კომპანია Xiaomi-მ ოფიციალურად წარმოადგინა სმარტფონი Mi A3. ის შექმნილია Android One პროგრამის ფარგლებში და საოპერაციო სისტემა, რომლითაც იმართება სუფთა Android-ია ყოველგვარი მწარმოებლის დანამატების გარეშე. სხვა სიახლეებიდან აღსანიშნავია კომპქტური ზომა, ეკრანში ჩაშენებული ანაბეჭდების სენსორი, სამმაგი მთავარი კამერა 48 მეგაპიქსელზე და დიდი მოცულობის აკუმლატორი.
Xiaomi Mi A3 აწყობილია ახლახან წარმოდგენილი Xiaomi CC9e-ს ბაზაზე. სმარტფონი აღჭურვილია 6.088- დიუმიანი AMOLED ეკრანით, რომელსაც 1520×720 პიექსელი გარჩევადობა აქვს. ეკრანში ჩაშენებულია თითის ანაბეჭდების სკანერი. სისტემა მუშაობს რვა-ბირთვიან Snapdragon 665-ზე, რომელიც სრულიად საკმარისია იმ ამოცანებისთვის, რომელიც ამ კლასის სმარტფონს ეკისრება. ოპერატიული მეხსიერება 64 და 128 გიგაბაიტიან მოდელებზე ერთნაირია და 4 გიგაბაიტს შედგენს. მოწყობილობას არ აქვს NFC სენსორი, რაც ასე თუ ისე სასიამოვნო არ არის.
Mi A3-ის კამერები იდენტურია CC9e-ს სენსორებისა და წარმოდგენილია სამი მოდულის სახით, რომელსაც მთავარი 48 მეგაპიქსელიანი, 8 მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი და 2 მეგაპიქსელიანი სიღრმის აღქმსი სენსორები აქვს. სელფის კამერა 32 მეგაპიქსელიანია.