Startup Pitch Night ღონისძიებაზე Hell-0-W!N  გამარჯვებული გამოვლინდა

Startup Pitch Night ღონისძიებაზე Hell-0-W!N გამარჯვებული გამოვლინდა

თბილისში Impacta Lab-ის და Terminal-ის ორგანიზებით Startup Pitch Night – Hell<0>W!N-ი ჩატარდა. ღონისძიებაზე ჟიურიმ ერთი გამარჯვებული სტარტაპი გამოავლინა.
გამარჯვებული კომპანია Ensofy-ი გახდა. მისი თანადამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი ლეჟავა 2023 წლის თებერვალში, თბილისში, მთავარი რეგიონალური პიჩინგ ღონისძიების YW2SV (Your Way 2 Silicon Valley) ფინალში მიიღებს მონაწილეობას. ის ასევე ორგანიზატორებისგან და სპონსორებისგან სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდა.
YW2SV 2023 წლის თებერვალში თბილისში გაიმართება, გამარჯვებული სტარტაპი 2 თვიან მენტორინგის და აქსელერაციის პროგრამას მიიღებს. ამის გარდა, სილიკონ ველში გაემგზავრება, სადაც პოტენციურ ინვესტორებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრების შესაძლებლობა მიეცემა.

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა