#atsarmoe-saqarthveloshi

ამერიკული IT კომპანია FDI გრანტის პირველი ბენეფიციარი გახდა
სიახლეები

ამერიკული IT კომპანია FDI გრანტის პირველი ბენეფიციარი გახდა

უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა – FDI გრანტის ფარგლებში, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ და ამერიკულმა კომპანიამ „Lineate”-მა ხელშეკრულება გააფორმეს.“აწარმოე საქართველოში” დირექტორის მიხეილ ხიდურელის განმარტებით, “ლინეატი” სულ მცირე 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამერიკული კომპანია 85-მდე ადამიანს ასაქმებს, ხოლო FDI გრანტის ფარგლებში, დამატებით 50 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და ქვეყანაში 700,000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.„Lineate“ პირველი […]

სალომე გაზდელიანი
“აწარმოე საქართველოში” ბერლინში გამართულ ღონისძიებაზეა წარმოდგენილი
Featured

“აწარმოე საქართველოში” ბერლინში გამართულ ღონისძიებაზეა წარმოდგენილი

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” სტენდი ბერლინში, European Manufacturing Strategies Summit – ზეა, წარდგენილი. წარმოების სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მაშტაბურ ღონისძიებას 150 ქვეყნიდან 300-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია ესწრება. სამიტის ფარგლებში სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” და საინვესტიციო მიმართულების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს, ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორებიცაა:Panassonic, Dyson, Electrolux და სხვ. აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია  საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს წარმოჩენისთვის.

Irakli Kashibadze
27 ნოემბერს გაიმართა  დისკუსია მცირე / საშუალო ბიზნესის გამოწვევებზე
Featured

27 ნოემბერს გაიმართა დისკუსია მცირე / საშუალო ბიზნესის გამოწვევებზე

27 ნოემბერს გაიმართა საჯარო ფორმატის დისკუსია „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“. ღონისძიებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს აღნიშნული საკითხის ირგვლივ ჩატარებული კვლევა . სააგენტოს „აწარმოე საქართელოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, არსებული პროექტების დასახვეწად მნიშვნელოვანია წარსული გამოცდილებების გათვალისწინება. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დისკუსია გაიმართა კონრად ადენაუერის ფონდის, პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) […]

Irakli Kashibadze