Viber-ის დეველოპერებმა სამომხმარებლო ინტერფეისი განაახლეს და რამდენიმე ახალი ფუნქციაც დაამატეს, მათ შორისაა ჯგუფური ზარების განხორციელების შესაძლებლობა.
ინტერფეისის ცვლილებები:
ნავიგაციის მენიუმ ქვევით გადაინაცვლა.
ყველა ჩატი, საზოგადოება და ჩატ-ბოტები ერთ სიაშია თავმოყირლი. ადრე ხელმოწერილი საზოგადოებები ცალკე ღიალკზე იყო მიმაგრებული.
კონტაქტების სია, ისტორია და Viber Out ზარების მართვა ერთ ჩანართშია გაერთიანებული.
ახალი ფუნქციები:
ჩატი ფარულ ნომრებთან – მომხმარებელი შეძლებს იქონიოს მიმოწერა ისე, რომ არ გაამხილოს ტელეფონის მონერი. ამისათვის საჭიროა Viber-ში მომხმარებლის სახელის ცოდნა. ფუნქცია დამატებით დაცვას უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის ჯგუფურ ჩატებში სადაც უცნობი ადამიანები საუბრობენ.
ჯგუფური ზარები – შესაძლებელია ერთდროულად 5 მომხმარებლისგან შემდგარი საკონფერენციო ზარის განხორციელება. ფუნქცია მხოლოდ ხმოვანია, თუმცა კომპანია ვიდეოს დამატებასაც გვპირდება.
Viber-ის მე-10 ვერსია ამ დღეებში გახდება ხელმისაწვდომი ავტომატური განახლების სახით, ხოლო მათ ვისაც ახლავე უნდა სიახლის დაგემოვნება შეგიძლიათ გადმოიწეროთ APK ფაილი.