#online

საქართველოში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა დაინერგება
Featured

საქართველოში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა დაინერგება

მომავალი წლის პირველი იანვრიდან ეკონომიკური თანაშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 34 ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ საქართველოში კომპანიების და საბანკო ანგარიშების ონლაინ-რეგისტრაციას, ისე, რომ მათ საქართველოში ჩამოსვლა არ მოუწევთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადეს. საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის საგადასახადო ტვირთისმაჩვენებლით მეცხრე ადგილზეა. ამ გადასახადის მაჩვენებელი კი OECD-ის წევრ სახელმწიფოებში ბევრად მაღალია. შესაბამისად,საქართველო ხელსაყრელ მდგომარეობაშია. ფინანსთა მინისტრისგანცხადებით, OECD-ის ორგანიზაციაში 35 წევრი ქვეყანაა, თუმცა საქართველო მხოლოდ 34 მათგანთან გააფორმებს ხელშეკრულებას. “მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ელექტრონულირეზიდენტობის პრაქტიკა საქართველოს აძლევს უნიკალურშესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ფინანსური ცენტრი მთელირეგიონისთვის” – განაცხადა ბახტაძემ.  პრემიერმა ასევე აღნიშნავს, რომ წლის ბოლომდე რამდენიმე მსგავსიმასშტაბის ინიციატივას წარუდგენს ბიზნესმენებს. 

tamar dzindzibadze