რესურსი SamMobile გვამცნობს, რომ Android 10-ზე კომპანია Samsung-ის სმარტფონები წილის პირველივე თვეებიდან განახლდებიან. პირველები რა თქმა უნდა Galaxy S9 და Galaxy S9+ მიიღებს ახალ სისტემას, თუმცა უფრო გვიან ვიდრე მოსალოდნელი იყო.
გრაფიკის მიმდინარე ვერსია შემდეგნაირად გამოიყურება:
ყველაზე გვიან განახლებას კომპანიის პლანშეტები მიიღებენ.
ამ წუთისთვის განახლება უკვე მიიღო Galaxy Note 10, Galaxy S10, Galaxy Note 9, Galaxy M30 და Galaxy M20 სმარტფონებმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ არც ისე მოძველებული Galaxy S8 სიაში საერთოდ არ არის მოხსენიებული, რაც გასაკვირია, რადგან Samsung-ის დაპირებაში 2017 წელს გამოშვებულ მოდელებზეც იყო საუბარი.
ახლახანს გამოსულ galaxy A51 ზე არის android 10 და ახლახანს A50 ზე მოვიდა განახლება და ჩემსაზე რატომ არ მოვიდა თან ისიც მაინტერესებს რომ ეკრანის ჩამწერი რატომ აქვს A50-ს და A51-ს არა, და როდის მოუვა განახლება
დავით მაჭახელიძე2020-04-19 22:16:09
დაელოდეთ ავტომატურ განახლებას ან ხელით შემოწმეთ შესაბამისი მენიუდან.
ეკრანის ჩამწერი აპლიკაცია ან ხვდება ან არ ხდება Samsung-ის სხვა და სხვა მოდელებში და გაუგებარია რა პრინციპით ირჩევენ როდის დააყენონ და როდის არა.