GITA-ს და რედბერის ჰაკათონი – ყველაფერი, რაც გაინტერესებთ

GITA-ს და რედბერის ჰაკათონი – ყველაფერი, რაც გაინტერესებთ

რამდენიმე კვირის წინ  GITA-მ და სარეკლამო კომპანია „რედბერიმ“  ონლაინ პაკათონი წარადგინეს, რომლის მიზანი ისეთი პროდუქტების ან მისი მომსახურების შექმნა იყო, რომლებიც ეფექტურად დაეხმარებოდა საქართველოს კორონა ვირუსთან ბრძოლაში.

 სამდღიან მარათონში 28 გუნდი და 5 ფიზიკური პირი მონაწილეობდა. გამარჯვებული Edison Tech გახდა, რომელსაც გრანტი 20 000 ლარი გადაეცა. პროდუქტი-პორტარტული სასუნთქი აპარატი, რომელიც გამოიყენება ნებისმიერ სიტუაციაში ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, ამით საქართველო ეფექტურად გაუმკლავდება მსოფლიო გამოწვევას და ქვეყანში სასუნთქი აპარატების კრიზისი არ იქნება- ამბობენ GITA-ში.

სახელმწიფომ კიდევ ორ მონაწილეს გამოუცხადა მხარდაჭერა, ესენია:

  • NIZ MASK-რომლის პროექტი-  ელექტრონიღაბი, ვირუსული ინფექციისგან დაცვას 99,999%-ით უზრუნველყოფს. ანადგურებს ვირუსს, არეგულირებს ჰაერის ნაკადს მათთვის ვისაც  სუნთქვის უკმარისობა აწუხებს, ნიღბის გარე განათების საშუალებით დამატებით ახდენს სხვა ნივთების სტერილიზაციას.
  • Kvalifika- კომპანია  “VOBI” -ის და “JSC Identity and Trus Solutions“-ის ერთობლივი გუნდი ეხმარება კომპანიებს ოპერირების გაგრძელებაში, თაღლითობის თავიდან აცილებაში,  ონლაინ საქმიანობაში, ბიომეტრიის დამუშავებაში, ინდივიდების ამოცნობაში, კლიენტების იდენტიფიკაციაში და პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების ვერიფიკაციაში.

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა