Windows 11 – აღარ გაართულებს სხვა ბრაუზერის ჩამოტვირთვასა და გამოყენებას

Windows 11 – აღარ გაართულებს სხვა ბრაუზერის ჩამოტვირთვასა და გამოყენებას

Microsoft-ის დეველოპერები გაამარტივებენ ბრაუზერის შეცვლის პროცედურას Windows 11 საოპერაციო სისტემაში. ახალ სატესტო ანაწყობებში მათ გაითვალისწინეს ტესტერების რჩევა, რომლებსაც გაუჭირდათ სხვა ბრაუზერებზე გადასვლა.

Windows 11-ზე ნაგულისხმევი ბრაუზერის შეცვლა გამაღიზიანებელ მანიპულაციებს მოითხოვდა საოპერაციო სისტემის პარამეტრებში. ახალ სატესტო ანაწყობში მომხმარებლებს არ მოუწევთ ხელოვნურად მიუთითონ ბრაუზერი ამა-თუ იმ მასთან დაკავშირებულ სერვისებთან მუშაობისთვის.

მოსალოდნელია, რომ გაანხლება უახლოეს საჯარო ანაწყობში იქნება ხელმისავდომი. ზუსტი თარიღი თუ როდის გამოვა ეს განახლება უცნობია, თუმცა სიახლის გამოცდა უკვე შესაძლებელია Windows Insider პროგრამის მონაწილეებისათვის.

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა