვიდა

Windows Server 2019-ის პირველი პრევიუ გამოვიდა

გამოვიდა  Microsoft-ის სერვერული საოპერაციო სისტემის შემდეგი მაჟორული რელიზის პრვიუ, რომელიც ოთხი ინოვაციური მიმართულებით განავითარებს მას. ახალი საოპერაციო სისტემა იქნება ჰიბრიდული, უსაფრთხო, აპლიკაციების პლატფორმა და ჰიპერ-კონვერგენტული.

ეს რელიზი განსხვავდება Windows 10-ის რელიზებისგან, რადგანაც LTSC განახლებები რამდენიმე წელიწადში ერთხელ გამოდის, რომელ განშტოებასაც Windows Server 2016 წარმოადგენს.

ჰიბრიდული ღრუბლის შემთხვევაში მომხმარებლები პროექტ "Honolulu"-ს გამოიყენებენ Windows Server-ის დანერგვისათვის. Microsoft ამბობს, რომ ხალხი შეძლებს "მარტივად დააინტეგრიროს Azure-ის სერვისები, როგორიცა Azure Backup, Azure File Sync, Disaster Recovery და ა.შ. ისინი შეძლებენ ამ სერვისებზე გადართვას მათი აპლიკაციების და ინფრასტრუქტურის გათიშვის გარეშე"

Microsoft ამბობს, რომ მას აქვს სამ-დონიანი მიდგომა უსაფრთხოებასთან: "დაცვა, აღმოჩენა და რეაგირება". ჯავშნიანი ვირტუალური მანქანები პირველად Windows Server 2016-ში გამოჩნდა და ეს ფუნქცია Server 2019-ში უფრო დაიხვეწება და Linux-ის მხარდაჭერაც ექნება

ასვე აღსანიშნავია Windows Defender Advanced Threat Protection (ATP) რომელიც პრევინციულ დაცვის ფუნქციას ასრულებს. "აღმოაჩენს შეტევებს და ნულოვანი დღის ექსპლოიტებს საოპერაციო სისტემაში"

პალიკაციების საკითხში სიახლე Windows Subsystem for Linux (WSL) იქნება, რომელიც უკვე გამოჩნდა პროდუქტის ნახევარწლიანი განახლების ციკლის მქონე ვერსიაში. მასში ასევე იქნება Kubernetes-ის მხარდაჭერა, რომელიც ამჟამად ბეტა რესტირების პროცესშია.

კიდევ ერთი სიახლე System Center 2019 იქნება,  რომელსაც წლის ბოლოს ვიხილავთ.

თუ გსურთ გატესტოთ Windows Server-ის პირველი პრევიუ აუცილებლად ნახეთ 17623 ანაწყობი რომელშიც არის თითქმის ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილიდან.

Microsoft ამბობს, რომ Windows Server 2019 ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის მორე ნახევარში. სავარაუდოდ Ignite 2018 კონფერენციაზე სადაც ორი წლის წინ კომპანიამ Windows Server 2016 და Windows Server 1709 ანაწყობი გაუშვა.

Windows Server vNext Insider Preview build 17623-ის გადმოწერა.

გაზიარება:

დაკავშირებული პოსტები

Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ Copilot-ის ინტეგრაცია Microsoft 365-თან ისე არ მუშაობს, როგორც დაგეგმილი იყო
AI

Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ Copilot-ის ინტეგრაცია Microsoft 365-თან ისე არ მუშაობს, როგორც დაგეგმილი იყო

ოპერატიული მეხსიერების მძიმე ტვირთი: რატომ მოიხმარს Windows 11-ის აპები ამდენ RAM-ს?
Microsoft

ოპერატიული მეხსიერების მძიმე ტვირთი: რატომ მოიხმარს Windows 11-ის აპები ამდენ RAM-ს?

Windows 11-ის მომხმარებლებს Microsoft Store-დან აპლიკაციების ავტომატური განახლებების გამორთვა აღარ შეუძლიათ
Microsoft

Windows 11-ის მომხმარებლებს Microsoft Store-დან აპლიკაციების ავტომატური განახლებების გამორთვა აღარ შეუძლიათ

ყველაფერი, რაც Microsoft-მა Xbox Tokyo Game Show 2025 ღონისძიებაზე წარადგინა
Microsoft

ყველაფერი, რაც Microsoft-მა Xbox Tokyo Game Show 2025 ღონისძიებაზე წარადგინა

Microsoft-მა წარმოადგინა Surface Laptop 5G ნოუთბუქი Core Ultra მეორე თაობის პროცესორითა და 5G-მოდემით, NanoSIM-ისა და eSIM-ის მხარდაჭერით
Microsoft

Microsoft-მა წარმოადგინა Surface Laptop 5G ნოუთბუქი Core Ultra მეორე თაობის პროცესორითა და 5G-მოდემით, NanoSIM-ისა და eSIM-ის მხარდაჭერით

Windows 11 საშუალებას მოგცემთ ხმა ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობაზე გამოიტანოთ
Microsoft

Windows 11 საშუალებას მოგცემთ ხმა ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობაზე გამოიტანოთ

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა