Software
Opera-მ გამოუშვა AI-ბრაუზერი Neon თვეში 20-დოლარიანი გამოწერით
Opera-ს დეველოპერებმა წარმოადგინეს ბრაუზერი Neon. მასში ინტეგრირებულია ენობრივი მოდელები და ნეიროქსელური აგენტები. ბრაუზერზე წვდომისთვის საჭიროა თვეში 20 დოლარიანი გამოწერის გაფორმება. ბრაუზერში არის ნეიროქსელური აგენტების ნაკრები Neon Do. მათ შეუძლიათ მომხმარებლის ნაცვლად შეასრულონ ამოცანები: გადავიდნენ ვებგვერდებზე, მოიძიონ ინფორმაცია და შეავსონ ფორმები. აგენტებს აქვთ წვდომა ბრაუზერის ისტორიაზე. ეს მათ ეხმარება უკეთ გაიგონ, თუ კონკრეტულად რა სურს მომხმარებელს. […]
დავით მაჭახელიძე