კომპანია Doogee-მ დააანონსა გეიმერული სმარტფონი S70. ახალ სმარტფონს აქვს დარტყმაგამძლე კორპუსი, დაცულია წყლისაგან და განკუთვნილია სპეციალურად გეიმერებისათვის. მწარმოებლებმა იზრუნეს მოწყობილობის გამძლეობაზე და წარმადობას. სმარტფონს აქვს პროცესორი Helio P23, ბატარეა სიმძლავრით 5 500 მილიამპერი, გაგრილების სისტემა სპეციალური გეიმერული რეჟიმით.
სმარტფონი აღჭურვილია რვაბირთვიანი პროცესორით MediaTek Helio P23 გრაფიკული დამაჩქარებლით Mali-G71 MP2, ბატარეა სიმძლავრით 5 500 მილიამპერი სწრაფი დამუხტვის ფუნქციით. აქვს ორმაგი მთავარი კამერა და თითის ანაბეჭდის სკანერი.
ვიდეოში დემონსტრირებულია სმარტფონის დიზაინი. მოწყობილობას აქვს წყლისაგან დაცვა IP68/69K და MIL-STD-810G სტანდარტებით.
Doogee S70-ს აქვს ღილაკი გეიმინგ რეჟიმის აქტივაციისათვის. ამ ღილაკზე დაჭერის შემდეგ მეხსიერება იცლება ყველა აპლიკაციისაგან და ტელეფონის მთელი რესურსი თამაშს ხმარდება. უფრო კომფორტული თამაშისათვის მწარმოებლებმა დააანონსეს გეიმპადი G1.