კომპანია Samsung-მა წარმოადგინა ახალი ენერგოეფექტური Non-Volatile Memory Express (NVMe) SSD საცავები 970 EVO Plus, რომელიც მე-5 თაობის V-NAND ტექნოლოგიას ეფუძნება. ჩაწერის სიჩქარის ზრდა წინა თაობასთან შედარებით 50%-ია. მომხმარებლებს ასარჩევად 2 ტერაბაიტამდე მოცულობის მოდელები და 5 წლიანი გარანტია ექნებათ.
V-NAND ტექნოლოგია და სპეციალურად ოპტიმიზებული პროგრამული უზრუნველყოფა ახალ მოდელებში 53%-ით ზრდიან ჩაწერის სიჩქარეს. მიმდევრობითი წაკითხვის და ჩაწერის სიჩარე 3500 მბ/წმ და 3300 მბ/წმ იქნება, როცა შემთხვევითი წაკითხვის სიჩქარე 620 000 IOPS, ხოლო ჩაწერის წარმადობა 560 000 IOPS იქნება.
970 EVO Plus საცავები გამოშვებულია კომპაქტურ ფორმ-ფაქტორში M.2 – ინტერფეისით PCIe Gen3 x4, ასე რომ მათი გამოყენება სამაგიდო კომპიუტერებსა და ნოუთბუქებში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა კომპანია Samsung-მა ახალ მოდელებზე შეზღუდული 5 წლიანი გარანტია ან 1200 ტერაბაიტი გადაწერა წარმოადგინა.
ტექნიკური მონაცემები:
970 EVO Plus
970 EVO
ინტერფეისი
PCIe Gen 3.0 x4, NVMe 1.3
PCIe Gen 3.0 x4, NVMe 1.3
ფორმ-ფაქტორი
M.2 (2280)
M.2 (2280)
მეხსიერების ტიპი
Samsung 9x-ფენიანი V-NAND 3-bit MLC
Samsung 64-ფენიანიV-NAND 3-bit MLC
კონტროლერი
Samsung Phoenix
Samsung Phoenix
DRAM
2 გბ LPDDR4 DRAM (2 ტბ)1 გბ LPDDR4 DRAM (1 ტბ)512 მბ LPDDR4 DRAM (250/500 გბ)
2 გბ LPDDR4 DRAM (2 ტბ)1 გბ LPDDR4 DRAM (1 ტბ)512 მბ LPDDR4 DRAM (250/500 გბ)
მოცულობა
2 ტბ, 1 ტბ, 500 გბ, 250 გბ
2 ტბ, 1 ტბ, 500 გბ, 250 გბ
მიმდევრობითი სიჩქარე
3500/3300 მბ/წმ-მდე
3500/2500 მბ/წმ-მდე
შემთხვევითი სიჩქარე QD32)
620 000/560 000 IOPS-მდე
500 000/480 000 IOPS-მდე
მართვა
Samsung Magician Software
Samsung Magician Software
შიფრაცია
Class 0 (AES 256), TCG/Opal v2.0, MS eDrive (IEEE1667)
Class 0 (AES 256), TCG/Opal v2.0, MS eDrive (IEEE1667)
250 – 500 და 1 ტერაბაიტიანი ვერსიები უკვე თებერვალში იქნება ხელმისაწვდომი ხოლო 2 ტერაბაიტიანი მოდელი გაყიდვაშ აპრილიდან შემოვა. სავარაუდო საცალო საწყისი ფასი 250 ლარი იქნება.