CES 2022-ის ფარგლებში AMD ოფიციალურად წარმოადგინა Ryzen 6000 პროცესორები ნოუთბუქებისათვის, რომლებიც 6 ნანომეტრიანი პროცესითაა შექმნილი და Zen 3+ არქიტექტურაზეა დაფუძნებული. პროცესორში ჩაშენებულია RDNA 2 გრაფიკული ბირთვები. წინა თაობასთან შედარებით გამოთვლითი სიმძლავრე 1,3-ჯერ გაიზარდა, ხოლო თამაშებში ეს მაჩვენებელი 2-ჯერ მეტია.
H სერიის პროცესორები განკუთვლინია მძლავრი სათამაშო და გრაფიკული მოწყობილობებისთვის, როცა U სერიის ჩიპები გმოყენებული იქნება თხელ და მსუბუქ ნოუთბუქებში.
სერიაში ფლაგმანურ პროცესორს 8-ბირთვიანი 16-ნაკადიანი Ryzer 9 6980HX აქვს, 3,3 გჰც სიხშირით და ტურბო ბუსტით 5 გჰც-მდე. ჩიპში 12 RDNA 2 გრაფიკული ბირთვიანი 2,4 გჰც. სიხშირით. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი Ryzen პროცესორი 5 გჰც. სიხშირის მხარდაჭერით.
მოდელი
ბირთვუ/ნაკადი
საბაზიზო სიხშირე
ტურბო სიხშირე
კეში L2 + L3
GPU სიხშირე
ტექპროცესი
TDP
Ryzen 9 6980HX
8/16
3,3 გჰც
5,0 გჰც
20 მბ
12 (2,4 გჰც )
6 ნმ
45+ ვტ
Ryzen 9 6980HS
8/16
3,3 გჰც
5,0 გჰც
20 მბ
12 (2,4 გჰც )
6 ნმ
35 ვტ
Ryzen 9 6900HX
8/16
3,3 გჰც
4,9 გჰც
20 მბ
12 (2,4 გჰც )
6 ნმ
45+ ვტ
Ryzen 9 6900HS
8/16
3,3 გჰც
4,9 გჰც
20 მბ
12 (2,4 გჰც )
6 ნმ
35 ვტ
Ryzen 7 6800H
8/16
3,2 გჰც
4,7 გჰც
20 მბ
12 (2,2 გჰც )
6 ნმ
45 ვტ
Ryzen 7 6800HS
8/16
3,2 გჰც
4,7 გჰც
20 მბ
12 (2,2 გჰც )
6 ნმ
35 ვტ
Ryzen 5 6600H
6/12
3,3 გჰც
4,5 გჰც
19 მბ
6 (1,9 გჰც )
6 ნმ
45 ვტ
Ryzen 5 6600HS
6/12
3,3 გჰც
4,5 გჰც
19 მბ
6 (1,9 გჰც )
6 ნმ
35 ვტ
Ryzen 7 6800U
8/16
2,7 გჰც
4,7 გჰც
20 მბ
12 (2,2 გჰც )
6 ნმ
15-28 ვტ
Ryzen 5 6600U
6/12
2,9 გჰც
4,5 გჰც
19 მბ
6 (1,9 გჰც )
6 ნმ
15-28 ვტ
Ryzen 7 5825U
8/16
2,0 გჰც
4,5 გჰც
20 მბ
8 (1,8 გჰც )
7 ნმ
15 ვტ
Ryzen 5 5625U
6/12
2,3 გჰც
4,3 გჰც
19 მბ
7 (1,6 გჰც )
7 ნმ
15 ვტ
Ryzen 3 5425U
4/8
2,7 გჰც
4,1 გჰც
10 მბ
6 (1,5 გჰც )
7 ნმ
15 ვტ
Ryzen 6000 პროცესორები ორჯერ მეტ გრაფიკულ შესაძლებლობებს გვაძლევს Ryzen 5000 სერიასთან შედარებით. ეს შესაძლებელი გახდა Vega-დან RDNA 2-ზე გადასვლით, რომელიც ასევე გამოიყენება Radeon RX 6000 ვიდეო ბარათებში, კონსოლებში Xbox Series X|S და Playstation 5. RDNA 2 – Ryzen 6000-ში სხივების ტრასირების ტექნოლოგიასაც გვთავაზობს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო U სერიის ჩიპების ტესტირებას, რომლებიც დიდი ალბათობით გამოყენებული იქნება ნოუთბუქებში დისკრეტული გრაფიკის გარეშე. თამაშებში Deathloop და Call of Duty: Vanguard – 1080p გარჩევადობაზე მიღებულ იქნეა 73 და 114 FPS შესაბამისად, როცა გამოყენებული იყო AMD FidelityFX Super Resolution.
და ბოლოს, Ryzen 6000-ში არის USB4-ის მხარდაჭერა 40 გიგაბიამდე გამტარობით, PCIe Gen 4, DDR5 4800 MT/s და LPDDR5 6400 MT/s, HDMI 2.1 კადრების მაღალი სიხშირით და VRR, Wi-Fi 6E და Bluetooth LE 5.2.
ახალი ნოუთბუქები წარმოდგენილი პროცესორებით უკვე თებერვალში გამოვა, ხოლო წლის ბოლომდე 200 ნოუთბუქამდე გამოვა პრემიუმ კლასის მონაცემებით.