დიზაინი CMF Phone 1-თან შედარებით შეიცვალა, თუმცა საერთო ჯამში ცნობადი დარჩა. უკანა პანელი ორ ნაწილად გაიყო. ბრენდისთვის დამახასიათებელი მოდულურობა ადგილზეა. უკანა ხუფების შეცვლა შესაძლებელია. მათი სურვილისამებრ 3D პრინტერზე დაბეჭდვაც შეიძლება. მხარდაჭერილია ცვალებადი აქსესუარები, მათ შორის კამერის ლინზები.
ახალი სმარტფონის პროცესორი ოდნავ სწრაფი გახდა.
დაემატა მესამე უკანა კამერა — ეს არის ტელეფოტო ლინზა 2-ჯერადი ოპტიკური და 20-ჯერადი ციფრული ზუმის მხარდაჭერით.
გაუმჯობესდა ეკრანის მახასიათებლები.
კორპუსი პლასტმასისგან არის დამზადებული. აქვს IP54 დაცვა. ახალი სმარტფონი წინამორბედზე თხელი გახდა. ეკრანის გარშემო ჩარჩოებიც შემცირდა.
კიდევ ერთი სიახლეა გვერდზე განთავსებული Essential key ღილაკი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ეკრანის ანაბეჭდების გადაღება და ხმის ჩაწერა დიქტოფონზე. მსგავსი ღილაკი აქვთ უფროს მოდელებსაც: Nothing Phone (3a) და (3a) Pro.
სმარტფონი სამი წლის განმავლობაში მიიღებს Android-ის განახლებებს და ექვსი წლის განმავლობაში უსაფრთხოების პაჩებს.
ხმა — ერთი „ულტრახმამაღალი“ დინამიკი. თითის ანაბეჭდის სკანერი — ოპტიკური. ასარჩევად კორპუსის ოთხი ფერია.
სმარტფონის მიწოდება 6 მაისს დაიწყება. აქსესუარების შეძენა ცალკე მოუწევს მომხმარებელს.