ჯეიმს ვების ტელესკოპი წარმატებით გაუშვეს კოსმოსში

ჯეიმს ვების ტელესკოპი წარმატებით გაუშვეს კოსმოსში

ჯეიმს ვების ტელესკოპი რაკეტა “არიანი-5”-მა გაიყვანა კოსმოსში კურუს კოსმოდრომიდან, რომელიც ფრანგულ გვიანაშია. გაშვებამ წარმატებით ჩაიარა.

“ჯეიმს ვები” ოთხი კვირის განმავლობაში იმოძრავებს ლაგრანჟის მეორე წერტილისკენ, რომელიც 4-ჯერ უფრო შორსაა დედამიწიდან ვიდრე მთვარე და 1,5 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული მზის მიმართულებით.

2021 წლის გაზაფხულში NASA-მ დაამტკიცა 286 სამეცნიერო პროგრამა, რომელიც ტელესკოპის მიზანს წარმოადგენს. ტელესკოპი ეგზობლანტეტებს, გალაქტიკებს, გალაქტიკათაშორის სივრცეს, სამყაროს მსხვილმასშტაბიან სტრუქტურას, მზის სისტემას, ვარსკვლავების ტიპებს, პლანეტების პოპულაციას, ვასრკვლავთშორის სივრცეს და შავ ხვრელებს შეისწავლის.

ახალი ტელესკოპი 60 – 500 მიკრონი სიგრძის სინათლის წყაროებს ინფრაწითელ სპექტრში დააკვირდება. ის შეძლებს ფოკუსირება მოახდინოს სინათლეზე 13,5 მილიარდი წლის მანძილზე, როცა პირველი ვარსკვლავების ფორმირება დაიწყო.

პროექტის შემუშავებისა და განხორციელებისთვის ორ ათწლეულზე მეტი დრო და $9 მილიარდი დაიხარჯა. ეს ტელეკოპი 3-ჯერ დიდია “ჰაბლზე”, ხოლო მისი სამეცნიერო მოწყობილობები 7-ჯერ უფრო მგრძნობიარეა.

თავდაპირველად “ჯეიმს ვების” გაშვება 18 დეკემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს რამდენჯერმე გადაიდო. პირველად რაკეტაზე მიმაგრებისას გაუთვალისწინებელი პრობლემები წარმოიშვა, თუმცა მოგვიანები NASA-ს სპეციალისტებმა ყველაფერი წესრიგში მოიყვანეს და ყველა სისტემის გამართულად მუშაობა დაადასტურეს.

შემდეგ NASA-მ სტარტი 24 დეკემბრამდე გადადო ტელესკოპსა და რაკეტას შორის კავშირის შეფერხების გამო. გაშვება კიდევ ერთხელ გადაიდო 25 დეკემბრამდე, ამჯერად უამინდობის გამო.

გაზიარება:

დაკავშირებული პოსტები

მზის სისტემა შესაძლოა კოსმოსში 3-ჯერ უფრო სწრაფად მოძრაობდეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო
მეცნიერება

მზის სისტემა შესაძლოა კოსმოსში 3-ჯერ უფრო სწრაფად მოძრაობდეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო

ფიზიკოსებმა მიიღეს ნივთიერების კვანტური მდგომარეობა სახელწოდებით „ელექტრონული კრისტალი“
მეცნიერება

ფიზიკოსებმა მიიღეს ნივთიერების კვანტური მდგომარეობა სახელწოდებით „ელექტრონული კრისტალი“

სამყაროს გაფართოება „ახლა ნელდება და არ ჩქარდება“
მეცნიერება

სამყაროს გაფართოება „ახლა ნელდება და არ ჩქარდება“

ძალიან ნელი დაწყების შემდეგ, ევროპის მრავალჯერადი რაკეტის პროგრამა სიცოცხლის ნიშნებს ავლენს
მეცნიერება

ძალიან ნელი დაწყების შემდეგ, ევროპის მრავალჯერადი რაკეტის პროგრამა სიცოცხლის ნიშნებს ავლენს

რამდენად დიდი შეიძლება იყოს შავი ხვრელი?
მეცნიერება

რამდენად დიდი შეიძლება იყოს შავი ხვრელი?

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…
მეცნიერება

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა