#ios

Apple-მა თავისი ოპერაციული სისტემების განახლებები გამოუშვა
Apple

Apple-მა თავისი ოპერაციული სისტემების განახლებები გამოუშვა

Apple-მა გამოუშვა iOS-ის, iPadOS-ის, macOS-ის, watchOS-ის და visionOS-ის ახალი ვერსიები. განახლებების დაყენება მოწყობილობებზე უკვე შესაძლებელია. Apple-მა ოპერაციული სისტემები 2025 წლის ზაფხულში, WWDC-ის დროს წარადგინა. მათი განმასხვავებელი ნიშანია Liquid Glass დიზაინის სისტემა. პირველი ბეტა ვერსიების გამოშვების შემდეგ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს. ძირითადად ჩიოდნენ იმაზე, რომ ინტერფეისის გამჭვირვალე ელემენტები გადატვირთულად გამოიყურება. iOS 26-ის ზომა 17 […]

დავით მაჭახელიძე
ჯეკ დორსის მესენჯერი Bitchat ახლა უკვე ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play-ზე
Featured

ჯეკ დორსის მესენჯერი Bitchat ახლა უკვე ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play-ზე

Twitter-ის შემქმნელმა ჯეკ დორსიმ დაასრულა დეცენტრალიზებული მესენჯერი Bitchat-ის ტესტირება და ის გამოუშვა App Store-სა და Google Play-ზე. ახლა მისი ჩამოტვირთვა ყველა მსურველს შეუძლია და არა მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც Test Flight-ში ადგილის დაკავება მოასწრეს. Bitchat — დეცენტრალიზებული მესენჯერია, რომელიც ინტერნეტის გარეშე მუშაობს. კომუნიკაციისთვის ის იყენებს Bluetooth Low Energy-ს. მესენჯერში ჩაშენებულია Curve25519 და AES-GCM დაშიფვრა, Panic […]

დავით მაჭახელიძე
რა აჩვენეს WWDC 25-ზე: iOS-ის „შუშის“ ინტერფეისი, სრულფასოვანი ფანჯრები iPadOS-ში და გადამუშავებული Spotlight macOS-ში
Apple

რა აჩვენეს WWDC 25-ზე: iOS-ის „შუშის“ ინტერფეისი, სრულფასოვანი ფანჯრები iPadOS-ში და გადამუშავებული Spotlight macOS-ში

9 ივნისს საღამოს Apple-მა WWDC 25 დიდი პრეზენტაციით გახსნა, სადაც თავისი ოპერაციული სისტემების განახლებები დააანონსა. მოკლედ რომ ვთქვათ, წელს კომპანია რედიზაინზე გადაერთო. პრეზენტაციაზე საკმაოდ ცოტა ახალი ფუნქცია იყო, ყველაზე დიდი ყურადღება კი Liquid Glass-ს დაეთმო — კომპანიის ყველა მოწყობილობის ოპერაციული სისტემის დიზაინის ახალ კონცეფციას. ამ სტატიაში ყველა მნიშვნელოვანი ანონსი შევაგროვე. რელიზების ნუმერაცია Apple-მა გადაწყვიტა თავისი […]

დავით მაჭახელიძე
Telegram-მა დიდი განახლება მიიღო
Android

Telegram-მა დიდი განახლება მიიღო

Telegram Android-ისა და iOS-ისთვის განახლდა ვერსია 11.12-მდე. ახლა შესაძლებელია არხებისთვის შეტყობინებების გაგზავნა, ჯგუფებში თემებს შორის უფრო სწრაფად გადართვა, ხმოვანი შეტყობინებების ამოჭრა და მაღალი გარჩევადობის ფოტოების გაგზავნა. შეტყობინებების გაგზავნა არხებზე ადმინისტრატორებს შეუძლიათ ახალი ფუნქციის ჩართვა, რათა გამომწერებმა შეძლონ პირდაპირ არხებზე პირადი შეტყობინებების გაგზავნა. გამომწერების შეტყობინებები ცალკეა ნაჩვენები მფლობელის პირად ჩატებთან შედარებით, ხოლო კონტენტის ავტორების საკონტაქტო მონაცემები […]

დავით მაჭახელიძე
Apple iPhone-ის, iPad-ისა და Mac-ისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი განახლებისთვის ემზადება
Apple

Apple iPhone-ის, iPad-ისა და Mac-ისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი განახლებისთვის ემზადება

Apple Inc. ემზადება კომპანიის ისტორიაში პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული რეკონსტრუქციისთვის, რომლის მიზანია iPhone-ის, iPad-ისა და Mac-ის ინტერფეისის ტრანსფორმირება მომხმარებლების ახალი თაობისთვის. რენოვაცია — რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი — ფუნდამენტურად შეცვლის ოპერაციული სისტემების გარეგნობას და Apple-ის სხვადასხვა პროგრამულ პლატფორმებს უფრო თანმიმდევრულს გახდის, ამ საქმის მცოდნეების თქმით. ეს მოიცავს ხატების, მენიუების, აპების, ფანჯრების და […]

დავით მაჭახელიძე
უფასო Adobe Photoshop iOS-ისთვის სამაგიდო ინსტრუმენტებით გამოუშვა
Adobe

უფასო Adobe Photoshop iOS-ისთვის სამაგიდო ინსტრუმენტებით გამოუშვა

კომპანია Adobe-მ გამოუშვა Photoshop iOS-ისთვის დესკტოპის ინსტრუმენტებით სურათების რედაქტირებისთვის. ასევე, აპლიკაციას დაემატა ნეირონული ქსელის ფუნქციები. მობილური აპლიკაცია Photoshop დიდი ხანია ნაკლებ ფუნქციებს გვთავაზობდა, ვიდრე დესკტოპის ვერსია. განახლებით, Adobe-მ სცადა ვერსიებს შორის არსებული სხვაობა შეემცირებინა. Photoshop-ს iOS-ისთვის დაემატა: აპლიკაცია უფასოა, მაგრამ ყველა ფუნქციაზე წვდომისთვის საჭიროა ხელმოწერის გაფორმება. თუ მომხმარებელს უკვე აქვს ხელმოწერა Adobe-ს ნებისმიერ პაკეტზე, Photoshop […]

დავით მაჭახელიძე
iPhone-ზე Google Gemini გამოვიდა
Google

iPhone-ზე Google Gemini გამოვიდა

Google-მა გამოუშვა ცალკე აპლიკაცია Google Gemini iOS-ისთვის – მასში ხელმისაწვდომია AI ასისტენტი Gemini Live. მანამდე Gemini iPhone-ზე მხოლოდ “Google ძიებაში” იყო ხელმისაწვდომი.Google Gemini-ს ინტერფეისი iOS-ზე შეესაბამება Android-ის ინტერფეისს მთავარი ეკრანით, რომელიც “Google ძიების” მინიმალიზმს მოგვაგონებს. მომხმარებელს შეუძლია წვდომა ჰქონდეს საუბრების ისტორიაზე “Chats & Gems” ზედა მარცხენა კუთხეში, ხოლო ქვედა ნაწილში განთავსებულია ტექსტური ველი “Ask Gemini”. […]

დავით მაჭახელიძე
ფილ შილერი Apple-დან OpenAI-ის დირექტორთა საბჭოს დამკვირვებლად შეუერთდება
Apple

ფილ შილერი Apple-დან OpenAI-ის დირექტორთა საბჭოს დამკვირვებლად შეუერთდება

Bloomberg-ის ჟურნალისტ მარკ გურმანის ბოლო ანგარიშის თანახმად, Apple-ის აღმასრულებელი ფილ შილერი მზადაა შეუერთდეს OpenAI-ს საბჭოს, როგორც არაგადამწყვეტი ხმის მქონე დამკვირვებელი. ეს მნიშვნელოვანი განვითარებაა ორ კომპანიას შორის პარტნიორობაში მას შემდეგ, რაც მათ ცოტა ხნის წინ შეთანხმებას მიაღწიες ChatGPT-ის Apple-ის ოპერაციულ სისტემებში ინტეგრაციის შესახებ. Apple-ის მნიშვნელოვანი შეთანხმების ფარგლებში OpenAI-სთან, ფილ შილერი, კომპანიის App Store-ის ხელმძღვანელი და ყოფილი […]

დავით მაჭახელიძე
Google Android-ში საეჭვო თვალთვალის ამოცნობის ფუნქციონალი დაემატა
Android

Google Android-ში საეჭვო თვალთვალის ამოცნობის ფუნქციონალი დაემატა

ჯერ ჯერობით მხოლოდ Apple-ის AirTag-ის აღმოჩენაა შესაძლებელი, მაგრამ Google-ი მუშაობს სხვა მწარმოებლებთანაც მათი მხარდაჭერის დამატებისთვის. 2023 წლის ივლისიდან სისტემა ხელმისაწვდომი იქნება ყველა Android-ზე 6.0 და ახალი ვერსიებისთვის. თუ სისტემამ აღმოაჩინა ტრეკერი, რომლის მფლობელიც მის ახლო არ არის თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ამის შესახებ და შეძლებთ სრული მარშრუტის ნახვას რა დროსაც ტრეკერი თქვენთან სიახლოვეში იყო. ასევე მოგცემთ […]

დავით მაჭახელიძე
Apple: Android-დან iPhone-ზე უფრო მეტი მომხმარებელი გადადის
Apple

Apple: Android-დან iPhone-ზე უფრო მეტი მომხმარებელი გადადის

Android კვლავ არის ყველაზე პოპულარული მობილური საოპერაციო სისტემა მსოფლიოში, მაგრამ Apple-ის თქმით, სმარტფონის მომხმარებლები სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას “ვაშლის” გაჯეტებს – და მიმდინარე წელი რეკორდულად იქცა ასეთი ადამიანების რაოდენობით. Apple-ის 2022 წლის ფისკალური მესამე კვარტლის მოგების შესახებ გამართულ შიდა კონფერენციაზე, აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ Android-ის მომხმარებელთა „დიდი რაოდენობა“ გადავიდა iPhone-ზე ბოლო თვეებში. […]

დავით მაჭახელიძე
WhatsApp-ის მონაცემების გადატანა Android-დან iOS-ზე გახდა შესაძლებელი
Software

WhatsApp-ის მონაცემების გადატანა Android-დან iOS-ზე გახდა შესაძლებელი

WhatsApp-მა განაცხადა, რომ ახლა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ანდროიდიდან iOS-ზე მონაცემების გადაცემის ფუნქცია. უცხოელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ფუნქცია დიდი ხანია ბეტა ტესტირებაშია. მონაცემებისა და ჩეთის ისტორიის გადასატანად შემდეგი პირობები უნდა დაკმაყოფილდეს: Android მოწყობილობას უნდა ჰქონდეს Lollipop, SDK 21 ან უფრო ახალი ვერსია, ან Android 5 ან უფრო ახალი ვერსია; iPhone-ს უნდა ჰქონდეს iOS 15.5 ან უფრო […]

დავით მაჭახელიძე
Apple WWDC 2022: MacBook Air M2, MacBook Pro M2
Apple

Apple WWDC 2022: MacBook Air M2, MacBook Pro M2

M2 ახალი პროცესორის გამტარობა 100 გიგაბაიტია წამში და მას 24 გიგაბაიტამდე მეხსიერება აქვს. M2 ჩიპი 25%-ით უფრო მძლავრი გრაფიკული სისტემითაა ვიდრე M1, იგივე სიმძლავრეზე. ხოლო 35%-ით სწრაფია მაქსიმალური ენერგომოხმარებისას. MacBook Air M2 კომპანიამ M2 პროცესორზე გადასვლისას ნოუთბუქის სრული რედიზაინი განახორციელა. კომპიუტერი წარმოდგენილია ოთხ ფერში (მოვერცხლისფრო, ნაცრისფერი, ოქროსფერი და მუქი ლურჯი). მისი სისქე 11,3 მილიმეტრია და […]

დავით მაჭახელიძე
Apple-მა iOS და iPad OS-ის უსაფრთხოების განახლება გამოუშვა
Apple

Apple-მა iOS და iPad OS-ის უსაფრთხოების განახლება გამოუშვა

კომპანია Apple-მა iOS და iPad OS საოპერაციო სისტემის განახლება გამოუშვა, რომლებშიც ჩასწორებულია მორიგი “ნულოვანი დღის” მოწყვლადობა. აღსანიშნავია, რომ განახლება ძველ iPhone 6S-საც შეეხო. კომპანიაში ამბობენ, რომ სისუსტე CVE-2021-30883 აქტიურად გამოიყენებოდა სხვა და სხვა ტიპის რეალურ შეტევებში – მისი წყალობით ბოროტმოქმედებს შეეძლოთ მიეღოთ სრული წვდომა მოწყობილობაზე. Apple აცხადებს, რომ განახლების დაყენება სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და რაც […]

დავით მაჭახელიძე
ტვიტერი ხმოვანი ჩატების გაშვებას უკვე აპრილში აპირებს
Featured

ტვიტერი ხმოვანი ჩატების გაშვებას უკვე აპრილში აპირებს

კომპანია Twitter-მა განაცხადა, რომ ხმოვანი ჩატების გაშვებას მიმდინარე წლის აპრილისთვის აპირებს. ფაქტიურად გაეშვება Clubhouse-ის ანალოგიური სერვისი Twitter-ისთვის და ერთდროულად Android და iOS პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი შეზღუდვების გარეშე. თავდაპირველად Anndroid-ის მომხამარებლები ვერ შეძლებენ ჩატის წამოწყებას მაგრამ მიიღებენ სხვა ჩატებში მონაწილეობას. სადემონსტრაციო ვიდეო რგოლში ჩანს, რომ Spaces-ის მომხმარებლები შეძლებენ საკუთარი ოთახების გაშვებას სხვა და სხვა თემატიკით, იქნება […]

დავით მაჭახელიძე
ფლორიდის სასამართლომ Apple-ის სარჩელი Corellium-ის წინააღმდეგ არ მიიღო
Apple

ფლორიდის სასამართლომ Apple-ის სარჩელი Corellium-ის წინააღმდეგ არ მიიღო

სასამართლომ ვირტუალური iOS-ის შემქმნელის Corellium-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ მიიღო წარმოებაში. აგვისტოში Apple-მა ისინი საოპერაციო სისტემის სრულ კოპირებაში დაადანაშაულა, რაც გრაფიკული ინტერფეისისა და სხვა iOS-ის ელემენტების უნებართვოდ კოპირებას მოიცავს. Corellium-ის საშუალებით დეველოპერებს შეუძლიათ იპოვონ უსაფრთხოების პრობლემები iOS სისტემაში. მაგალითისთვის სერვისი საშუალებას გაძლევთ iOS-ის სხვა და სხვა ვერსიები შეადაროთ ერთმანეთს, იმისთვის რომ გაიგოთ თუ რომელ ვერსიაში […]

დავით მაჭახელიძე
Google Assistant-ში სიმღერების მოძებნა უკვე წაღიღენებითაა შესაძლებელი
Featured

Google Assistant-ში სიმღერების მოძებნა უკვე წაღიღენებითაა შესაძლებელი

Google Assistant-ში შესაძლებელი გახდა სიმღერების მოძებნა მელოდიურად წამღერებითაა შესაძლებელი, შეგიძლიათ წაიღიღინოთ ან დაუსტვინოთ კიდევაც. კომპანია გვარწმუნებს, რომ მანქანური დასწავლის მოდელი ხმას ციფრულ თანმიმდევრობად გარდაქმნის, რომელიც სიმღერის მელოდიას შეესაბემება. ხმოვანი ასისტენტი შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, რომლებშიც იქნება ტრეკის მონაცემები, შემსრულებელი, ვიდეო რგოლი და სხვა მონაცემები. გარდა ამისა, Google მოგაწვდით სიმღერების ქავერებს, სხვა ვარიანტებს და ორიგინალურ ვერსებს, თუ […]

დავით მაჭახელიძე
iOS 14-ში Chrome-ის ნაგულისხმევ ბრაუზერად დაყენებაა გახდა შესაძლებელი
Apple

iOS 14-ში Chrome-ის ნაგულისხმევ ბრაუზერად დაყენებაა გახდა შესაძლებელი

iOS 14-ის ბეტა ვერსიაში (beta 8) გამოჩნდა შესაძლებლობა შეცვალოთ ნაგულისხმევი ბრაუზერი. მიმდნარე სტაბილურ ვერსიაში ამის საშუალება არ არის. რბრაუზერის შესაცვლელად საჭიროა: გადმოწეროთ Chrome აპლიკაცია App Store-დანან განაახლოთ ადრე დაყენებული ვერსია 85.0.4183.109-მდე გახსნათ “პარამეტრები” და აირჩიოთ იქ თქვენთვის ბრაუზერი Chrome ან Safari აირჩიეთ ჩანართი “ნაგულისხმევი ბრაუზერი” და იქ შეცვალოთ

დავით მაჭახელიძე
იაპონელმა აპლიკაციების დეველოპერებმა Epic Games-ს მხარი დაუჭირეს
Apple

იაპონელმა აპლიკაციების დეველოპერებმა Epic Games-ს მხარი დაუჭირეს

Bloomberg-ის პუბლიკაციის თანახმად ბევრი იაპონელი მობილური აპლიკაციების დეველოპერი მხარს უჭერს Epic Games-ს Apple-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ზოგიერთმა მათგანმა მიმართა იაპონიის ანტიმონოპოლიურ სამსახურებს. დეველოპერებს არ აწყობთ 30% კომისია და პრობლემები აქვთ უკუკავშირთან, მათ აწუხებთ რეცენზირების ხანგრძლივი ვადები და ირაციონალური მოთხოვნები, რომელთა შეუსრულებლობის გარეშე პროდუქტის პუბლიკაცია შეუძლებელია. კომპანიების PrimeTheory Inc. და Gumi Inc., ასევე დეველოპერები მცირე თამაშების სტუდიებიდან […]

დავით მაჭახელიძე
Apple-მა წაშალა Epic Games-ის ანგარიში App Store-დან
Apple

Apple-მა წაშალა Epic Games-ის ანგარიში App Store-დან

Apple-მა წაშალა Epic Games-ის ანგარიში App Store-დან, თუმცა შეინარჩუნა დეველოპერის პროფილი გრაფიკული ძრავის Unreal Engine-ისთვის. სასამართლომ მათ აუკრძალა Epic Games-ის ანგარიშის წაშლა, რომელიც ზიანს მიაყენებდა გრაფიკულ ძრავას და შესაბამისად სხვა დეელოპერებსაც. Epic Games-ის ანგარიშთან ერთად App Store-დან წაიშალა კომპანიის ყველა თამაში და მათი ჩამოტვირთვა შეუძლებელია “შესყიდვების” მენიუდანაც. თამაშების ჩამონათვალი: Fortnite Infinity Blade Tyrian Battle Breakers […]

დავით მაჭახელიძე
Apple-ის განცხადებით Epic Games-მა განსაკუთრებული პირობები მოითხოვა
Apple

Apple-ის განცხადებით Epic Games-მა განსაკუთრებული პირობები მოითხოვა

Apple განცხადებით გამოვიდა Epic Games-ის სარჩელის პასუხად, რომელიც მას ანტიკონკურენტულ ქცევაში ადანაშაულებს. აიტი გიგანტი ამბობს, რომ Fortnite-ის დეველოპერმა კონფლიქტამდე ცადა App Store-ში ინდივიდუალური პირობები მიეღო. Apple ასევე ამბობს, რომ ეს კომპანიის წესებს არღვევს, Fortnite არ დაბრუნდება App Store-ში მანამ, სანამ არ დასრულდება სასამართლო გარჩევა. დასტურად Apple-მა წარმოადგინა სამი ელექტრონული წერილი, რომელიც მათ Epic Games-ის მეთაურისგან […]

დავით მაჭახელიძე
Android სმარტფონები უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებენ განახლებებს ვიდრე iPhone
Apple

Android სმარტფონები უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებენ განახლებებს ვიდრე iPhone

სმარტფონების განახლებების გარეშე დატოვება ან მათი არარეგულარულად გამოშვება ყოველთვის იყო Android სმარტფონების მთავარი თავის ტკივილი. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს მომხმარებლების დიდი ნაწილი და შურით შეყურებს iPhone-ებს, რომლებსაც Apple დაახლოებით 4 წელი აახლებს პროგრამულად. სამართლიანია მოითხოვნა, როცა იგივე თანხას იხდის Samsung-ის ფლაგმანში რაც iPhone ღირს, გეკუთვნის თუნდაც იგივე დროით განახლებები. რა თქმა უნდა საუბარი არ არის […]

დავით მაჭახელიძე
WWDC 2019 – iOS 13, tvOS 13, Watch OS – 6, macOS Catalina
Apple

WWDC 2019 – iOS 13, tvOS 13, Watch OS – 6, macOS Catalina

tvOS 13 Apple TV-ს ექნება რამდენიმე მომხმარებლის მხარდაჭერა. ყოველ მომხამრებელს ექნება საკუთარი პროფილი, კონტენტის კოლექცია და მუსიკა. მოწყობილობას შეძლიათ შეუერთოთ Xbox One და PlayStation 4-ის კონტროლერები (რა თქმა უნდა მათი ხმარდაჭერა iOS-სა და iPad OS-ში იქნება). ფაქტიურად Apple TV შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მინი კონსოლი. Apple Music ტელევიზორზე სიმღერების ტექსტებს გამოიტანს, რეალურ დროში. Watch OS – […]

დავით მაჭახელიძე
FaceTime-ის კრიტიკულ შეცდომას Apple კვირის ბოლომდე გამოასწორებს
Apple

FaceTime-ის კრიტიკულ შეცდომას Apple კვირის ბოლომდე გამოასწორებს

Apple-მა აღიარა პრობლემა FaceTime-ში, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ზარზე პასუხამდე მოისმინოს რესპოდენტის ხმა. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა Reuters-თან საუბარში განაცხადა. Apple-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ კომპანია გამოუშვებს განახლებას, რომელიც კვირის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი. მას არ დაუზუსტებია თუ რამდენი ხანია ამ პრობლემის შესახებ არის მათთვის ცნობილი. პრობლემა გამოწვეულია შეცდომის მიერ, რომელიც ჯგუფურ ზარებს უკვავშირდება და ვრცელდება სმარტფონებზე […]

დავით მაჭახელიძე
Cydia – სამუდამოდ დაიხურება
Featured

Cydia – სამუდამოდ დაიხურება

ჯეი ფრიმენმა, რომელმაც iOS მოწყობილობებისთვის არაოფიციალური აპლიკაციების მარკეტი შეიქმნა ოფიციალურად აცხადებს, რომ პროექტი დაიხურა. Reddit-ზე მან ამის მიზეზებზე ისაუბრა. ჯეის სიტყვებით მან სერვისის დახურვა წლის ბოლოსთვის გადაწყვიტა, მაგრამ მან მაღაზიაში არსებული კრიტიკული უსაფრთხოების მოწყვლადობის შესახებ შეიტყო, რომელიც გადახდების სისტემას უკავშირდებოდა. ამიტომაც დეველოპერმა მიიღო გადაწყვეტილება სასწრაფოდ გაეთიშა გადახდების სისტემა. “რეალობა ასეთია, მე მინდა სრულად დამეხურა Cydia […]

დავით მაჭახელიძე