ტესლა ჰუმანოიდური რობოტის Optimus-ის წარმოების დაწყებას 2023 წელს გეგმავს

ტესლა ჰუმანოიდური რობოტის Optimus-ის წარმოების დაწყებას 2023 წელს გეგმავს

Dimitri GogeliaDimitri Gogelia

ელონ მასკმა გამოავლინა, რომ ტესლა 2023 წელს გეგმავს ჰუმანოიდური რობოტის Optimus-ის წარმოებას. ამის შესახებ მან კიბერ როდეოს პრეზენტაციაზე განაცხადა ტეხასში ქარხნის გახსნისას.

ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს შანსი დავიწყოთ Optimus-ის პირველი ვერსიის წარმოება, იმედია მომავალ წელს.

ილონ მასკი

Tesla-ს ხელმძღვანელმა ასევე დაამატა, რომ ჰუმანოიდი რობოტები ძირითადად შეასრულებენ იმ საქმეს, რომლის შესრულებაც ადამიანებს არ სურთ.

ეს შეცვლის ჩვენს წარმოდგენას ეკონომიკის შესახებ. ის შეძლებს თითქმის ყველაფრის გაკეთებას, რისი გაკეთებაც ადამიანებს არ სურთ. ის ამას გააკეთებს. დადგება სიმრავლის ეპოქა. შეიძლება ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ როდესაც ხედავთ Optimus-ის განვითარებას და ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ის უსაფრთხოა და არა ტერმინატორი, ის უფრო მეტად შეცვლის სამყაროს, ვიდრე მანქანები.

ილონ მასკი

ოპტიმუსის სიმაღლე 1,7 მეტრია და 57 კგ იწონის. მას შეუძლია 68 კგ წონის ობიექტების აწევა და დაახლოებით 20 კგ-ის გადატანა 8 კმ/სთ სიჩქარით.

გაზიარება:

დაკავშირებული პოსტები

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა