კომპანიები

Shrimp – გიორგი ბერუაშვილის შექმნილი პროგრამა, რომელსაც ამაზონი 13 ქვეყანაში იყენებს
Amazon

Shrimp – გიორგი ბერუაშვილის შექმნილი პროგრამა, რომელსაც ამაზონი 13 ქვეყანაში იყენებს

ამერიკული კომპანია Amazon-ი მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტ მაღაზიაა, რომლის სათავო ოფისი აშშ-ში, სიეტლში მდებარეობს. კომპანია ამერიკელმა კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტმა და ბიზნესმენმა, ჯეფრი ბეზოსმა 1994 წელს შექმნა. თავდაპირველად მას “კაბადრა” ერქვა და ინტერნეტის მეშვეობით წიგნებით ვაჭრობდა. 1995 წელს მისი სახელი “ამაზონით” შეიცვალა. ამავე პერიოდში ვებსაიტი Amazon.com უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. კომპანია საკმაოდ სწრაფად გაიზარდა და მალევე წიგნებთან […]

სალომე გაზდელიანი
“თვითერის” საოფისე შენობები ისევ დახურულია – თანამშრომლები კომპანიის დაშლის მოლოდინში არიან
Twitter

“თვითერის” საოფისე შენობები ისევ დახურულია – თანამშრომლები კომპანიის დაშლის მოლოდინში არიან

ილონ მასკის ულტიმატუმის შემდეგ კომპანია “თვითერის” ოფისები იხურება და თანამშრომლები თანამდებობებს მასობრივად ტოვებენ. მილიარდერი პერსონალის წასვლის გამო შეშფოთებულია. მან დისტანციური მუშაობა ისევ დაუშვა.Twitter-ის თანამშრომლებმა ილონ მასკის ულტიმატუმის საპასუხოდ სამუშაო ადგილების დატოვებ დაიწყეს, რადგან, კომპანიის ახალი ხელმძღვანელის ულტიმატუმის მიხედვით: მათ ან „მძიმე“ სამუშაო უნდა შეესრულებინათ Twitter 2.0-ის შექმნაზე, ან სამსახურიდან წასულიყვნენ. ახლა სოციალური მედიის გიგანტის საოფისე […]

სალომე გაზდელიანი
Apple AirPods-ის ყურსასმენები სმენა დაქვეითებულ ადამიანებს დაეხმარება
Apple

Apple AirPods-ის ყურსასმენები სმენა დაქვეითებულ ადამიანებს დაეხმარება

სმენა დაქვეითებულ ადამიანებს Apple AirPods-ი დაეხმარება, თუ მათთვის ძვირადღირებული სმენის აპარატები ხელმისაწვდომი არ არის.Taipei Veterans-ის მთავარი საავადმყოფოს მეცნიერთა ჯგუფმა Apple AirPods-ის ყურსასმენები სმენის აპარატებს შეადარა და დაადგინა, რომ Apple შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს.Apple-ის ყურსასმენებს 2016 წლიდან Live Listen ფუნქცია დაემატა, რომელიც მობილურ მოწყობილობებს საშუალებას აძლევს მიკროფონივით იფუნქციონირონ და AirPods ან Beats ყურსასმენებზე გაძლიერებულ ხმას გადასცემენ.თავიანთ ექსპერიმენტში […]

სალომე გაზდელიანი
ამაზონი ეკონომიკური პრობლემების გამო თანამშრომლების გათავისუფლებას იწყებს
Amazon

ამაზონი ეკონომიკური პრობლემების გამო თანამშრომლების გათავისუფლებას იწყებს

ამაზონმა სამუშაო ადგილების შემცირება დაიწყო. კომპანია გეგმავს კორპორატიული და ტექნოლოგიური პოზიციებიდან თითქმის 10,000 თანამშრომელი გაათავისუფლოს, წერს სააგენტო Reuters კომპანიის წყაროზე დაყრდნობით. თანამდებობიდან გათავისუფლება ამ კვირიდან დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამ ნაბიჯს არასტაბილური ეკონომიკური ვითარების გამო დგამს, რომელსაც აშშ-ში ბევრი კომპანია აწყდება. მენეჯერებმა თანამშრომლებს ორი თვე მისცეს, რათა კომპანიაში სხვა როლი იპოვონ ან სამსახურიდან წავიდნენ. შეგახსენებთ, […]

სალომე გაზდელიანი
Google-ის Health Connect აპლიკაციის საცდელი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია
Google

Google-ის Health Connect აპლიკაციის საცდელი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია

Google-ის განცხადებით, მისი Health Connect აპლიკაციის საცდელი ვერსია Play Store-ზე უკვე ხელმისაწვდომია. Health Connect ჯანმრთელობისა და ფიტნესის მონაცემების ცენტრალიზებული წვდომისთვის სხვადასხვა მსგავსი აპლიკაციებიდან შეიქმნა. ის შესაბამისი პლატფორმებიდან ჯანმრთელობისა და ფიტნესის მონაცემების სინქრონიზებას ახდენს. კომპანია Google-ის განმარტებით, ახალ აპთან ინტეგრაციის შექმნა ისეთივე მარტივია, როგორც Health Connect-ის ახალი მონაცემების კითხვა. Health Connect არა მხოლოდ ამარტივებს აპლიკაციებთან დაკავშირებას, […]

სალომე გაზდელიანი
ილონ მასკმა აღიარა, რომ Twitter-ი შესაძლოა გაკოტრდეს
Twitter

ილონ მასკმა აღიარა, რომ Twitter-ი შესაძლოა გაკოტრდეს

თვითერის ახალი მფლობელი ილონ მასკი Twitter-ის გაკოტრებას არ გამორიცხავს. კომპანიას მნიშვნელოვანი თანამშრომლები ტოვებენ.მილიარდერის გეგმა Twitter-ის განვითარებისთვის ხარჯების მაქსიმალურად შემცირებას და მოგების გაზრდას გულისხმობს. ახალი მფლობელი ფასიანი ხელმოწერებიდან მიღებული შემოსავლის წილის 50%-მდე გაზრდას გეგმავს. თავის პირველ კორპორატიულ მეილში მასკმა დაწერა, რომ თვითერი ვერ შეძლებს “გადაურჩეს მომავალ ეკონომიკურ ვარდნას”,თუ სოციალურ ქსელს გამოწერებიდან შემოსავლების გაზრდა არ გამოუვა, რათა სარეკლამო შემოსავლების […]

სალომე გაზდელიანი
iPhone 14 გადაუდებელი შემთხვევებისთვის თანამგზავრებთან პირდაპირ დაკავშირებას შეძლებს
Apple

iPhone 14 გადაუდებელი შემთხვევებისთვის თანამგზავრებთან პირდაპირ დაკავშირებას შეძლებს

ამერიკულმა კომპანია Apple-მა 450 მილიონი დოლარი დახარჯა, რათა iPhone 14-მა გადაუდებელი შემთხვევებისთვის სატელიტებთან დაკავშირება შეძლოს. სმარტფონები თანამგზავრების საშუალებით მონაცემთა გადაცემას შეძლებენ. საუბარია SOS სიგნალის გაგზავნის შესაძლებლობაზე. Apple-მა უკვე დაადასტურა, რომ ფუნქცია აშშ-სა და კანადის მაცხოვრებლებისთვის ნოემბრის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იქნება. როგორც აღინიშნა, Apple-მა ამ ფუნქციისთვის 450 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა: თანხების უმეტესი ნაწილი Globalstar-მა მიიღო, რომლის […]

სალომე გაზდელიანი
მასშტაბური გათავისუფლებები ამჟერად მეტაში – კომპანია 11 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს
Facebook

მასშტაბური გათავისუფლებები ამჟერად მეტაში – კომპანია 11 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Meta თანამშრომელთა მასშტაბური შემცირების ფარგლებში კომპანიიდან დაახლოებით 13%-ს, ანუ 11 ათასზე მეტ ადამიანს გაათავისუფლებს.ამის შესახებ, კორპორაციის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი იტყობინება თავის წერილში, რომელიც 9 ნოემბერს გამოქვეყნდა. დაარსების დღიდან ეს კომპანიაში პირველი მასშტაბური შემცირებაა.„მივიღე გადაწყვეტილება, შევამცირო ჩვენი გუნდი დაახლოებით 13%-ით და გავათავისუფლო 11000-ზე მეტი ჩვენი ნიჭიერი თანამშრომელი“, – ნათქვამია წერილში. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ახალი თანამშრომლების […]

სალომე გაზდელიანი
AMC კინოთეატრებს ვიდეო კონფერენციების ჩასატარებელ Zoom Rooms-ად აქცევს
კომპანიები

AMC კინოთეატრებს ვიდეო კონფერენციების ჩასატარებელ Zoom Rooms-ად აქცევს

პანდემიის გამო, კინოთეატრებში სულ უფრო ნაკლები ადამიანი დადის. რის გამოც, კინოთეატრების ამერიკული ქსელი AMC (American Multi-Cinema) ფულის გამომუშვების ახალ გზებს ეძებს.მომავალი წლიდან AMC Theaters Zoom-თან პარტნიორობით Zoom Rooms-ის გაკეთებას ფიქრობს, სადაც კინო ჩვენებების მაგივრად კომპანიების Zoom შეხვედრები გაიმართება.დარბაზები 75-დან 150-მდე ადამიანს იტევს, სადაც ადგილების დაჯავშნა რამდენიმე საათიანი შეხვედრებისთვის შესაძლებელი იქნება.AMC-ს გენერალური დირექტორის ადამ არონის განმარტებით, […]

სალომე გაზდელიანი
როდის გამოუშვებს Apple მზის ენერგიაზე მომუშავე AirPods-ს?
Apple

როდის გამოუშვებს Apple მზის ენერგიაზე მომუშავე AirPods-ს?

მზის ენერგიაზე მომუშავე AirPods ფანტასტიკის სფეროს სულაც არ წარმოადგენს. მობილური ელექტრონიკის დარგის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Apple-ის პირველი ასეთი გაჯეტი შესაძლოა 2024 წლისთვის შვედურ კომპანია Exeger-თან პარტნიორობით გამოჩნდეს. თუმცა ჯერჯერობით გაუგებარია, სურთ თუ არა მომხმარებლებს ახალ სტანდარტზე გადასვლა. ცოტა ხნის წინ გაყიდვაში უკაბელო ყურსასმენები გამოჩნდა ჩაშენებული მზის პანელებით. საუბარია Urbanista-ს (Los Angeles) და სპორტულ კომპანია Adidas-ის […]

სალომე გაზდელიანი
Samsung Galaxy სმარტფონებზე Back Tap ფუნქცია დაამატა
Samsung

Samsung Galaxy სმარტფონებზე Back Tap ფუნქცია დაამატა

iPhone-ის მსგავსად, Samsung-მაც საბოლოოდ დაამატა Galaxy სმარტფონებზე Back Tap ფუნქცია.მის გამოსაყენებლად საჭიროა მობილურის უკანა ზედაპირზე ორჯერ ან სამჯერ შეხება. აღნიშნული ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უკანა პლატფორმაზე შეხებით გადაიღოს “სქრინშოტი”, ჩართოს ფანარი, გამოიძახოს Google ასისტენტი და ა.შ.ცოტა ხნის წინ აშშ-ში Android 13-ის განახლება მოხდა განბლოკილი Galaxy S22 სერიის სმარტფონებისთვის.უნდა აღინიშნოს, რომ Back Tap მხოლოდ იმ შემთხვევაში […]

სალომე გაზდელიანი
Netflix-ი აბრუნებს Stranger Things: Puzzle Tales თამაშს
Netflix

Netflix-ი აბრუნებს Stranger Things: Puzzle Tales თამაშს

ამერიკული კომპანია Netflix-ი აბრუნებს Stranger Things: Puzzle Tales თამაშს თავის პლატფორმაზე ახალი Gameplay-ით, რომელიც პოპულარული სერიალის მე-4 სეზონის კონტენტზეა დაფუძნებული.მომხმარებლებს შეეძლებათ მე-4 სეზონის ახალი პერსონაჟების სახით ითამაშონ. მათ თავსატეხები უნდა ამოხსნან მტრების დასამარცხებლად, როგორიცაა დემოგორგონი და სხვა ზებუნებრივი მონსტრები. ამ პროცესში მოთამაშეებს შოუს პერსონაჟების 50-მდე ვერსია შეუძლიათ შეაგროვონ. აღსანიშნავია, რომ თამაში რეკლამების გარეშეა. ამით, კომპანია […]

სალომე გაზდელიანი
Twitter-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა თანამშრომლების გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო
Twitter

Twitter-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა თანამშრომლების გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო

“მე ძალიან სწრაფად გავაფართოვე კომპანია.” Twitter-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ილონ მასკის მიერ თანამშრომლების ფართომასშტაბიან გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ჯეკ დორსი თვითერის პირად გვერდზე წერს:„თვითერზე წარსულში და აწმყოში ადამიანები ძლიერები და გამძლეები არიან. რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს, ისინი ყოველთვის იპოვიან გამოსავალს. მესმის, რომ ბევრი ადამიანი ჩემზე გაბრაზებულია. მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, თუ რატომ აღმოჩნდა […]

სალომე გაზდელიანი
Twitter-ში მასობრივი გათავისუფლება დაიწყო
Twitter

Twitter-ში მასობრივი გათავისუფლება დაიწყო

თვითერის თანამშრომლებზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია კომპანიიდან მასობრივი გათავისუფლების შესახებ. ისინი პირად თვითერის გვერდებზე აქვეყნებენ, რომ მათ სამუშაო ელფოსტაზე და Slack-ზე წვდომა დაკარგეს. Looks like I’m unemployed y’all. Just got remotely logged out of my work laptop and removed from Slack. #OneTeam forever. Loved you all so much. So sad it had to end this way […]

სალომე გაზდელიანი
Fujifilm-მა ახალი X-T5 40 მეგაპიქსელიანი კამერა წარადგინა
კომპანიები

Fujifilm-მა ახალი X-T5 40 მეგაპიქსელიანი კამერა წარადგინა

Fujifilm-მა პოპულარული X-T4 კამერის მემკვიდრე – X-T5 მოდელის ახალი კამერა წარადგინა. აპარატი წინამორბედისგან განსხვავებით მეტად კომპაქტური (კორპუსი – X-T4-ზე 5.1-ით ვიწრო და 1.8 მმ-ით მოკლე) და მსუბუქია (წონა – X-T4-ზე 50 გრამით ნაკლები). მახასიათებლები გაუმჯობესდა, ხოლო ფასი იგივეა, რაც X-T4 კამერის: 1700 $ ლინზების გარეშე ვერსიისთვის. გაყიდვები 17 ნოემბრიდან დაიწყება.ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე გამოსახულების სენსორია. X-T5-მა […]

სალომე გაზდელიანი
კომპანია სამსუნგი საუკეთესო დამსაქმებლად დასახელდა
Samsung

კომპანია სამსუნგი საუკეთესო დამსაქმებლად დასახელდა

ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes-მა, კომპანია სამსუნგი მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა. Apple-მა კი მეხუთე ადგილი დაიკავა.აღნიშნული რეიტინგი Forbs-მა Statista-ს მხარდაჭერით შეადგინა.ამ შემთხვევაში, საუბარი ეხება არა Samsung Electronics-ს, არამედ მთელ Samsung Group Corporation-ს. მეორე ადგილი მაიკროსოფტმა დაიკავა, სამეული კი IBM-მა დახურა. რეიტინგში, მოხვდნენ Alphabet (მე-4 ადგილი), Apple (5 ადგილი), BMW (13 ადგილი) და Amazon (14 ადგილი).პირველი ათეული, […]

სალომე გაზდელიანი
SpaceX Starship-მა შესაძლოა თავისი პირველი სატესტო ფრენა ერთ თვეში განახორციელოს
SpaceX

SpaceX Starship-მა შესაძლოა თავისი პირველი სატესტო ფრენა ერთ თვეში განახორციელოს

უზარმაზარი SpaceX Starship-ის კოსმოსურმა ხომალდმა შესაძლოა თავისი პირველი ორბიტალური ფრენა დეკემბრის დასაწყისში განახორციელოს.საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ეს იქნება პირველი სრულყოფილი ორბიტალური ფრენა სისტემის, რომელიც 70 მეტრიანი Super Heavy გამშვები რაკეტისა და 50 მეტრიანი Starship კოსმოსური ხომალდისგან შედგება.ხომალდი კოსმოსში დაახლოებით 90 წუთს გაატარებს და შემდგომ დედამიწაზე დაბრუნდება. როგორც ცნობილია, ის ჰავაის სანაპიროზე დაეშვება.ამ დროისთვის, SpaceX-ს ჯერ […]

სალომე გაზდელიანი
პირველი ულტიმატუმი თანამშრომლებს – ილონ მასკი Twitter-ის ცვლილებებს განაგრძობს
Twitter

პირველი ულტიმატუმი თანამშრომლებს – ილონ მასკი Twitter-ის ცვლილებებს განაგრძობს

სულ რამდენიმე დღეა “თვითერს” ახალი მფლობელი ჰყავს და კომპანიაში უკვე უამრავ ცვლილებებზე საუბრობენ. ერთ-ერთი მოსალოდნელი ცვლილების მიხედვით, ახალი მფლობელის, ილონ მასკის გადაწყვეტილებით, Twitter-ის მთავარი გვერდი დაურეგისტრირებელი მომხმარებლებისთვის შეიცვლება. ინფორმაცია კომპანიის რამდენიმე თანამშრომელზე დაყრდნობით ვრცელდება.თუ ადრე მთავარ გვერდზე მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა იყო, ცვლილების შედეგად ვიზიტორები ახალ ამბებსა და პოპულარულ თვითებს ნახავენ, რაც ახალი მომხმარებლების მოზიდვას ისახავს […]

სალომე გაზდელიანი
რა ემართება ინსტაგრამს? – მომხმარებლებს ანგარიშები დაებლოკათ
Instagram

რა ემართება ინსტაგრამს? – მომხმარებლებს ანგარიშები დაებლოკათ

სოციალური ქსელი ინსტაგრამის მომხმარებლებმა შეტყობინება მიიღეს, რომ მათი ანგარიშები დაიბლოკა. ხარვეზი 31 ოქტომბერს დაფიქსირდა და მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს შეეხო. გაუგებრობა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. კომპანია ადასტურებს, წარმოქმნილი პრობლემის შესახებ. მათი განმარტებით, ვითარებას სწავლობენ, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუზუსტებიათ. ხარვეზის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. კომპანია შექმნილი გაუგებრობისთვის ბოდიშს იხდის.საინტერესოა, რომ ზოგიერთი ექაუნთი არ დაბლოკილა, მაგრამ […]

სალომე გაზდელიანი
Sony-მ ყურსასმენები პლასტმასის ბოთლებისგან დაამზადა
Sony

Sony-მ ყურსასმენები პლასტმასის ბოთლებისგან დაამზადა

კომპანია Sony-მ Link Buds S უკაბელო ყურსასმენების ეკო-ვერსია წარმოადგინა. ახალ მოდელს Link Buds S Earth Blue ჰქვია და გადამუშავებული წყლის ბოთლის მასალებით შეიქმნა. ყურსასმენებს უნიკალური დიზაინი და ფუნქციების მრავალფეროვანი არჩევანი აქვს. კომპანიის შეფასებით, Link Buds S Earth Blue ღრუბლებით დაფარულ ლურჯს ცას მოგვაგონებს.პლასტმასის ბოთლების გარდა, გამოყენებულია ავტონაწილებიდან გადამუშავებული მასალები. სონი ამ მეთოდს გარემოზე მავნე ზემოქმედების […]

სალომე გაზდელიანი
ძვირადღირებული სმარტფონების ბრენდმა Vertu-მ მსოფლიოში პირველი web3-ის სმარტფონი წარმოადგინა
კომპანიები

ძვირადღირებული სმარტფონების ბრენდმა Vertu-მ მსოფლიოში პირველი web3-ის სმარტფონი წარმოადგინა

18 GB (გეგაბაიტი) ოპერატიული მეხსიერება და 1 TB (ტერაბაიტი) ფლეშ მეხსიერება, უნიკალური ჩიპი და Web3 ტექნოლოგიები – ძვირადღირებული სმარტფონების ბრენდმა Vertu-მ სმარტფონი Vertu Metavertu წარმოადგინა.სმარტფონი Metavertu ვებ3-ის ტექნოლოგიებით, ფლობს ჩვეულ ფლაგმანურ მახასიათებლებს. ბრიტანული ბრენდის ინფორმაციით, ტელეფონს აქვს “დაშიფრული მეტასივრცე” და “A5 კონფიდენციალურობის ჩიპი”, რომელიც NFT-ების დასაცავად არის საჭირო. მათი განმარტებით სმარტფონს NFT-ის შექმნა თავისი კამერით […]

სალომე გაზდელიანი
Startup Battlefield-ზე 200 პერსპექტიულ სტარტაპს შორის ქართული სტარტაპი “თენეოც”-ც დასახელდა
Startup

Startup Battlefield-ზე 200 პერსპექტიულ სტარტაპს შორის ქართული სტარტაპი “თენეოც”-ც დასახელდა

ქართულ-ამერიკული სტარტაპი “თენეო” (Theneo) მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გლობალურ სტარტაპ ფესტივალს TechCrunch Disrupt დაესწრო. კოპმანია ღონისძიებაზე საკუთარი სტენდით წარსდგა. მათ საშუალება ჰქონდათ საკუთარი საქმიანობა უამრავ ადამიანისთვის გაეცნოთ.ფესტივალის ერთ-ერთ მთავარი მოვლენა Startup Battlefield-ია, სადაც 200 ყველაზე პერსპექტიული სტარტაპი ერთმანეთს ეჯიბრება. ჟიურის მიერ შერჩეულ 200 კომპანიას შორის “თენეოც” მოხვდა.საინტერესოა, რომ ქართული სტარტაპის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორმა კომპანიამ, TechCrunch-მა სტატია […]

სალომე გაზდელიანი
“აქ ცნობილი ადამიანი გავხდი, ხალხი მოდიოდა და სურათებს იღებდა” – ნიკა აბაშიძე
Startup

“აქ ცნობილი ადამიანი გავხდი, ხალხი მოდიოდა და სურათებს იღებდა” – ნიკა აბაშიძე

TechCrunch Disrupt ყოველწლიური სტარტაპ ფესტივალია, რომელიც TechCrunch-ის ორგანიზებით სან ფრანცისკოში იმართება.მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება გლობალურ სტარტაპ საზოგადოებას და სტარტაპერებს ერთმანეთის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. TechCrunch Disrupt-ზე დასწრება ათასობით ახალბედა კომპანიას საერთაშორისო ფონდების ყურადღების ცენტრში აქცევს. რაც მონაწილეებს პარტნიორების შეძენაში და თანამშრომლობაში ეხმარება. სტარტაპერები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. საუბრობენ მიღწევებზე, წინაღობებზე, გამოწვევებზე.წლევანდელი ფესტივალი 18-20 ოქტომბერს გაიმართა. […]

სალომე გაზდელიანი
Facebook-მა, Instagram-მა და WhatsApp-მა განაახლეს მუშაობა მრავალსაათიანი გათიშვის შემდეგ
Facebook

Facebook-მა, Instagram-მა და WhatsApp-მა განაახლეს მუშაობა მრავალსაათიანი გათიშვის შემდეგ

მომსახურება აღდგა, მაგრამ ეს მოხდება თანდათანობით, განაცხადა კომპანიამ. საიტები Facebook და Instagram კვლავ მუშაობს, ამას ადასტურებს GlobalCheck-ის მონაცემები. ავარიის შესახებ საჩივრები ასევე შემცირდა ბოლო საათებში, იუწყება Downdetector ვებგვერდი. კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა The New York Times-თან, რომ მომსახურება თანდათანობით აღდგება, მაგრამ ამას „გარკვეული დრო“ დასჭირდება. Instagram-მა, Whatsapp-მა და Facebook-მა მსოფლიოში მუშაობა შეწყვიტეს თბილისის დროით 19:50 საათზე. […]

Dimitri Gogelia