ყოველწლიურ კონფერენციაზე დეველოპერებისთვის WWDC 2019 – Apple-მა წარმოადგინა ახალი კომპიუტერი Mac Pro, რომელიც ბოლოს 2013 წელს განახლდა.
https://youtu.be/wl4Hg23RQHQ
ტექნიკური მონაცემები
პროცესორი Intel Xeon – 28 ბირთვით და 300 ვატი ენერგომოხმარებით, გაგრილების ინოვაციური სისტემით, რომელიც მას სრულ სიმძლავრეზე მუშაობის საშუალებას აძლევს. სისტემაზე შესაძლებელია 1.5 ტერაბაიტი ოპერატიული მეხსიერების გამოყენება.
კომპიუტერს ოთხი ვიდეო ბარათის სლოტი აქვს სადაც ოთხი AMD Radeon Vega Pro-ს დაყენება და 58 ტერაფლოპსი წარმადობის მიღწევაა შესაძლებელი. მათზე ერთდროულად შეიძლება თორმეტი 4K გარჩევადობის ტრანსლაციის გაშვება.
კომპიუტერს ასევე აქვს ორი USB-C და ორი USB-A პორტი. რა თქმა უნდა არის 3.4 მმ. აუდიო ჯეკიც.
Mac Pro-ს შეგიძლიათ მიამაგროთ ბორბლები მისი მარტივად გადაადგილებისათვის.
მოწყობილობის გაყიდვები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება. საწყის კონფიგურაციაში 8 ბირთვიანი პროცესორით, 32 გიგაბაიტი მეხსიერებით, 256 გიგაბაიტიანი SSD-ით და Radeon Pro 580X ვიდეო ბარათით სისტემა 5999 დოლარი ეღირება.
Apple-მა ასევე წარმოადგინა ახალი მონიტორი Retina 6K – 32 დიუმიანი დიაგონალით და HDR-ის მხარდაჭერით, რომელიც მყიდველს 4999 დოლარი დაუჯდება, ხოლი მისი სადგამის ფასი ცალკე 999 დოლარი იქნება.