ახალი SHILED TV გამოირჩევა ხელოვნური ინტელექტით, რომელსაც დაბალი ხარისხსის გამოსახულების 4K გარჩევადობამდე გაუმჯობესება შეუძლია.
SHIEDL TV – ეს არის სეტ-ტოპ-ბოქსი, რომელიც ჩვეულებრივ ტელევიზორს უერთდება და მდიდარ მულტიმედიურ და სათამაშო ფუნქციონალს გვთავაზობს. პირველად ის 5 წლის წინ წარმოადგინეს და მისი განახლება ძალიან დროულად მოხდა. სისტემა Tegra X1+ პროცესორზე მუშაობს, რომელიც 25%-ით მძლავრია წინამორბედზე. მოწყობილობას მართავს Android საოპერაციო სისტემა და მასზე რა თქმა უნდა Google Play სერვისებია ხელმისაწვდომი.
მონაცემები
NVIDIA SHIELD TV 2019
NVIDIA SHIELD TV 2019 Pro
NVIDIA SHIELD TV 2017
პროცესორი
Tegra X1+
Tegra X1+
Tegra X1
ტექპროცესი
16 ნმ
16 ნმ
28 ნმ
ოპერატიული მეხსიერება
2 გბ
3 გბ
3 გბ
შიდა მეხსიერება
8 გბ
16 გბ
16 გბ
ღრუბლოვანი სერვისები
GeForce Now
GeForce Now
GeForce Now
ხარისხის გაზრდა
ნეიროქსელური აფსქეილი
ნეიროქსელური აფსქეილი
ბიკუბიკური გადიდება
კომპლექტაცია
პულტი, განათებითხმოვანი მართვით. კვების ბლოკი
პულტი, განათებითხმოვანი მართვით. კვების ბლოკი
პულტი კვების ბლოკი
SHIELD-ის მნიშვნელოვან ახალ ფუნქციონალში შედის, Dolby Atmos და Dolby Vision ტექნოლოგიები, განახლებული დიზაინი და მართვა, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც 720p ვიდეოს 4K-მდე გადიდებისას ხარისხის პრობლემებს თითქმის აგვარებს. არის ორი ვარიანტი – ჩვეულებრივი და Pro, რომელიც გეიმერებისთვისაა განკუთვნილი დამატებითი გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით.
მოწყობილობა 149-159 დოლარი ეღირება, ხოლო პრო ვერსია 199-210 დოლარის ფარგლებში იქნება.