Microsoft-მა Linux დისტრიბუტივი წარმოადგინა

Microsoft-მა Linux დისტრიბუტივი წარმოადგინა

მაიკროსოფტმა CBL-Mariner-ის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, რომელიც კომპანიის შიგნით მუშავდებოდა და გამოიყენება Azure-ის ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაში.

CBL-Mariner – სპეციალური დანიშნულების დისტრიბუტივია და შექმნილია Linux System Group ქვედანაყოფის მიერ. იგივე ჯგუფმა შექმნა ბირთვის WSL2 ქვესისტემისთვის Windows 10-ში.

Microsoft-ის თვალსაზრისით აზრი არა აქვს ბირთვი სხვა სისტემიდან აიღონ. საკუთარი ქვედანაყოფი ოპერატიულად შეძლებს კოდის შეცვლას და კონკრეტული აპარატურის ოპტიმალურ მხარდაჭერას. საკუთარ ბირთვზე კომპანიას გარკვეული კონტროლის შენარჩუნებაც შეუძლია.

აბრევიატურა CBL იშიფრება როგორც Common Base Linux.

პროექტის წყარო კოდი GitHub-ზე არის გამოქვეყნებული MIT ლიცენზიით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დისტრიბუტივი შექმნილია მაიროსოფტის შიდა მოხმარებისთვის და ISO იმიჯების შექმნა არ არის გათვალისწინებული, რეპოზიტორიაში არის ინსტრუქცია თუ როგორ უნდა შევქმნათ იმიჯი Ubuntu 18.04-ისთვის. საჭიროა დაყენდეს Docker, Go-ს უახლესი ვერსია, RPM ინსტრუმენტები და სხვა.

ინსტალატორი გვთავაზობს დაყენებსი ორ ვარიანტს: მხოლოდ ბირთვი (Core) და სრული სისტემა (Full). ორივე შემთხვევაში ინსტალაცია ძალიან ცოტა დროს მოითხოვს. სუსტ ვირტუალურ მანქანაზე 1 vCPU, 2GB RAM, 16 GB HDD მინიმალური სისტემა 29 წამში ყენდება, ხოლოდ სრული 76 წამში. პროცეში პასუხი უნდა გავცეთ სტანდარტულ შეკითხვებს ტიპიური პარამეტრებით, დისკის დანაყოფების და სისტემური კონფიგურაციის შესახებ.

CBL-Mariner-ის პაკეტების მენეჯმენტი RPM-ზე არის დაფუძნებული, ის dnf-სა და Tiny DNF იყენებს Photon OS-დან.

სისტემა ასევე ითვალისწინებს განახლებას იმიჯების საშუალებით ატომური მომსახურებისთვისა და წინა ვერსიაზე დაბრუნებისთვის RPM-OSTree ფუნქციის საშუალებით. rpm-ostree-ის იდეა გამოიყენება კლიენტ სერვერული არქიტექტურის საიმედო განახლებებისათვის და Linux ჰოსტების სინქრონიზაციისთვის უახლეს პაკეტებამდე.

ინსტალაციის შემდეგ ხელმისაწვდომია ორი რეპოზიტორია დაახლ. 3300 პაკეტით.

CBL-Mariner მისდევს პირნციპს “უსაფრთხოება ნაგულისხმევად” (secure-by-default), არის გაძლიერებული ბირთვით, ხელმოწერილი განახლებებით, ASLR დაცვით, გაძლიერებული კომპილატორით (compiler-based hardening), დაცული ლოგებით და ა.შ.

გაზიარება:

დაკავშირებული პოსტები

Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ Copilot-ის ინტეგრაცია Microsoft 365-თან ისე არ მუშაობს, როგორც დაგეგმილი იყო
AI

Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ Copilot-ის ინტეგრაცია Microsoft 365-თან ისე არ მუშაობს, როგორც დაგეგმილი იყო

ოპერატიული მეხსიერების მძიმე ტვირთი: რატომ მოიხმარს Windows 11-ის აპები ამდენ RAM-ს?
Microsoft

ოპერატიული მეხსიერების მძიმე ტვირთი: რატომ მოიხმარს Windows 11-ის აპები ამდენ RAM-ს?

Windows 11-ის მომხმარებლებს Microsoft Store-დან აპლიკაციების ავტომატური განახლებების გამორთვა აღარ შეუძლიათ
Microsoft

Windows 11-ის მომხმარებლებს Microsoft Store-დან აპლიკაციების ავტომატური განახლებების გამორთვა აღარ შეუძლიათ

ყველაფერი, რაც Microsoft-მა Xbox Tokyo Game Show 2025 ღონისძიებაზე წარადგინა
Microsoft

ყველაფერი, რაც Microsoft-მა Xbox Tokyo Game Show 2025 ღონისძიებაზე წარადგინა

Microsoft-მა წარმოადგინა Surface Laptop 5G ნოუთბუქი Core Ultra მეორე თაობის პროცესორითა და 5G-მოდემით, NanoSIM-ისა და eSIM-ის მხარდაჭერით
Microsoft

Microsoft-მა წარმოადგინა Surface Laptop 5G ნოუთბუქი Core Ultra მეორე თაობის პროცესორითა და 5G-მოდემით, NanoSIM-ისა და eSIM-ის მხარდაჭერით

Windows 11 საშუალებას მოგცემთ ხმა ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობაზე გამოიტანოთ
Microsoft

Windows 11 საშუალებას მოგცემთ ხმა ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობაზე გამოიტანოთ

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა