Irakli Kashibadze

Irakli Kashibadze

ავტორის ყველა პოსტი

Uncategorized

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია Facebook-ზე რეკლამის უფასოდ განთავსებას შეძლებს

კორონავირუსთან დაკავშირებული ჭარბი დეზინფორმაციის პირობებში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია Facebook-ზე რეკლამის უფასოდ განთავსებას შეძლებს. მსოფლიოში კორონავირუსით 95 000 ადამიანზე მეტია დაინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3 200 ადამიანზე მეტია. ვირუსი მსოფლიოს 84 ქვეყანაშია გავრცელებული. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 53 688-ია. ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 შემთხვევაა დადასტურებული

Irakli Kashibadze
Uncategorized

იტალიაში კორონავირუსის გამო საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდა

იტალიაში კორონავირუსის გამო საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდა. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ქ. რომში ცხელი ხაზის ნომრებზე: (+39 33) 3887 91 23;(+39 35) 0131 21 31;(+39 35) 0148 31 14.საჭიროების შემთხვევაში იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მიმართონ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონულ სამსახურებს შემდეგ ცხელი ხაზის ნომრებზე: ბაზილიკატა: 800.99 66 88;პიემონტე: 24 საათის განმავლობაში 800-192-020, ან სამუშაო დღეებში 8-დან 20 […]

Irakli Kashibadze
თსუ-ში პრე-აქსელერაციის პროგრამის ,,JET29″ დაჯილდოება გაიმართა
Featured

თსუ-ში პრე-აქსელერაციის პროგრამის ,,JET29″ დაჯილდოება გაიმართა

GITA-ს ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე თსუ-ში პრე-აქსელერაციის პროგრამის ,,JET29″ დაჯილდოებას დაესწრო. პროგრამაში მონაწილე გუნდებმა საკუთარი იდეები სპეციალურად შერჩეულ ჟიურის წარუდგინეს პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვნით ღონისძიებაზე. გამარჯვებულ გუნდებს ქართულ კერძო კომპანიებში ერთთვიანი მენტორობის შესაძლებლობა მიეცათ.

Irakli Kashibadze
GITA კორონავირუსის გამო ღონისძიებებს აუქმებს
Featured

GITA კორონავირუსის გამო ღონისძიებებს აუქმებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს განცხადებით, გადაიდება ყველა ის დაგეგმილი ღონისძიება რომელსაც 10-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა:თბილისის ტექნოპარკი▪️UGT-ისა და Microsoft-ის ერთობლივი ღონისძიება▪️საქართველოს 10 ქალაქში გადამზადებული ინტერფეისის დიზაინის ტრენინგის მონაწილეების ფინალური პრეზენტაციების წარდგენა– ბაკურიანში დაგეგმილი ,,ინოვაციური სტარტაპების ბანაკი’’ საქართველოს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის– ახმეტისა და რუხის ინოვაციების ცენტრები – საბავშვო ტრენინგები, ლეგო რობოტიკის, Little Bits – ის Tinkercad- […]

Irakli Kashibadze
ბრტყელი დედამიწის თეორიის მიმდევარი მაიკ ჰიუზი თავისივე შექმნილმა რაკეტამ იმსხვერპლა
Featured

ბრტყელი დედამიწის თეორიის მიმდევარი მაიკ ჰიუზი თავისივე შექმნილმა რაკეტამ იმსხვერპლა

64 წლის ამერიკელი ექსტრემალი პილოტი და ბრტყელი დედამიწის თეორიის მიმდევარი მაიკ ჰიუზი თავისივე შექმნილმა რაკეტამ იმსხვერპლა. შემთხვევა ტელეარხ Science-ის ახალი დოკუმენტური სერიალის “თვითნასწავლი ასტრონავტები” გადაღებისას, კალიფორნიის უდაბნოში მოხდა. ხელნაკეთი საფრენი აპარატი გაშვებიდან მალევე ჩამოვარდა. ზოგადად, ჰიუზის მთავარი მიზანი დედამიწის შორიდან გადაღება იყო, რომ დაემტკიცებინა დედამიწა ბრტყელია.

Irakli Kashibadze
პირველი სმარტფონი 44 მეგაპიქსელიანი სელფის კამერით
Android

პირველი სმარტფონი 44 მეგაპიქსელიანი სელფის კამერით

სმარტფონების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია Oppo-მ ახალი მოდელი – Reno 3 Pro გამოუშვა. მოდელი პირველი სმარტფონია, რომელსაც 44 მეგაპიქსელიანი სელფის კამერა აქვს. სმარტფონი Helio P95 პროცესორზე მუშაობს, აქვს 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 128GB, ან 256GB-იანი შიდა მეხსიერება. დასაწყისისთვის Oppo-ს ახალი მოდელი Reno 3 Pro 6 მარტს, ინდოეთის ბაზარზე გამოჩნდება.

Irakli Kashibadze
ევროკომისია უსაფრთხო მიმოწერისთვის თანამშრომლებს Signal-ს ურჩევს
Featured

ევროკომისია უსაფრთხო მიმოწერისთვის თანამშრომლებს Signal-ს ურჩევს

ევროკომისია უსაფრთხო მიმოწერისთვის თანამშრომლებს Signal-ის გამოყენებას ურჩევს. ევროკავშირისთვის უსაფრთხო მიმოწერა პრიორიტეტული მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის ივნისში მოსკოვში ევროკავშირის საელჩო დაჰაკეს, შედეგად კი მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაიკარგა. Signal თანამშრომლებს შორის და გარეშე ადამიანებთან საუბრისთვის იქნება განკუთვნილი, ევროკომისიაში არაგასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაგზავნად კი დაშიფრულ ელფოსტას გამოიყენებენ. Signal მიმოწერის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა, რომელიც ორმხრივ დაშიფვრას (ინგ. End-to-End […]

Irakli Kashibadze
Facebook-მა კორონავირუსის გამო კონფერენცია გააუქმა
Featured

Facebook-მა კორონავირუსის გამო კონფერენცია გააუქმა

Facebook-მა დეველოპერული კონფერენცია F8 კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გააუქმა. ბლოგზე გამოქვეყნებულ პოსტში ფეისბუქის დეველოპერთა პლატფორმისა და პროგრამების დირექტორი კონსტანტინოს პაპამილტიადისი ამბობს, რომ კონფერნეციის გაუქმების გამო, პრეზენტაციები ლოკალური ღონისძიებებით, ვიდეოებითა და ლაივ ჩართვებით ჩანაცვლდება. კომპანიისთვის კი უმთავრესი უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა. ორდღიანი კონფერენცია 5 მაისს უნდა დაწყებულიყო.

Irakli Kashibadze
მეცნიერი ფრიმან დაისონი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
Featured

მეცნიერი ფრიმან დაისონი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

მეცნიერი ფრიმან დაისონი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაისონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი შვილები, მია და ჯორჯ დაისონი ავრცელებენ. მეცნიერი სამი დღის წინ შეუძლოდ გახდა და პრინსტონის კვლევით ინსტიტუტში წაიქცა, ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 2018 წელს დაისონი მუშაობდა გენური ინჟინერიის ინოვაციურ ტექნოლოგიაზე, CRISPR-ზე. ამავე წელს მან გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით Maker of Patterns.

Irakli Kashibadze
ცნობილია White Square-ს ჟიურის ვინაობა
Featured

ცნობილია White Square-ს ჟიურის ვინაობა

White Square 15-17 აპრილს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართება. ფესტივალი გააერთიანებს სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს 30 ქვეყნიდან. ცნობილია სარეკლამო ფესტივალის White Square 2020-ის ჟიურის ვინაობა. ნამუშევრებს ჟიურის რამდენიმე გუნდი შეაფასებს. მათ შორის, ქართული კრეატიული ინდუსტრიის ორი წარმომადგენელია – Redberry-ის კრეატივ დირექტორი – Tokareshka, კრეატივის კატეგორიაში და Leavingstone-ის კრეატივ დირექტორი ბექა ადამაშვილი. ფესტივალის შესახებ, დეტალური ინფორმაცია White Square-ის […]

Irakli Kashibadze
12 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით, ბაკურიანში გაიმართება ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის
Featured

12 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით, ბაკურიანში გაიმართება ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის

12 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით, ბაკურიანში გაიმართება ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის. ბანაკის მთავარი სალექციო თემა იქნება ბიოტექნოლოგიები და ბიოინჟინერია.სტუდენტები ასევე შეისწავლიან მეწარმეობისა და სტარტაპის შექმნის საკითხებს. ადგილობრივი და უცხოელი გამოცდილი მენტორების დახმარებით სტუდენტები გუნდურად იმუშავებენ ინოვაციური ბიოტექნოლოგიური იდეების შექმნაზე. პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ჯეოლაბი, ინოვაციური განათლების ფონდი და ედისონი.

Irakli Kashibadze
ჩინეთი კორონავირუსის შესახებ პოსტებს აცენზურებს – მოსახლეობის პასუხი
Featured

ჩინეთი კორონავირუსის შესახებ პოსტებს აცენზურებს – მოსახლეობის პასუხი

წლებია, ჩინეთში ცენზურა მოქმედებს, ამიტომ მოქალაქეები ცდილობენ, ყველა ის პოსტი გადაარჩინონ, რომელიც ცენზურის გამო იშლება. ჩინეთში Youtube, Facebook და Twitter დაბლოკილია, თუმცა ცენზურისთვის გვერდის ავლა მაინც შესაძლებელია. ახალგაზრდები GitHub-ს, პროგრამისტებისათვის განკუთვნილ პლატფორმას, დაცენზურებული პოსტების არქივის შესაქმნელად იყენებენ. შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლა კორონავირუსთან – გადარჩენისათვის და ბრძოლა ხალხსა და ცენზორებს შორის.

Irakli Kashibadze
Facebook-ი კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციებს დაბლოკავს
Featured

Facebook-ი კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციებს დაბლოკავს

Facebook-მა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ რეკლამებს დაბლოკავს. სოციალური ქსელის თქმით, წაიშლება ყველა ის რეკლამა, რომელიც ქმნის აზრს, რომ თითქოს აირწინაღები, პირბადეები თუ სხვა ჰიგიენური ნივთები თავდება და მათი გამოწერა სასწრაფოა. რეკლამების დაბლოკვა ამ კვირაში დაიწყო. თუმცა, ფეისბუქს შეცდომაში შემყვანი რეკლამები აქამდეც დაუბლოკავს.

Irakli Kashibadze
iPhone-მა ახალ რეკლამაში ლედი გაგა გადაიღო
Apple

iPhone-მა ახალ რეკლამაში ლედი გაგა გადაიღო

Apple-მა რამდენიმე დღის წინ iphone-ით გადაღებული რეკლამა გამოუშვა. “გადაღებულია iPhone-ით” ამ გზავნილს iPhone-ის რეკლამებში იმისთვის იყენებენ, რომ სმარტფონის პოფესიონალურ დატვირთვას გაუსვან ხაზი. ამჯერად, ბრენდმა iPhone 11 Pro-თი გადაღებული რეკლამა გამოუშვა, ლედი გაგას მონაწილეობით. ლედი გაგა კლიპში ახალ სიმღერა “Stupid Love”-ს ასრულებს და ის უცხოპლანეტელის სტილშია გამოწყობილი.

Irakli Kashibadze
Facebook-ის მეშვეობით თანხის გამომუშავებას შეძლებთ
Featured

Facebook-ის მეშვეობით თანხის გამომუშავებას შეძლებთ

ფეისბუქი მომხმარებლებს ხმოვანი ჩანაწერებით თანხის გამომუშავებას სთავაზობს. კომპანია გარკვეულ თანხას გადაუხდის იმ ადამიანებს, რომელთა ხმის ჩანაწერებსაც საუბრის ამომცნობი ტექნოლოგიის გასაუმჯობესებლად გამოიყენებენ. მსურველებს საკუთარი ხმის ჩაწერა ბაზრის კვლევის აპლიკაცია Viewpoints-ის ახალი პროგრამის, Pronunciations-ის საშუალებით შეეძლებათ. ახალ პროგრამაში მონაწილეობის მიღება 18 წელზე უფროსი ასაკის აშშ-ის იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებსაც ფეისბუქზე 75-ზე მეტი მეგობარი ჰყავთ. 

Irakli Kashibadze
“ინსტაგრამზე” ახალი ფილტრები გამოჩნდა
Featured

“ინსტაგრამზე” ახალი ფილტრები გამოჩნდა

“ინსტაგრამზე” ახალი ფილტრები გამოჩნდა. ამ ფილტრებით აფრიკელი ღმერთის სახე შეგიძლიათ მიიღოთ.პროექტზე სააგენტო Eleven-მა იმუშავა და კამპანია Black History Month-თან დაკავშირებით შეიქმნა. ინსტაგრამის ახალი ფილტრები აფრიკული კულტურის სხვადასხვა ტრადიციებთან და კულტურულ წეს-ჩვეულებებთანაა კავშირში.

Irakli Kashibadze
GITA – ს გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია
Featured

GITA – ს გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია

GITA – ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია. პროგრამის ფარგლებში სულ 20 გამარჯვებული გამოვლინდა, თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გამარჯვებული სტარტაპები არიან: • Freeze Tea – პრემიუმ ხარისხის გაყინული ჩაის ინოვაციური საწარმო • Multifunctional Self-cleaning Window – დისტანციურად მართვადი, თვითმწმენდი ვიტრაჟული ფანჯრების აწყობა და რეალიზაცია • H&Z – ფუტკრების დაავადებების პროფილაქტიკა […]

Irakli Kashibadze
AIRBNB ფსიქოპატ სტუმრებს გამოავლენს
Featured

AIRBNB ფსიქოპატ სტუმრებს გამოავლენს

AIRBNB ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ფსიქოპატ სტუმრებს გამოავლენს –  Airbnb შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებელთა მონაცემებს შეისწავლის და პოტენციურად არასასურველ სტუმრებს გამოავლენს. პოტენციურად არასასურველი სტუმრების რიგში შევლენ ფსიქოპატები და ის ადამიანები, რომლებიც ნარცისიზმის ან მაკიაველიზმის ნიშნებს გამოავლენენ. შეგახსენებთ, რომ Airbnb დაჯავშნის გლობალური სისტემაა, რომელიც 2008 წელს კალიფორნიის ქალაქ სან ფრანცისკოში შეიქმნა.

Irakli Kashibadze
NETFLIX-მა 3D კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი ანიმე სერიალის ტრეილერი გამოაქვეყნა
Featured

NETFLIX-მა 3D კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი ანიმე სერიალის ტრეილერი გამოაქვეყნა

NETFLIX-მა 3D კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი ანიმე სერიალის –  Ghost in the Shell: SAC_2045-ის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. Ghost in the Shell: SAC_2045-ის პრემიერა 2020 წლის აპრილში შედგება.სტრიმინგ სერვისი Netflix სერიალს პოტენციურად წარმატებულ პროექტად განიხილავს, ამისდა მიუხედავად, 3D კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი სერიალის პირველივე თიზერის გამოსვლის შემდეგ, პროექტს კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ.

Irakli Kashibadze
APPLE-მა თანამშრომლების ჩინეთში გამგზავრება შეზღუდა
Apple

APPLE-მა თანამშრომლების ჩინეთში გამგზავრება შეზღუდა

Apple-ის ხელმძღვანელის, ტიმ კუკის განცხადებით, კომპანიამ კორონავირუსის გამო, APPLE-მა თანამშრომლების ჩინეთში გამგზავრება შეზღუდა. ამასთანავე, კომპანიამ ჩინეთში ერთი სავაჭრო ობიექტიც დახურა.დახურული მაღაზია მდებარეობდა ქალაქ ვუჰანის მახლობლად, საიდანაც ვირუსის გავრცელება დაიწყო.  თანამშრომლების ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლა ტექნოლოგიური და ბიზნეს სექტორის სხვა კომპანიებმაც გაამკაცრეს. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია.

Irakli Kashibadze
2020 წელს 117 ახალი ემოჯი დაემატება
Featured

2020 წელს 117 ახალი ემოჯი დაემატება

2020 წლის 117 ახალი ემოჯი, ანუ მობილურ მოწყობილობებს 117 „ემოჯი“ ემატება – 62 ახალი ბრენდის სიმბოლო, პოლარული დათვი, მომღიმარი სახე ცრემლებით, ჩაის „შეიკის“, ფილტვების, სხეულის სხვადასხვა ნაწილის, შშმ პირების, ბავშვის კვებისა და სხვა ორიგინალური ნიშნები Emojipedia-მ შექმნა. სმარტფონებზე ეს ახალი 117 ემოჯი სულ მალე გამოჩნდება. 

Irakli Kashibadze
Pinterest-ზე ახალი ფუნქცია გააქტიურდა
Featured

Pinterest-ზე ახალი ფუნქცია გააქტიურდა

პოპულარული სოციალური მედიის – Pinterest-ის აპლიკაციაზე ახალი ფუნქცია გააქტიურდა – დღეიდან PINTEREST მომხმარებლებს ვირტუალური მაკიაჟის გაკეთების შესაძლებლობას სთავაზობს. Try On ფუნქციის მეშვეობით, მომხმარებლები შეძლებენ, რომ სხვადასხვა ბრენდის ტუჩსაცხები ვირტუალურად “წაისვან”. უახლესი Try On ფუნქციის გააქტიურება, Lens ტექნოლოგიით არის შესაძლებელი. ამ დროის მონაცემებით, კატალოგი Sephora-ს, Urban Decay-ის, NYX-ის და Lancôme-ის ტუჩსაცხების სხვადასხვა ხაზს აერთიანებს.

Irakli Kashibadze
Facebook-ს  “ისტორიის გაწმენდის” ფუნქცია დაემატა
Featured

Facebook-ს “ისტორიის გაწმენდის” ფუნქცია დაემატა

მარკ ცუკერბერგმა თავის ბლოგზე განაცხადა, რომ ახალი “ისტორიის გაწმენდის” ფუნქცია დღეიდან ყველა Facebook მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი. Clear History Tool ახალი სექციის — “Off-Facebook Activity-ს” ნაწილია. როგორც ირკვევა, ფეისბუქი ვებგვერდებიდან თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვებას გააგრძელებს, მაგრამ მას პირადად თქვენს პროფილს აღარ დაუკავშირებს. ამ ფუნქციის დამატების შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს გახდა ცნობილი. თავდაპირველად ფუნქცია მხოლოდ 3 ქვეყნისთვის […]

Irakli Kashibadze
2020 წლის შემოსავლები Apple-ის ისტორიაში ყველაზე მაღალია
Apple

2020 წლის შემოსავლები Apple-ის ისტორიაში ყველაზე მაღალია

Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტიმ კუკის თქმით, Apple-მა 2020 ფისკალური წლის პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, კომპანიის შემოსავლები Apple-ის ისტორიაში ყველაზე მაღალია. კომპანიაში ელოდნენ, რომ კვარტალური შემოსავალი 88,5 მილიარდიდან, 89,5 მილიარდამდე აშშ დოლარი იქნებოდა, თუმცა ბოლო კვარტალში ეს რიცხვი 91, 8 მილიარდი დოლარი აღმოჩნდა. საშობაო სეზონმა Apple-ის პროდუქციის გაყიდვებზე კარგად იმოქმედა.

Irakli Kashibadze