2016-08

ახალი თაობის Intel NUC კომპიუტერი
2016-08

ახალი თაობის Intel NUC კომპიუტერი

დღეს არც ისე მარტივია ახალი ტექნოლოგიური მიღწევებით ვინმეს გაკვირვება, თუმცა კომპანია Intel -მა მაინც მოახერხა და შეძლო ახალი, რევოლუციური პერსონალური კომპიუტერის შექმნა, Intel NUC (Next Unit Computing) როგორც მას მწარმოებელი უწოდებს, საკმაოდ ინოვაციურად გამოიყურება. როგორც სურათზე ჩანს, მისი ზომები 4×4 დუიმია, რაც საშუალებას იძლევა, ცალი ხელით თავისუფლად დავიჭიროთ. ზუსტად მწარმოებელიც ამ კონცეფციით ხელმძღვანელობდა, როდესაც დიზაინის […]

ალეკო სუდაძე
OKI Pro 6410 NeonColor – ფერადი ბეჭდვის ახალი განზომილება OKI-სგან
2016-08

OKI Pro 6410 NeonColor – ფერადი ბეჭდვის ახალი განზომილება OKI-სგან

ინოვაციური ტექნოლოგია OKI-სგან პოლიგრაფიული ბეჭდვის სფეროში სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა. OKI Europe Ltd-მ პრინტერების განახლებული ხაზი წარმოადგინა თეთრი ტონერით ბეჭდვის შესაძლებლობით, ასევე პრინტერი Pro6410 NeonColor  ნეონის ტონერით. OKI Europe Ltd-მ ინოვაციური პრინტერი Pro6410 NeonColor გამოუშვა, რომელიც პრაქტიკულად ნებისმიერ მასალაზე მკვეთრ ფლუორესცენტულ ფერებში ბეჭდვის საშუალებას იძლევა. აღნიშნული პრინტერი თვისობრივად  ავსებს თეთრი ტონერით მბეჭდავი Pro სერიის პრინტერების […]

სოფო გოდუაძე
სტარტაპ შეხვედრები ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის
2016-08

სტარტაპ შეხვედრები ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის

14 მაისიდან საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში კომპანია Blender-ის მიერ პროექტი „სტარტაპ შეხვედრები“ (Startup Meetups) ხორციელდება. პროექტის მნიშვნელობის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს, გიორგი კინწურაშვილს გავესაუბრეთ: -პროექტი მიზნად ისახავს გამოცდილი და დარგის პროფესიონალი ადამიანების მიერ სტარტაპ ეკოსისტემისთვის საინტერესო საკითხებში საკუთარი გამოცდილების გაზიარებას დამწყები/პოტენციური სტარტაპერებისთვის. შეხვედრები იმართება კვირაში ორჯერ პანელური დისკუსიის ფორმატით, თუმცა […]

სოფო გოდუაძე
საქართველოში პირველი VR LAB ილიაუნიში გაიხსნება
2016-08

საქართველოში პირველი VR LAB ილიაუნიში გაიხსნება

  შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოში პირველი გაფართოებული ვიზუალიზაციის და ვირტუალური რეალობის ლაბორატორია (VR Lab) გაიხსნება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება როგორც სასწავლო, ისე კვლევით პროცესში. VR Lab-ით ისარგებლებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტიც. ლაბორატორია დაეხმარება სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს: სიმულაციების შექმნასა და მოდელირებაში; კვლევისა და სწავლების […]

სოფო გოდუაძე
დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამა
2016-08

დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

ქვეყნის სწრაფი განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, სს „საპარტნიორო ფონდმა“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელება დაიწყეს. ცოტა ხნის წინ საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე და კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორი ვაჟა […]

სოფო გოდუაძე
ვაცოცხლებთ მონაცემებს, ვაგებთ ნდობას!
2016-08

ვაცოცხლებთ მონაცემებს, ვაგებთ ნდობას!

ჩვენს დროში მონაცემთა შემნახველი მოწყობილობების რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება, თუმცა შემნახველი მოწყობილობების დარგის ასეთ სწრაფ განვითარებას თან ახლავს გაუთვალისწინებელი მხარეებიც. დიდი მოცულობის მქონე მეხსიერების მოწყობილობები უფრო მგრძნობიარეა, რადგან დაზიანების საწინააღმდეგოდ ძალიან რთულ ალგორითმებსა და ტექნოლოგიას იყენებენ. დაზიანების შემთხვევაში ასეთი მოწყობილობიდან ინფორმაციის აღდგენა საკმაოდ რთულია, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მთელ მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი კომპანიების რაოდენობა, […]

სოფო გოდუაძე
სამხრეთ კავკასიის ისტორიული ძეგლები ინტერნეტში
2016-08

სამხრეთ კავკასიის ისტორიული ძეგლები ინტერნეტში

  თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიება გსურთ, კარგ მეგზურობას გაგიწევთ ინტერაქტიური რუკა „სამხრეთ კავკასიის ისტორიული ძეგლები“ (www.maps.nekeri.net), რომელიც საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიულ საზოგადოებაში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა.             პარმენ მარგველაშვილი, პროექტის ერთ-ერთი სამეცნიერო ხელმძღვანელი: -ისტორიულ-გეოგრაფიული ინტერაქტიური რუკა „სამხრეთ კავკასიის ისტორიული ძეგლები“ სამი წლის განმავლობაში (2012-2014) […]

სოფო გოდუაძე
ილიაუნი მზის ენერგიით მიღებული ელექტროენერგიით მომარაგდება
2016-08

ილიაუნი მზის ენერგიით მიღებული ელექტროენერგიით მომარაგდება

  მალე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე მზის ფოტოვოლტური სისტემები განთავსდება. ისინი საშუალებას იძლევა, მზის ენერგიით მიღებული, მავნე ემისიისგან თავისუფალი, ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიით მომავალი სასწავლო წლიდან სრულად მომარაგდეს ილიაუნის F და G კორპუსები. მისი სიმძლავრე 35 კილოვატი იქნება. ამ მასშტაბის მზის ენერგიის პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება. ყველაფერი კი 2010 წლის 16 ივნისს დაიწყო, როდესაც პროექტისთვის […]

სოფო გოდუაძე
Watch2pay – მაჯის საათი უკონტაქტო გადახდის სისტემით
2016-08

Watch2pay – მაჯის საათი უკონტაქტო გადახდის სისტემით

სააქციო საზოგადოება „ხალიკ ბანკი საქართველო“ და კომპანია „MasterCard“-ი წარმოგიდგენთ ინოვაციურ პროდუქტს – მაჯის საათს უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიით. Watch2pay აღჭურვილია პერსონალიზებული საბანკო ბარათით და მისი მეშვეობით გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ტერმინალზე ერთი შეხებით. მოწყობილობის შეძენა შესაძლებელია სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს ფილიალებში. ნიკოლოზ გეგუჩაძე, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს გენერალური დირექტორი: -საქართველოში პირველი უკონტაქტო გადახდა 7 წლის წინ შესრულდა […]

სოფო გოდუაძე
Xiaomi Mi Drone
2016-08

Xiaomi Mi Drone

დრონების პოპულარობა მათ მწარმოებელ კომპანიებთან ერთად იზრდება და უფრო და უფრო მეტი დეველოპერი ცდილობს ეს მზარდი სეგმენტი აითვისოს იქამდე, სანამ ბაზარი გაჯერდება. ერთ-ერთი ასეთი მწარმოებელი კი ყველასათვის კარგად ცნობილი Xiaomi გახლავთ, რომელიც ერთობ პოპულარული „ფლაგმანების მკვლელი“ MI სერიის სმარტფონებით გახლავთ ცნობილი ფართო აუდიტორიისთვის. ამჯერად მათ ბევრი არ უფიქრიათ სახელის მოფიქრებაზე და საზოგადოებას წარუდგინეს Xiaomi Mi […]

გიორგი ბერიძე
Windstalk – ქარის ენერგია და არა მხოლოდ
2016-08

Windstalk – ქარის ენერგია და არა მხოლოდ

განახლებადი ენერგია უკვე რამდენიმე წელია აქტუალურობას არ კარგავს და უფრო მეტიც, მსოფლიოს განვითარებული ნაწილი მაქსიმალურად ცდილობს შეამციროს ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება და ჩაანაცვლოს ისინი ენერგიის ალტერნატიული წყაროებით. ზოგადად განახლებადი ენერგიის სამი ძირითადი წყარო მოიაზრება: მზე, ქარი და წყალი. შორეულ და არც ისე შორეულ პერსპექტივებში სამივე მათგანი ათვისებადია და ამაზე უკვე საკმაო ხანია მიდის მუშაობა. ამჯერად […]

გიორგი ბერიძე
pfSense SG-2440 – პროგრამული ფაერვოლის აპარატურული სიცოცხლე
2016-08

pfSense SG-2440 – პროგრამული ფაერვოლის აპარატურული სიცოცხლე

საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა იყენებს ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მოწოდებულ როუტერებს ან სულაც კმაყოფილდება მარტივი All-in-one ქსელური მოწყობილობით, რომელიც თავის თავში აერთიანებს როუტერს, სვიჩს და Wi-Fi access point-ს. თუმცა ამ დასაკონფიგურირებლად და გამოსაყენებლად მეტად მარტივ მოწყობილობებს ერთი ძირითადი ნაკლი გააჩნიათ: სწორხაზოვნება. მათი პროგრამული და აპარატურული მოდიფიცირება/ გაუმჯობესება უმეტეს შემთხვევაში ფაქტობრივად შეუძლებელია. თუმცა, არსებობს ისეთი ალტერნატივები, […]

გიორგი ბერიძე
ქართველი ახალგაზრდები კანიდან ოქროს ლომით დაბრუნდნენ
2016-08

ქართველი ახალგაზრდები კანიდან ოქროს ლომით დაბრუნდნენ

  2016 წლის გაზაფხულზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოში Cannes Lions-ის ოფიციალური წარმომადგენელობის ორგანიზებით, საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში, კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის Cannes Lions-ის ახალგაზრდული კონკურსის შიდა ტური ჩატარდა. ღონისძიებაში ქვეყნის თითქმის ყველა წამყვანი სარეკლამო სააგენტო და დიდი კომპანია ჩაერთო. 232 მონაწილიდან ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა 30–კაციანმა […]

გიორგი ბერიძე
Nextbit Robin – სმარტფონი „ღრუბლებში“
2016-08

Nextbit Robin – სმარტფონი „ღრუბლებში“

სმარტფონების ბუმის შედეგად მივიღეთ ასობით სხვადასხვა მოდელის ჭკვიანი მოწყობილობა, მაგრამ მათ ერთმანეთისგან მხოლოდ მცირე დეტალები თუ განასხვავებდათ, კონცეპტუალური მოდელები კი ძირითადად გამოფენებზევე ასრულებდნენ არსებობას. მხოლოდ ერთეულებმა თუ შეძლეს მასობრივ წარმოებაში მოხვედრა. მაგალითისთვის გამოდგება Google-ის პროექტი Ara, რომელიც მოდულარული სმარტფონის იდეას ეფუძნება და Nextbit Robin – პირველი სრულყოფილი cloud სმარტფონი. სწორედ ამ უკანასკნელზე მოგითხრობთ ამჯერად. როგორც […]

გიორგი ბერიძე
Asus-ის ახალი  Zenfone 3 Deluxe, Zenfone 3 Ultra, Zenfone 3
2016-08

Asus-ის ახალი Zenfone 3 Deluxe, Zenfone 3 Ultra, Zenfone 3

Computex 2016-ზე კომპანია Asus-მა წარმოადგინა სამი ახალი სმარტფონი: მძლავრი ZenFone 3 Deluxe, უზარმაზარი ZenFone 3 Ulta და ბიუჯეტური ZenFone 3. ZenFone 3 Deluxe Asus-ის ახალი ფლაგმანი გასული წლის პლასტმასის მოდელისგან ძალიან განსხვავდება. მას 7,5 მილიმეტრი სისქის მეტალის კორპუსი აქვს არაპრიალა ტექსტურით, რის გამოც ის თითის ანაბეჭდებს თითქმის არ იტოვებს. გაქრა უკანა პანელზე ამოშვერილი ხმის კონტროლის […]

დავით მაჭახელიძე
Moto G4, G4 Plus, G4 Play – საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონები
2016-08

Moto G4, G4 Plus, G4 Play – საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონები

კომპანიამ Motorola, რომელიც Lenovo-ს მართვის ქვეშ აგრძელებს მოღვაწეობას,  წარმოადგინა თავისი ბიუჯეტური მოწყობილობების ახალი თაობა, სრულიად არაბიუჯეტური მონაცემებით. კომპანიამ წელს მნიშვნელოვნად განაახლა G სერია და ის უფრო მომხიბლავი გახდა იმ მომხმარებლებისთვის, ვისი ფინანსური შესაძლებლობებიც ვერ მიწვდება ძვირადღირებულ გადაწყვეტილებებს. ყველაზე მიმზიდველი Moto G4 Plus გახდა, რომელიც აღჭურვილია 5,5–დუიმიანი FullHD დისპლეით, რომელზეც შთამბეჭდავი 401 წერტილია დუიმზე და Corning […]

დავით მაჭახელიძე
Google I/O 2016
2016-08

Google I/O 2016

გავიდა კიდევ ერთი საინტერესო წელი Google-ის ისტორიაში და ტრადიციულად მაისში კომპანიამ ჩაატარა Google I/O 2016, რომელზეც აჩვენა და დააანონსა ძალიან ბევრი საინტერესო რამ. მოდით, თანმიმდევრობით გავეცნოთ ტექნოლოგიური გიგანტის მიღწევებსა და მომავლის დაპირებებს. Assistant კონფერენციის დასაწყიში კომპანიამ განაცხადა, რომ უფრო სასარგებლო უნდა გახდეს მომხმარებლებისთვის, უნდა შეეძლოს მათ ნებისმიერ მოთხოვნაზე პასუხის გაცემა, თუნდაც გარკვეული კონტექსტის მიხედვით. მაგალითად, […]

დავით მაჭახელიძე
Google-მა Chromebook-ები Android ლეპტოპებად აქცია
2016-08

Google-მა Chromebook-ები Android ლეპტოპებად აქცია

Google-ის ლეპტოპები ცნობილია მათი ხელმისაწვდომი ფასით და აპლიკაციების სიმცირითაც, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მათზე Windows-ისა და Mac OS-ის აპლიკაციები არ ეშვება. მიუხედავად ამისა, ივნისის დასაწყისიდან Chromebook-ებს ექნებათ საშუალება გაუშვან მილიონზე მეტი Android აპლიკაცია Play Store-დან. 2014 წლის მცდელობის შემდეგ, როცა გარკვეული რაოდენობის Andorid აპლიკაციების Chrome-ზე გაშვება გახდა შესაძლებელი, ეს გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. […]

დავით მაჭახელიძე