Apple-მა გაჯეტების საშემოდგომო პრეზენტაცია დაგეგმა. ღონისძიება გაიმართება კომპანიის შტაბ-ბინაში წყნარი ოკეანის დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 საათზე). მოსალოდნელია, რომ Apple წარმოადგენს iPhone 16 სმარტფონების სერიას.
პრეზენტაცია გაიმართება სლოგანით “It’s Glowtime” (ინგლ. დროა იბრწყინო). ყურადღების ცენტრში მოექცევა iPhone-ის განახლებული თაობა. ზუსტი მონაცემები ჯერ არ არის, მაგრამ ინსაიდერები ვარაუდობენ, რომ მოწყობილობები შემდეგ მახასიათებლებს მიიღებენ.
iPhone 16 და iPhone 16 Plus:
A18 პროცესორი 8 გბ ოპერატიული მეხსიერებით;
პროგრამირებადი Action ღილაკი კლასიკური ხმის გადამრთველის ნაცვლად;
კამერის ფიზიკური ღილაკი;
ახალი ფერები: ცისფერი, ვარდისფერი, მწვანე, შავი და თეთრი.
iPhone 16 Pro და iPhone 16 Pro Max:
A18 Pro პროცესორი;
კამერის ფიზიკური ღილაკი;
ხუთმაგი ზუმის მქონე კამერა iPhone 16 Pro-ში;
ახალი ბრინჯაოსფერი და კლასიკური ფერების უფრო ღრმა ტონები.
სმარტფონების გარდა, მოსალოდნელია Apple Watch Series 10 ჭკვიანი საათების ანონსი ორ ზომაში: 45 და 49 მმ. მოწყობილობები იქნება უფრო თხელი, ვიდრე ამჟამინდელი მოდელები და ექნებათ ახალი სენსორები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გაფართოებულ ჯანმრთელობის ფუნქციებზე. არსებობს ალბათობა, რომ წარმოადგენენ განახლებულ Apple Watch Ultra-საც უფრო მძლავრი აპარატურით.