Apple
შესაძლოა, Airpods-ს უსადენო დატენვის ფუნქცია დაემატოს
შესაძლოა, Apple-ის პროდუქცია Airpods-ს 2019 წელს უსადენო დატენვის ფუნქცია დაემატოს. Apple-ს, როგორც ამას თავად აანონებდნენ, დიდი გეგმები ჰქონდა Airpods-თან დაკავშირებით. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, უსადენო დატენვის ფუნქციის მქონე Airpods-ს 2019 წლის პირველ ნახევარში უნდა ველოდოთ. AirPods-ის მომავალი მოდელი განახლებული Bluetooth-ის მახასიათებლებით წარდგება მყიდველის წინაშე. ხოლო, სრულიად განსხვავებული დიზაინისა და მახასიათებლების მქონე Airpods-ს მომხმარებელი 2020 წელს იხილავს.
Irakli Kashibadze