Intel-მა წარადგინა Battlemage-ის ვიდეობარათების სერია: Arc B580 და B570. ესენი არის საშუალო სეგმენტის მოწყობილობები, მაგრამ განახლებული მეხსიერებით. გაყიდვაში ვიდეობარათები შევლენ 2024 წლის დეკემბერში (B580) და 2025 წლის იანვარში (B570).
ორივე მოწყობილობა დაპროექტებულია Xe2-HPG (Battlemage) არქიტექტურის საფუძველზე. კომპანია მათ განიხილავს საშუალო ბიუჯეტიანი ვიდეობარათების ბაზრისთვის, რომელიც კონკურენციას გაუწევს Nvidia-ს RTX 4060-ს. ვიდეობარათები აღჭურვილია PCIe 4.0×8 ინტერფეისით, DisplayPort 2.1 და HDMI 2.1 პორტებით.
მოწყობილობების მახასიათებლები:
Arc B570
Arc B580
GPU
Battlemage BGM-G21
Battlemage BGM-G21
GPU-ს სიხშირე
2,5 გჰც.
2,67 გჰც.
ბირთვები
18 Xe2 და 18 RT ბლოკი
20 Xe2 და 20 RT ბლოკი
მეხსიერება
10 გბ GDDR6
12 გბ GDDR6
მეხსიერების გამტარუნარიანობა
380 გბ/წმ
456 გბ/წმ
მეხსიერების სალტე
160 ბიტი
192 ბიტი
უფრო მაღალი მოდელი Arc B580 გაიყიდება 2024 წლის 13 დეკემბერს. მოწყობილობა დაჯდება 249 დოლარი. Arc B570-ს გამოუშვებენ მცირედ მოგვიანებით — 2025 წლის 16 იანვარს. უმცროსი მოდელი დაჯდება 219 დოლარი. სიახლეს გამოუშვებენ კომპანიები Acer, ASRock, Gunnir, Maxsun, Onix და Sparkle. Arc B580 გამოვა სპეციალურ ვერსიაში Intel-ის გაგრილების სისტემით.