#meta

წარმოდგენილია Ray-Ban Meta* Gen 2 ჭკვიანი სათვალე
Facebook

წარმოდგენილია Ray-Ban Meta* Gen 2 ჭკვიანი სათვალე

Meta-მ* წარმოადგინა Ray-Ban-ის მეორე თაობის სმარტ-სათვალე, რომელიც გამოირჩევა გაზრდილი ავტონომიური მუშაობის დროით და 3K ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით, რაც მათ აახლოებს Oakley HSTN ჭკვიან სათვალეებთან. Ray-Ban Meta Gen 2 უკვე ხელმისაწვდომია შეკვეთისთვის 380 დოლარად Wayfarer, Skyler და Headliner ვარიანტებში. ახალ სმარტ-სათვალეებს შეუძლიათ იმუშაონ რვა საათამდე დატენვის გარეშე — ორჯერ მეტ ხანს, ვიდრე Ray-Ban Meta-ს პირველი თაობა […]

დავით მაჭახელიძე
Meta*-მ წარმოადგინა ჭკვიანი სათვალე Oakley
Facebook

Meta*-მ წარმოადგინა ჭკვიანი სათვალე Oakley

Meta*-მ წარმოადგინა ჭკვიანი სათვალეები Oakley HSTN და Oakley 500 და 400 დოლარის ფასად. პირველი მოდელი გამოვა შეზღუდული სერიით, მისი წინასწარი შეკვეთა შესაძლებელი იქნება 11 ივლისიდან. Oakley-ს რამდენიმე სხვა ვერსიის გაყიდვა დაიწყება მოგვიანებით ამ ზაფხულს. Oakley აღჭურვილია 12-მეგაპიქსელიანი კამერით 3K-მდე გარჩევადობით გადაღების შესაძლებლობით, Meta Ray-Bans იღებს მაქსიმუმ 1080p-ში. მოწყობილობას აქვს ჩაშენებული დინამიკები და მიკროფონები. წყლის შხეფებისგან […]

დავით მაჭახელიძე
WhatsApp-მა iPad-ისთვის აპლიკაცია 15 წლის შემდეგ გამოუშვა
Facebook

WhatsApp-მა iPad-ისთვის აპლიკაცია 15 წლის შემდეგ გამოუშვა

WhatsApp-მა წარადგინა iPad-ისთვის აპლიკაცია მესენჯერის გამოჩენიდან 15 წლის შემდეგ. ის ხელმისაწვდომია App Store-ში. აპლიკაცია მხარს უჭერს iPhone-ზე ხელმისაწვდომ ყველა ძირითად ფუნქციას, მათ შორის ხმოვან და ვიდეო ზარებს. გარდა ამისა, პლანშეტის ვერსია ინტეგრირებულია iPadOS-ის ბრენდირებულ ფუნქციებთან, როგორიცაა Stage Manager, Split View და Slide Over, რათა WhatsApp ერთდროულად გამოიყენოთ სხვა აპლიკაციებთან ერთად. ყველა მონაცემი დაცულია ბოლოდან ბოლომდე […]

დავით მაჭახელიძე
Meta-მ წარმოადგინა Edits-ს: ვიდეოების შექმნის გამარტივებული აპლიკაცია
Facebook

Meta-მ წარმოადგინა Edits-ს: ვიდეოების შექმნის გამარტივებული აპლიკაცია

გამოვიდა Edits, ინოვაციური მობილური აპლიკაცია, რომელიც ვიდეო კონტენტის შემქმნელებს საშუალებას მისცემს, მარტივად და ეფექტურად შექმნან მაღალი ხარისხის ვიდეოები პირდაპირ საკუთარ სმარტფონებზე. აპლიკაცია, რომლის მთავარი მიზანია ვიდეოს შექმნის გამარტივება, მომხმარებლებს სთავაზობს ინსტრუმენტების სრულ სპექტრს, რაც მათ შემოქმედებით პროცესს სჭირდებათ ერთ სივრცეში. Edits-ის შემქმნელები აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია აპლიკაციის განვითარების გზაზე და მომავალში გეგმავენ მის […]

დავით მაჭახელიძე
Meta-მ გამოუშვა Llama 4, ხელოვნური ინტელექტის ფლაგმანური მოდელების ახალი სერია
AI

Meta-მ გამოუშვა Llama 4, ხელოვნური ინტელექტის ფლაგმანური მოდელების ახალი სერია

კომპანია Meta-მ გამოუშვა ხელოვნური ინტელექტის მოდელების ახალი კოლექცია Llama 4, Llama-ს ოჯახიდან – და ეს შაბათს მოხდა. სულ ოთხი ახალი მოდელია: Llama 4 Scout, Llama 4 Maverick და Llama 4 Behemoth. ყველა მათგანი გაწვრთნილი იყო „არამარკირებული ტექსტური, გრაფიკული და ვიდეო მონაცემების დიდ მოცულობაზე“, რათა მათთვის მიეცათ „ფართო ვიზუალური გაგება“, ამბობს Meta. არსებული ინფორმაციით, ჩინური ხელოვნური […]

დავით მაჭახელიძე
წლის ბოლომდე Meta-ს* ექნება 1,3 მილიონი გრაფიკული პროცესორი ხელოვნური ინტელექტისთვის
AI

წლის ბოლომდე Meta-ს* ექნება 1,3 მილიონი გრაფიკული პროცესორი ხელოვნური ინტელექტისთვის

Meta-ს გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ წელს კომპანია გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს კაპიტალური დანახარჯები, რათა არ ჩამორჩეს კონკურენტებს ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე ბრძოლაში. პარასკევს Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ცუკერბერგმა თქვა, რომ Meta გეგმავს 2025 წელს 60-80 მილიარდი დოლარის დახარჯვას კაპიტალურ დანახარჯებზე, ძირითადად მონაცემთა ცენტრებსა და კომპანიის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ჯგუფებზე. ეს პროგნოზირებული დიაპაზონი დაახლოებით ორჯერ აღემატება 35-40 […]

დავით მაჭახელიძე
Meta-ს რევოლუციური AR სათვალე Orion: მომავლის ტექნოლოგია დღეს
Facebook

Meta-ს რევოლუციური AR სათვალე Orion: მომავლის ტექნოლოგია დღეს

Connect 2024 ღონისძიებაზე Meta*-ს გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა წარმოადგინა გაფართოებული რეალობის სათვალის პროტოტიპი Orion, რომელიც ადრე ცნობილი იყო კოდური სახელით Project Nazare. მის შექმნაში გამოყენებულია კომპანიის Reality Labs-ის რამდენიმე მოწინავე ტექნოლოგია. უნიკალური მახასიათებლები Orion აღჭურვილია გაფართოებული რეალობის დისპლეით, რომელიც უზრუნველყოფს დაახლოებით 70 გრადუსიან ხედვის არეს – ყველაზე ფართოს ამ ფორმ-ფაქტორში. მისი ლინზები დამზადებულია სილიციუმის კარბიდისგან […]

დავით მაჭახელიძე
Meta-მ წარმოადგინა ახალი შერეული რეალობის გარნიტურა Quest 3S
Facebook

Meta-მ წარმოადგინა ახალი შერეული რეალობის გარნიტურა Quest 3S

ხელმისაწვდომი ფასი და შთამბეჭდავი მახასიათებლები – Meta-ს ახალი ნაბიჯი VR ტექნოლოგიების პოპულარიზაციისკენ Connect 2024 კონფერენციაზე Meta-მ* წარმოადგინა ახალი შერეული რეალობის გარნიტურა Quest 3S. ჟურნალისტების შეფასებით, ეს მოწყობილობა წარმოადგენს რაღაც შუალედურს Quest 2-სა და Quest 3-ს შორის, ხოლო მისი ფასი შეადგენს 300 დოლარს. ახალი გარნიტურა მიზნად ისახავს გახდეს შესვლის წერტილი იმათთვის, ვისაც ჯერ არ ჰქონია ვირტუალური […]

დავით მაჭახელიძე
IBM და Meta ერთიანდებიან ხელოვნური ინტელექტის სფეროში
Facebook

IBM და Meta ერთიანდებიან ხელოვნური ინტელექტის სფეროში

IBM-მა და Meta-მ გამოაცხადეს 50-ზე მეტი ხელოვნური ინტელექტის კომპანიისა და კვლევითი ინსტიტუტის ალიანსი, რომლებიც ხელს უწყობენ ღია ხელოვნური ინტელექტის მოდელს. ამ გზით, კორპორაციები ცდილობენ გაიზარდონ პოპულარობა სწრაფად მზარდ ბაზარზე. AI ალიანსში ასევე შედის Intel, AMD, Dell, Intel, Sony, Linux, Oracle, NASA, კორნელის უნივერსიტეტი, იელის უნივერსიტეტი, ტოკიოს უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა მრავალი კომპანია და კვლევითი […]

დავით მაჭახელიძე
მასშტაბური გათავისუფლებები ამჟერად მეტაში – კომპანია 11 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს
Facebook

მასშტაბური გათავისუფლებები ამჟერად მეტაში – კომპანია 11 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Meta თანამშრომელთა მასშტაბური შემცირების ფარგლებში კომპანიიდან დაახლოებით 13%-ს, ანუ 11 ათასზე მეტ ადამიანს გაათავისუფლებს.ამის შესახებ, კორპორაციის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი იტყობინება თავის წერილში, რომელიც 9 ნოემბერს გამოქვეყნდა. დაარსების დღიდან ეს კომპანიაში პირველი მასშტაბური შემცირებაა.„მივიღე გადაწყვეტილება, შევამცირო ჩვენი გუნდი დაახლოებით 13%-ით და გავათავისუფლო 11000-ზე მეტი ჩვენი ნიჭიერი თანამშრომელი“, – ნათქვამია წერილში. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ახალი თანამშრომლების […]

სალომე გაზდელიანი
რა ემართება ინსტაგრამს? – მომხმარებლებს ანგარიშები დაებლოკათ
Instagram

რა ემართება ინსტაგრამს? – მომხმარებლებს ანგარიშები დაებლოკათ

სოციალური ქსელი ინსტაგრამის მომხმარებლებმა შეტყობინება მიიღეს, რომ მათი ანგარიშები დაიბლოკა. ხარვეზი 31 ოქტომბერს დაფიქსირდა და მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს შეეხო. გაუგებრობა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. კომპანია ადასტურებს, წარმოქმნილი პრობლემის შესახებ. მათი განმარტებით, ვითარებას სწავლობენ, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუზუსტებიათ. ხარვეზის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. კომპანია შექმნილი გაუგებრობისთვის ბოდიშს იხდის.საინტერესოა, რომ ზოგიერთი ექაუნთი არ დაბლოკილა, მაგრამ […]

სალომე გაზდელიანი
Meta უკვე არ არის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების ათეულში
Featured

Meta უკვე არ არის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების ათეულში

Bloomberg-ის მონაცემებით ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების პირველ ათეულში უკვე აღარ შედის კორპორაცია Meta (ადრე Facebook). კომპანია მე-11 სტრიქონზე გადავიდა. პირველ ადგილზე კი რა თქმა უნდა Apple იკავებს. Meta-ს ფასიანი ქაღალდების ღირებულება წლის დასაწყისიდან 40%-ით დაეცა. ამას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ კომპანიამ სოციალური ქსელის Facebook-ის ყოველდღიური აქტიური მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება გამოაცხადა. დაახლოებით 1 მილიონმა მომხმარებელმა […]

დავით მაჭახელიძე
ნამდვილი მეტასამყარო Minecraft-ია ხოლო ცუკერბერგის ვერსია “უსიცოცხლო კორპორაციული ნაგავია”
საინტერესო

ნამდვილი მეტასამყარო Minecraft-ია ხოლო ცუკერბერგის ვერსია “უსიცოცხლო კორპორაციული ნაგავია”

მეტასამყაროები Minecraft-ში შესაძლებელია რამდენიც გვინდა იმდენი შევქმნათ. მათი გაშვება ადვილია ძვირადღირებული გარნიტურების გარეშე და მათი გაფუჭებაც ადვილია. ასეთია შემოქმედებითი თავისუფლების ფასი, რომელსაც ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა Meta ვერ მოგვცემენ, თვლის ჟურნალისტი კლაივ ტომპსონი. როგორი იქნება მეტასამყარო ჯერ კიდევ არავინ არ იცის. 2021 წლის ოქტომბერში მარკ ცურეკრბერგმა Facebook-ის რებრენდინგისას თავისი ვერსია წარმოადგინა სადაც საკუთარი ავატარით ტური მოაწყო […]

დავით მაჭახელიძე
Meta – კომპანია Facebook-ის ახალი სახელი
Facebook

Meta – კომპანია Facebook-ის ახალი სახელი

ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა პრეზენტაციაზე Facebook Connect განაცხადა. მან თქვა, რომ კომპანია მეტასამყაროს განავითარებს, რომელიც ვირტუალური რეალობაა სადაც გაერთიანებული იქნება ყველა არსებული ტექნოლოგია და მოწყობილობა. მეტასამყაროს მთავარი მიზანი იქნება გააერთიანოს ადამიანები და დაეხმაროს მართ ურთიერთობებში. ასეთ ვირტუალრ სამყაროში შესაძლებელი იქნება ერთმანეთთან შეხვედრა ავატარების სახით, ხოლო კონტენტი რეალური სამყაროდან ჰოლოგრამების სახით იქნება წარმოდგენილი. მეტა გააგრძელებს Facebook, […]

დავით მაჭახელიძე