AMD წარმოადგინა ახალი დისკრეტული გრაფიკული პროცესორები Radeon RX 6000S, თხელი და მსუბუქი გეიმერული ნოუთბუქებისთვის, ასევე ახალი Radeon RX 6000M პროცესორები ტრადიციული გეიმერული ნოუთბუქებისთვის.
Radeon RX 6000S მოიცავს სამ გრაფიკულ პროცესორს: RX 6800S, RX 6700S და RX 6600S. AMD აცხადებს, რომ მათ ბაზაზე შეიძლება მძლავრი გეიმინგ ნოუთბუქების შექმნა, რომლებიც 20%-ით თხელი იქნება, ხოლო მათი წონა 2 კგ-ზე ნაკლები იქნება.
RX 6000M სერიაში დაემატა მოდელები RX 6500M და RX 6300M, რომლებიც გამოყენებული იქნება შედარებიდ იაფფასიან მოწყობილობებზე. გარდა ამისა AMD წარმოადგინა ჩიპი RX 6850M, რომელიც 7%-ით მეტად წარმადია წინამორბედზე, ასევე RX 6650M და RX 6650M XT და RX 6650M, რომელთა წარმადობაც 20%-ით მეტია ვიდრე RX 6600M.
მოსალოდნელია რომ RX 6000M და RX 6000S-ზე დაფუძნებული ნოუთბუქები 2022 წლის პირველ კვარტალში გამოვა.