კოსმოსი

ფიზიკოსებმა იშვიათი „მეორე თაობის“ შავი ხვრელები აღმოაჩინეს და კვლავ დადასტურდა აინშტაინის სიმართლე
Featured

ფიზიკოსებმა იშვიათი „მეორე თაობის“ შავი ხვრელები აღმოაჩინეს და კვლავ დადასტურდა აინშტაინის სიმართლე

მეცნიერებმა ორი წყვილი შერწყმული შავი ხვრელი აღმოაჩინეს და მიაჩნიათ, რომ ყოველ შემთხვევაში, მათგან უფრო დიდი იშვიათი „მეორე თაობის ვეტერანია“, რომელიც წინა შეჯახების შედეგად დარჩა. ორი უფრო დიდი შავი ხვრელის უჩვეულო ქცევა, რომელსაც მეცნიერები გრავიტაციული ტალღების საშუალებით აკვირდებოდნენ, აღიწერა ჟურნალ The Astrophysical Journal Letters-ში. თითოეულ შერწყმაში უფრო დიდი შავი ხვრელი სწრაფად ბრუნავდა და მნიშვნელოვნად მასიური იყო, […]

დავით მაჭახელიძე
დიდი ტექნოლოგიური კომპანიები მონაცემთა ცენტრების კოსმოსში განთავსებაზე ოცნებობენ
კოსმოსი

დიდი ტექნოლოგიური კომპანიები მონაცემთა ცენტრების კოსმოსში განთავსებაზე ოცნებობენ

კომპანიები, რომლებიც ინტენსიურად აშენებენ და იჯარით გასცემენ მონაცემთა ცენტრებს, კარგად აცნობიერებენ, რომ ისინი გადატვირთავს ქსელებს, ზრდის ემისიებს და წყალს ყლაპავს. ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების ელექტროენერგიის მოთხოვნა, კერძოდ, შეიძლება გაიზარდოს 165 პროცენტით 2030 წლისთვის. ამ გაშლილი ობიექტების ენერგიის ნახევარზე მეტი წიაღისეული საწვავიდან მოდის, რაც საფრთხეს უქმნის კლიმატის კრიზისის მოგვარებისკენ მიმართული პროგრესის შებრუნებას. ხელოვნური ინტელექტის ზოგიერთი უმსხვილესი […]

დავით მაჭახელიძე
მანქანებიდან კოსმოსამდე: Honda-ს ექსპერიმენტულმა რაკეტამ პირველი დაშვების ტესტი წარმატებით გაიარა
Featured

მანქანებიდან კოსმოსამდე: Honda-ს ექსპერიმენტულმა რაკეტამ პირველი დაშვების ტესტი წარმატებით გაიარა

SpaceX, ფრთხილად! იაპონურმა კომპანია Honda-მ ახლახან განახორციელა თავისი ექსპერიმენტული მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის პირველი წარმატებული გაშვება. 6.3 მეტრი სიგრძის, 900 კგ წონის რაკეტამ მოკრძალებულ 271.4 მეტრ სიმაღლეს მიაღწია, თუმცა სამიზნე წერტილიდან 37 სმ-ის (1.2 ფუტი) ფარგლებში დაჯდა, რაც ნამდვილად საკმაოდ ახლო მანძილია. რაკეტა ჰოკაიდოს პროვინციის ქალაქ ტაიკიში, Honda-ს ობიექტიდან გაუშვეს, რომელიც იაპონიის მზარდი კოსმოსური ქალაქია. ფრენის […]

დავით მაჭახელიძე
Firefly Aerospace: Blue Ghost M1 ზონდი წარმატებით დაეშვა მთვარის კრიზისების ზღვაში
კოსმოსი

Firefly Aerospace: Blue Ghost M1 ზონდი წარმატებით დაეშვა მთვარის კრიზისების ზღვაში

2025 წლის 2 მარტს, Firefly Aerospace-ის ფრენების მართვის ცენტრმა გამოაცხადა, რომ Blue Ghost M1 ზონდი წარმატებით შევიდა საპილოტე პროექტის ბოლო ეტაპზე და მზად არის მთვარეზე, კრიზისების ზღვაში დასაფრენად. კომპანიის სპეციალისტებმა ჩაატარეს აპარატის ორბიტის საბოლოო გლუვი კორექტირება და შეასრულეს აპარატის ზედაპირზე რბილი დაშვების პროცედურა. დაფრენა მოხდა მოსკოვის დროით 11:36 საათზე. Blue Ghost M1 მდგრად მდგომარეობაშია მთვარეზე. […]

დავით მაჭახელიძე
ევროკავშირი Starlink-ს გაუწევს კონკურენციას
Featured

ევროკავშირი Starlink-ს გაუწევს კონკურენციას

ევროკავშირი მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს საკუთარი უსაფრთხო თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაქმნელად, რაც გულისხმობს €10.6 მილიარდიანი ($11.1 მილიარდი) გარიგების გაფორმებას დაახლოებით 300 თანამგზავრის კოსმოსში გასაშვებად 2030 წლამდე. TechCrunch-ის ცნობით, ეს პროექტი, რომელსაც IRIS (ინფრასტრუქტურა მდგრადობისთვის, ურთიერთკავშირისა და უსაფრთხოებისთვის თანამგზავრების მეშვეობით) ჰქვია, მიზნად ისახავს კონკურენციის გაწევას ილონ მასკის Starlink-ისთვის და ევროპის ციფრული სუვერენიტეტის გაძლიერებას. SpaceRISE კონსორციუმის ლიდერები SpaceRISE […]

დავით მაჭახელიძე
Starlab-ის კერძო კოსმოსურ სადგურს SpaceX გაუშვებს
Featured

Starlab-ის კერძო კოსმოსურ სადგურს SpaceX გაუშვებს

Starlab-მა გამოაცხადა, რომ აირჩია SpaceX სადგურის დედამიწის ორბიტაზე გასაშვებად. ის მიწოდებული იქნება Starship-ზე. სადგური მასპინძლობს კოსმოსურ სააგენტოებს, მკვლევარებსა და ასტრონავტებს, რათა „უზრუნველვყოთ ორბიტაზე ადამიანის მუდმივი ყოფნა“ და კვლევების გადატანა ISS-დან. Starlab-ის პროექტი 2021 წელს დაიწყო Voyager Space-ის, მისი შვილობილი კომპანიის Nanoracks-ისა და Lockheed Martin-ის მიერ. პირველი პასუხისმგებელია სტრატეგიასა და ფინანსებზე, Nanoracks პასუხისმგებელია სადგურის განვითარებაზე, ხოლო […]

დავით მაჭახელიძე
აღმოაჩინეს იუპიტერის კიდევ 12 თანამგზავრი
კოსმოსი

აღმოაჩინეს იუპიტერის კიდევ 12 თანამგზავრი

ასტრონომებმა იუპიტერთან კიდევ 12 თანამგზავრი აღმოაჩინეს, იუწყება Sky & Telescope პორტალი მცირე პლანეტების ცენტრის (MPC) და ასტრონომ სკოტ შეპარდის უახლეს დაკვირვებებზე, ვაშინგტონის კარნეგის ინსტიტუტიდან (აშშ). შეპარდმა წარმოადგინა 2021-2022 წლებში იუპიტერის სისტემის დაკვირვებები, რამაც გაზარდა გაზის გიგანტის ცნობილი თანამგზავრების სია და 80-დან 92-მდე გაიზარდა. წარმოდგენილი მონაცემების გათვალისწინებით, იუპიტერი ახლა არა მხოლოდ მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა, არამედ […]

დავით მაჭახელიძე
მოისმინეთ, როგორი ჟღერადობა აქვს დედამიწის მაგნიტურ ველს
კოსმოსი

მოისმინეთ, როგორი ჟღერადობა აქვს დედამიწის მაგნიტურ ველს

მეცნიერებმა, მუსიკოსებთან ერთად, მაგნიტური ველის მონაცემები ხმად გარდაქმნეს.პლანეტის გარე ბირთვში მოძრავი გამდნარი რკინა ელექტრულ დენებს წარმოქმნის, რაც თავის მხრივ, უზარმაზარ ელექტრომაგნიტურ ველს ქმნის და დედამიწას მოიცავს. ეს ბირთვი დამცავ როლს ასრულებს, პლანეტას კოსმოსურ გამოსხივებას და მზის დამუხტულ ნაწილაკებს აცილებს.ადამიანების უმეტესობას დედამიწის მაგნიტური ველის დანახვა მხოლოდ პოლარული ნათების დროს ან კომპასის ისრების მოძრაობაში შეუძლია. თუმცა ახლა […]

სალომე გაზდელიანი
ევროპის კოსმოსური სააგენტო რუსულ “სოიუზებს” SpaceX-ის რაკეტებით ჩაანაცვლებს
კოსმოსი

ევროპის კოსმოსური სააგენტო რუსულ “სოიუზებს” SpaceX-ის რაკეტებით ჩაანაცვლებს

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ დაიწყო მოლაპარაკებები ამერიკულ კერძო კოსმოსურ კომპანიასთან SpaceX. მხარეთა თანამშრომლობა ESA-ს საშუალებას მისცემს შეცვალოს რუსული სოიუზის რაკეტები Falcon 9-ით. რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების გამო რუსეთი ვერ აწვდის რაკეტა მატარებლებს ბევრ ქვეყანას მსოფლიოში. ევროპული სააგენტო ასევე განიხილავს მისიების გაშვებას იაპონიიდან, ინდოეთიდან და ელონ მასკის კონკურენტი საფრანგეთის Arianespace-დან, განაცხადა ESA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა იოზეფ აშბახერმა. მას […]

დავით მაჭახელიძე
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ოპტიკის ტესტი გაიარა
Featured

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ოპტიკის ტესტი გაიარა

ასტრონომებს შეუძლიათ ოდნავ მშვიდად იყვნენ. NASA-მ დაადასტურა, რომ კოსმოსური ტელესკოპის ოპტიკურმა სისტემებმა წარმატებით გაიარა “fine phazing” ტესტირება 11 მარტის მონაცემებით. ასევე არ ფიქსირდება კრიტიკული პრობლემები ან შესამჩნევი ბლოკირება. ოპტიკური სისტემები მუშაობს “მოლოდინის ან მათზე უკეთესად”, ამბობს NASA.

დავით მაჭახელიძე
NASA: ჯეიმს ვების ტელესკოპის ოპტიკის კონფიგურაცია დაიწყო
Featured

NASA: ჯეიმს ვების ტელესკოპის ოპტიკის კონფიგურაცია დაიწყო

NASA გვატყობინებს, რომ დაიწყო ჯეიმს ვების ტელესკოპის ოპტიკის კონფიგურაცია. კოსმოსური სააგენტოს ინჟინრებმა უკვე შეამოწმეს მთავარი სარკის 126 მექანიზმისა და მეორადი სარკის 6 მექანიზმის მზადყოფნა. უახლოესი 10 დღის განმავლობაში (შესაძლოა უფრო მეტიც) სარკის სეგმენტებს გადაანაცვლებენ გაშვების კონფიურაციიდან, რომელშიც ისინი სტატრისას ვიბრაციისგან იყვნენ დაცული. ამის შემდეგ ინჟინრები შეძლებენ სამ თვიანი პროცესის დაწყებას, როცასეგმენტების ერთ სარკედ გაერთიანება უნდა […]

დავით მაჭახელიძე
NASA-მ ჰაბლის ორბიტალურ ტელესკოპთან კავშირი დაკარგა
Featured

NASA-მ ჰაბლის ორბიტალურ ტელესკოპთან კავშირი დაკარგა

ცნობილი გახდა, რომ უკვე ერთ კვირაზე მეტია არ მუშაობს ჰაბლის ორბიტალური ტელესკოპი, რისი მიზეზიც მისი სასარგებლო დატვირთვის კომპიუტერში მეხსიერების დეგრადაციაა. NASA-ს სპეციალისტები ცდილობენ მოწყობილობის ხელახლა ჩართვას, მისი სარეზერვო კვების მოდულებზე გადართვით და სხვა სისტემებსი გადატვირთვით. სასარგებლო დატვირთვის კომპიუტერი ჰაბლის მთავარი კომპონენტია, რომელიც სამეცნიერო მოწყობილობების მუშაობაზე აგებს პასუხს. მიმდინარე მომენტისთვის ტელესკოპი დროებით ან შესაძლოა სამუდამოდ დარჩეს […]

დავით მაჭახელიძე
SpaceX-მა მთვარის პროგრამა დაიწყო
Featured

SpaceX-მა მთვარის პროგრამა დაიწყო

კომპანია SpaceX-მა მოიგო NASA-ს კონტრაქტი, რომლის პირობების თანახმადაც უნდა შექმნას მთვარის მოდული ამერიკელი ასტონავტების თანამგზავრის ზედაპირზე გადასმისთვის. ასე და ამგვარად ელონ მასკის კერძო კომპანია პროექტი “არტემიდა”-ს ნაწილი გახდა. “მთვარის რბოლაში” SpaceX-მა გაასწორ ჯეფ ბეზოსის Blue Origin-სა და Dynetics-ს. რგოგორც საიტეზეა მითითებული, კონტრაქტი $2,89 მილიარდი დაჯდება. ამავდროულად პროგრამის უპილოტო ეტაპი უკვე წელს გაეშვეაბ: რაკეტა Space Launch […]

დავით მაჭახელიძე
გერმანელმა ფიზიკოსმა ვარპ-ძრავის კონცეფცია შექმნა, რომელიც ბუნების კანონებს არ არღვევს
Featured

გერმანელმა ფიზიკოსმა ვარპ-ძრავის კონცეფცია შექმნა, რომელიც ბუნების კანონებს არ არღვევს

აბსოლუტურად ფანტასტიური ვარპ-ძრავი საინტერესოა იმით, რომ მისი მუშაობის პრინიციპი არანაირად არ არღვევს ფიზიკის კანონებს. მსგავსი მოწყობილობის შექმნისთვის საჭირო იქნება არ არსებული მატერიალები შეუძლებელი თვისებებით. მაგალითად მატერიალი უარყოფითი ენერგიის სიმკვრივით. მიუხედავად ამისა გერმანელმა ფიზიკოსმა შეიწავლა ადრინდელი ნაშრომები ამ თემაზე და გამოსავალი იპოვა, რომელიც საშუალებას იძლევა თეორიულად აღვწეროთ გადაადგილების მეთოდი, რომელიც არ მოითხოვს ეგზოტიკურ და ანომალიურ მატერიას. […]

დავით მაჭახელიძე
SpaceX Starlink-მა ბრიტანეთში ოპერირების ლიცენზია მიიღო
SpaceX

SpaceX Starlink-მა ბრიტანეთში ოპერირების ლიცენზია მიიღო

მაღალი გამტარუნარიანობის სატელიტურმა სისტემამ Starlink ბრიტანეთის კავშირგაბმულობის რეგულატორისგან საკუთარი ტერმინალების გაყიდვის და მოხმარების ლიცენზია მიიღო. ელონ მასკის კომპანიამ მუშაობის დაწყების ნებართვა უკვე ნოემბერში მიიღო და ბრიტანეთის გარდა მათ სამომხამრებლო ტერმინალების ლიცენზია გერმანიაში, საბერძნეთში და ავსტრალიაშიც აიღეს. Starlink-მა უკვე გაუშვა ასეულობით სატელიტი და სერვისის ბეტა ტესტირება ჩრდილოეთ ამერიკაში. გასული წლის ბოლოს ა.შ.შ-ს კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ ნება […]

დავით მაჭახელიძე
პუერტო-რიკოში არესიბოს რადიოტელესკოპი ჩამოინგრა
კოსმოსი

პუერტო-რიკოში არესიბოს რადიოტელესკოპი ჩამოინგრა

305 მეტრიანი არესიბოს რადიოტელესკოპი ერთ-ერთი უდიდესი ასტრონომიული ობსერვატორია იყო, რომლის ნგრევაც მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო, ხოლო ნოემბერში მისი დაშლა გადაწყვიტეს. გუშინ დაახლოებით 01:55-ზე ტელესკოპის ინსტრუმენტული პლატფორმა ჩამოინგრა, რამაც ანტენისა და გარშემო ობიექტების დაზიანება გამოიწვია. ნგრევას მსხვერპლი არ მოყოლია. ექსპერტები ცდილობენ შეაფასონ ზარალი და პოტენციური საფრთხე გარემოსთვის კონსტრუქციის ნგრევის შედეგად. სამუშაოების დასრულებისთანავე შეეცდებიან ობსერვატორია სხვა დაკვირბებვებისთვის […]

დავით მაჭახელიძე
NASA და SpaceX Crew Drgagon-ის პირველ საოპერაციო ფრენას განახორციელებენ
კოსმოსი

NASA და SpaceX Crew Drgagon-ის პირველ საოპერაციო ფრენას განახორციელებენ

NASA და SpaceX-მა ჩანიშნეს ახალი თარიღი, როცა CrewDragon-ის სრულყოფილი ფრენა განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ მისია Demo-2, რომელშიც ბობ ნეკენი და დაგონ ჰერლი იღებდნენ მონაწილეობას საცდელი გაფრენა იყო. პირველი პილოტირებული ფრენა სრულყოფილი გუნდით კოსმოსში 31 ოქტომბერს – ჰელოუინზე აიღებს სტარტს. თავდაპირველად ფრენა 23 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. ამავდროულდ ხომალდი სოიუზი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 14 ოქტომბერს გაფრინდება, ხოლო 21 […]

დავით მაჭახელიძე
NASA-ს სუნამო კოსმოსის არომატით
Featured

NASA-ს სუნამო კოსმოსის არომატით

ოდესმე გიფიქრია რა სუნი აქვს კოსმოსს? NASA-ს ასტრონავტები ამ სუნს აღწერენ როგორც “ოზონის, ცხელი მეტალის და შემწვარი სტეიკის” სუნს, რომელსაც დაყვება ჟოლოსა და რომის არომატი. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, უკვე შეგიძლია შეიძინო სუნამო კოსმოსის არომატით რომელსაც ჰქვია Eau de Space. კოსმიური სუნამო NASA-მ პირველად 2008 წელს გამოუშვა. ის გამოიყენებოდა ასტრონავტების სავარჯოშოდ, რათა სრულიად განეცადათ […]

მარი დიხამინჯია
Space X-მა 58 Starlink-ის სატელიტი გაუშვა
Featured

Space X-მა 58 Starlink-ის სატელიტი გაუშვა

ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე განთავსებული სასტარტო კომპლექსი LC-4-დან 13 ივნისს SpaceX-მა წარმატებით გაუშვა 58 სატელეკომუნიკაციო სატელიტებით დატვირთული რაკეტა-მატარაებლეი Falcon 9. სატელიტები განეკუთვნება სისტემა Starlink-ს, რომლის შემადგენლობაში უკვე არის 538 კოსმოსური აპარატი. დამატებითი ტვირთის სახით Falcon 9-მ ასევე გაუშვა კოსმოსში სამი აპარატი SkySat, რომლებიც ამერიკულ კომპანია Planet Labs ეკუთვნის. მათზე განთავსებულია პორტატიული ტელესკოპები და კამერბი, რომლებიც დედამიწის […]

დავით მაჭახელიძე
ელონ მასკი: კაცობრიობას შეუძლია იამაყოს Crew Dragon-ის წარმატებით
Featured

ელონ მასკი: კაცობრიობას შეუძლია იამაყოს Crew Dragon-ის წარმატებით

SpaceX-ისმეთაური ილონ მასკი თვლის, რომ კაცობრიობას შეუძლია იამაყოს მისი კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდის Crew Dragon-ის წარმატებული მისიით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. შაბათს რაკეტა Falcon 9-ის საშუალებით წარმატებით იქნა ორბიტაზე გაყვანილი ხომალდი Crew Dragon, რომელის ბორტზეც იმყოფებოდნენ NASA-ს ორი ასტრონავტი: ბობ ბენკემი და დაგ ჰერლი, რომლებმაც შემდგომში წარმატებით განახორციელეს მისი შეპირისპირება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან. “ეს ხომალდი შექმნილია […]

დავით მაჭახელიძე
პენტაგონმა ოფიციალურად გამოაქვეყნა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ვიდეო
Featured

პენტაგონმა ოფიციალურად გამოაქვეყნა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ვიდეო

CNN – ვაშინგტონი: პენტაგონმა ოფიციალურად გამოაქვეყნა, სამ ხამოკლე ვიდეოში ჩანს “ამოუცნობი საჰაერო ფენომენი” რომელიც ადრე კერძ კომპანიამ გამოაქვეყნა. ვიდეოებში ჩანს თუ როგორ სწრაფად მოძრაობენ არაიდენტიფიცირებული მფრინავი ოებიექტები და ეს ინფრაწითელი კამერებითაა დაფიქსირებული. ორ ვიდეოში ისმის თუ როგორი რეაქცია აქვთ სამხედროებს აღნიშნულ ობიექტებზე. ერთ-ერთი ხმა ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა დრონი იყოს. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი სიუ გოუ […]

დავით მაჭახელიძე
328 დღე კოსმოსში
Featured

328 დღე კოსმოსში

NASA-ს ასტრონავტი კრისტინა კოჩი პირველად გაფრინა კოსმოსში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. მან ყველაზე დიდი დრო გაატარა კოსმოსში როგორც მარტო მფრინავ ქალებშ შორის და მოხსნა მსოფლიო რეკორდი. კოსმოსში გაატარა 328 დღე და აქედან 42 საათი და 15 წუთი სადგურის გარეთ იმყოფებოდა. დედამიწაზე ხუთშაბათს დაბრუნდა.

მარი დიხამინჯია
ტელესკოპი კოსმოსიდან სიგნალების მისაღებად
Featured

ტელესკოპი კოსმოსიდან სიგნალების მისაღებად

რუსეთმა დაიწყო ამბიციური პროექტი. მეცნიერები აშენებენ ტელესკოპს რომელიც მიიღებს კოსმოსიდან და მიღებულ სიგნალებს გადაცემს ოპრიკურ სპექტრს. ნუკლეარული ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი ალექსანდრე პანოვი აცხადებს რომ მთავარი ჯგუფი იმუშავებს კოსმიკური სხვივების მონიტორინგზე. ასევე ამბობს, რომ შეგვიძლია შევქმნათ ლაზერული სისტემა რომელიც კოსმოსურ გზავნილებს ოპტიკურ სპექტრში გარდაქმნის.

მარი დიხამინჯია