#sony

Sony-მ PlayStation 5-ისთვის, PlayStation Portal-ისთვის, კომპიუტერისთვის, Mac-ისთვის ან სმარტფონისთვის Pulse Elevat უსადენო დინამიკები წარადგინა
Featured

Sony-მ PlayStation 5-ისთვის, PlayStation Portal-ისთვის, კომპიუტერისთვის, Mac-ისთვის ან სმარტფონისთვის Pulse Elevat უსადენო დინამიკები წარადგინა

State of Play-ის პრეზენტაციის ფარგლებში, იაპონურმა კომპანია Sony-მ წარმოადგინა Pulse Elevat უსადენო დინამიკები. აუდიო მოწყობილობა თავსებადია PlayStation 5-თან, PlayStation Portal-თან, კომპიუტერებთან, Mac-ებთან, სმარტფონებთან და სხვა გაჯეტებთან. Pulse Elevat-ის შექმნისას, მწარმოებელი დაეყრდნო გამოცდილებას, რომელიც მიიღო Pulse Elite უსადენო ყურსასმენზე და Pulse Explore ყურსასმენებზე მუშაობისას. დინამიკები იყენებენ ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა პლანარულ-მაგნიტური დრაივერი (Planar Magnetic Driver) და PlayStation […]

დავით მაჭახელიძე
PS5-ში გამოჩნდება ენერგიის დაზოგვის რეჟიმი Power Saver
Hardware

PS5-ში გამოჩნდება ენერგიის დაზოგვის რეჟიმი Power Saver

Sony PlayStation 5-ის სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის განახლება შემოგვთავაზებს ფუნქციებს, რომლებშიც შედის ენერგიის დამზოგავი რეჟიმი Power Saver და DualSense-ის მრავალმოწყობილობა, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, დააკავშირონ კონტროლერი რამდენიმე მოწყობილობასთან. ამგვარად, მათ შეეძლებათ ოთხამდე მოწყობილობის ერთდროულად რეგისტრაცია და მათ შორის გადართვა უშუალოდ კონტროლერიდან. ენერგიის დამზოგავი რეჟიმის ჩართვა შესაძლებელი იქნება მენიუში „პარამეტრები“ < „სისტემა“ < „ენერგიის დაზოგვა“ < „ენერგიის […]

დავით მაჭახელიძე
Sony PlayStation 5 Pro
Featured

Sony PlayStation 5 Pro

2024 წლის 10 სექტემბერს Sony-მ ტექნიკური პრეზენტაციის ფარგლებში გაამჟღავნა ინფორმაცია $700 ღირებულების PlayStation 5 Pro სათამაშო კონსოლის შესახებ. მოწყობილობის ბაზისურ კომპლექტაციაში არ იქნება დისკის წამკითხველი, მისი შეძენა მოგიწევთ ცალკე, ისევე როგორც ვერტიკალური განთავსების სადგამის. PS5 Pro-ს გაყიდვები დაიწყება 7 ნოემბერს, წინასწარი შეკვეთები კი – 26 სექტემბრიდან. ახალი კონსოლის ძირითადი უპირატესობები და გაუმჯობესებები: Sony-ში განმარტეს, რომ […]

დავით მაჭახელიძე
IBM და Meta ერთიანდებიან ხელოვნური ინტელექტის სფეროში
Facebook

IBM და Meta ერთიანდებიან ხელოვნური ინტელექტის სფეროში

IBM-მა და Meta-მ გამოაცხადეს 50-ზე მეტი ხელოვნური ინტელექტის კომპანიისა და კვლევითი ინსტიტუტის ალიანსი, რომლებიც ხელს უწყობენ ღია ხელოვნური ინტელექტის მოდელს. ამ გზით, კორპორაციები ცდილობენ გაიზარდონ პოპულარობა სწრაფად მზარდ ბაზარზე. AI ალიანსში ასევე შედის Intel, AMD, Dell, Intel, Sony, Linux, Oracle, NASA, კორნელის უნივერსიტეტი, იელის უნივერსიტეტი, ტოკიოს უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა მრავალი კომპანია და კვლევითი […]

დავით მაჭახელიძე
Sony-მ ყურსასმენები პლასტმასის ბოთლებისგან დაამზადა
Sony

Sony-მ ყურსასმენები პლასტმასის ბოთლებისგან დაამზადა

კომპანია Sony-მ Link Buds S უკაბელო ყურსასმენების ეკო-ვერსია წარმოადგინა. ახალ მოდელს Link Buds S Earth Blue ჰქვია და გადამუშავებული წყლის ბოთლის მასალებით შეიქმნა. ყურსასმენებს უნიკალური დიზაინი და ფუნქციების მრავალფეროვანი არჩევანი აქვს. კომპანიის შეფასებით, Link Buds S Earth Blue ღრუბლებით დაფარულ ლურჯს ცას მოგვაგონებს.პლასტმასის ბოთლების გარდა, გამოყენებულია ავტონაწილებიდან გადამუშავებული მასალები. სონი ამ მეთოდს გარემოზე მავნე ზემოქმედების […]

სალომე გაზდელიანი
DualSense Edge – ახალი უკაბელო კონტროლერი PlayStation 5-თვის
Console

DualSense Edge – ახალი უკაბელო კონტროლერი PlayStation 5-თვის

Sony Interactive Entertainment-მა წარმოადგინა DualSense Edge უკაბელო კონტროლერი PlayStation 5-ისთვის, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მოგაწოდოთ უპირატესობა თამაშში კონფიგურირებადი სამართავებით და თქვენი სათამაშო პანელის მორგების შესაძლებლობით თქვენი თამაშის სტილის შესაბამისად. DualSense Edge-ის ძირითადი მახასიათებლები: დააკონფიგურიროთ კონტროლი. თქვენ შეგიძლიათ გახადოთ თქვენი DualSense Edge უსადენო კონტროლერი უნიკალური ღილაკების ხელახალი ბმების დაყენებით ან გამორთვით, ჩხირის და ტრიგერის მგრძნობელობის და […]

დავით მაჭახელიძე
Sony Backbone One – გეიმპადი PS5 და iOS პლატფორმისთვის
Console

Sony Backbone One – გეიმპადი PS5 და iOS პლატფორმისთვის

Sony-მ წარმოადგინა Backbone One გეიმპედი, რომელიც დამზადებულია Dual Sense-ის სტილში და განკუთვნილია iOS-ზე გამოსაყენებლად. მომხმარებლებს შეეძლებათ თამაში დისტანციურად წარმოდგენილი კონტროლერის საშუალებით. კომპანიის ბლოგში აღნიშნულია, რომ გეიმპედი დამზადებულია PlayStation 5-ის სტილში და შერწყმულია არა მხოლოდ თავად კონსოლის დიზაინთან, არამედ სხვა მოწყობილობებთან და აქსესუარებთან. კონტროლერი მთლიანად იმეორებს Sony-ს გეიმპედის ფუნქციებს, მაგრამ გაჯეტს აქვს დამატებითი ღილაკები თავად გეიმპედის […]

დავით მაჭახელიძე
გამოქვეყნდა Sony Playstation 5-ის სამომხმარებლო ინტერფეისის დემონსტრაცია
Featured

გამოქვეყნდა Sony Playstation 5-ის სამომხმარებლო ინტერფეისის დემონსტრაცია

გუშინ კომპანია Sony-მ გამოუშვა State Of Play-ს სერიის ახალი ვიდეო რგოლი, რომელშიც ნაჩვენებია სამომხამრებლო ინტერფეისი, რომელიც PS3-დან მოყოლებული XMB – XcrossMediaBar-ის სახელით არის ცნობილი. ვიდეოში მთელი 11 წუთია დათმობილი მენიუბეზე, რომლებშიც შესაძლებელია ნადავლის, ამოცანების და სხვა პარამეტრების ნახვა. ასევე შესაძლებელია ყველანაირი პარამეტრების სწრაფი შეცვლა. ყოველ თამაშს საკუთარი Game Center აქვს, თუმცა უცნობია ეს მხოლოდ ექსკლუზივებზე […]

დავით მაჭახელიძე
Sony Playstation 5 – დიზაინი და თამაშების პრეზენტაცია
Console

Sony Playstation 5 – დიზაინი და თამაშების პრეზენტაცია

გუშნ გამართულ პრეზენტაციაზე კომპანია Sony-მ წარმოადგინა PlayStation 5-ის თამაშები სადაც გეიმერების წინაშე წარსდგა მრავალი თამაში, მათ შორის აღმოჩნდა ისეთებიც, რომელთა გამოც ახალი კონსოლის ყიდვა მოგინდებათ და რაც მთავარია, Sony-მ გაამხილა კონსოლის დიზაინი. ბევრი თვლიდა, რომ Sony მიბაძავდა Microsoft-ს და კონსოლის დიზაინი მსგავსი ფორმ-ფაქტორის იქნებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. კონსოლი ვერტიკალურია და მისი ჰორიზონტალურად მოთავსებას […]

დავით მაჭახელიძე
Dual Sense – Play Station 5-ის კონტროლერი იქნება
Console

Dual Sense – Play Station 5-ის კონტროლერი იქნება

კომპანია Sony-მ სრულიად მოულოდნელად წარმოადგინა გეიმპადი PS5-ისთვის. გაჯეტმა მიიღო სახელწოდება DualSense. ერთ-ერთი მთავარი განსხვავება წინამორბედისგან არის დიზაინი, მოწყობილობა მომრგვალებულია ზედა ნაწილში და განათებამ თაჩპედის გვერდებზე გადაინაცვლა. სერთო ჯამში კონტროლერი უფრო მასიურად გამოიყურება. ტექნიკური სიახლლებიდან აღსანიშნავია წერტიოვანი ვიბრაცია და სასხლეტების დინამიური სიხისტე. გარდა ამისა Share ღილაკი, რომელიც DualShock 4-ს აქვს, ახალ ვერსიაში შეცვლილია Create-ით. ღილაკი PS […]

დავით მაჭახელიძე
Sony-მ სედანი Vision-S წარადგინა
Design

Sony-მ სედანი Vision-S წარადგინა

Sony-მ CES 2020-ზე ელექტრომობილი, სედანი Vision-S წარადგინა. ეს სრულიად მოულოდნელი სიახლე იყო Sony-სგან. Vision-S აღჭურვილია 33 სხვადასხვა სენსორით, რამდენიმე ფართოკუთხოვანი ეკრანით და 360-გრადუსიანი ხმის სისტემით. როგორც Sony-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა კენიჩირო იოშიდამ განაცხადა, ეს პროტოტიპი მათ მეირ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს მომავლის ტრანსპორტისკენ. სედანი ელექტრომობილის ახალ ბაზაზეა დაფუძნებული, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე კომპანია Magna-ს მიერაა შექმნილი. 

Irakli Kashibadze
Play Station 5 – წელს არ გამოვა
Console

Play Station 5 – წელს არ გამოვა

წლევანდელი ფინანსური ანგარიშის წარდგენისას კომპანიამ პასუხები გასცა ინვესტორებისა და ანალიტიკოსების კითხვებს სადაც მათი მომავალი კონსოლის შესახებაც გაჟღერდა ინფორმაცია და გაირკვა, რომ ახალი კონსოლი მიმდინარე ფინანსურ წელს არ გამოვა. Wall Street Journal-ის იაპონური გამოცემის რედაქტორმა განაცხადა, რომ კომპანია გააგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით და ამაში საკმაოდ დიდი ფინანსების ჩადებასაც აპირებს. ამას წინათ Sony-მ უკვე თქვა, რომ კონსოლი […]

დავით მაჭახელიძე
Sony PlayStation Classic – ლეგენდარული კონსოლის დაბრუნება
Console

Sony PlayStation Classic – ლეგენდარული კონსოლის დაბრუნება

Sony თავის პირველი კონსოლის განახლებულ ვერსიას PlayStation Classic-ს გამოუშვებს, რომელიც თითქმის ორჯერ პატარა იქნება ორიგინალზე, ტელევიზორს HDMI ინტერფეისით მიუერთდება და ორი კლასიკური (სტიკების გარეშე) გემპადი ექნება კომპლექტში. კონსოლი არ იმუშავებს დისკებით იმიტომ, რომ მას უბრალოდ არ აქვს CD დრაივი, თუმცა მასში უკვე იქნება 20 კლასიკური თამაში, რომელთა შორისაა Tekken 3, Final Fantasy VII, Jumping Flash, […]

დავით მაჭახელიძე
რომელ სმარტფონებს აქვთ Project Treble-ის მხარდაჭერა
Android

რომელ სმარტფონებს აქვთ Project Treble-ის მხარდაჭერა

XDA პორტალის დეველოპერებმა შეადგინეს მოწყობილობების სია, რომლებსაც აქვთ Project Treble-ის მხარდაჭერა, რაც Google-ის ინიციატივის თანახმად მათზე განახლებების მიწოდებას ამარტივებს იმით, რომ დაბალი დონის კოდი განცალკევებულია გრაფიკული ინტერფეისისგან. ამის წყალობით მწარმოებლებს შეუძლიათ Android-ის ვერსიის განახლება პროგრამული გარსის შეცვლის გარეშე. დღეისათვის მხარდაჭერილი სმარტფონების სია შემდეგნაირად გამოიყურება: Google: Pixel; Pixel XL; Pixel 2; Pixel 2 XL Huawei/Honor: Huawei […]

დავით მაჭახელიძე
Sony აპირებს PlayStation VR-ს ფასი დააკლოს
Hardware

Sony აპირებს PlayStation VR-ს ფასი დააკლოს

უახლოეს მომავალში შესაძლოა ვირტუალური რეალობის შლემი PlayStation VR გაიაფდეს. ამის შესახებ ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე Sony Interactive Entertainment-ის ვიცე-პრეზიდენტმა კოდერამ განაცხადა. კომპანია აპირებს VR შლემების მიწოდების რაოდენობა გაზარდოს, რაც თავისთავად შეამცირებს მის ფასს. Sony ასევე აპირებს, გააფართოვოს PlayStation VR-ის ეკოსისტემა სხვადასხვა სახის მედიაკონტენტის (მუსიკისა და ფილმების ჩათვლით) გამოშვების ხარჯზე. გარდა ამისა, კოდერამ სხვა პლატფორმენეჯერებს უპასუხა კითხვებზე კონკურენციის შესახებ. […]

მარი დიხამინჯია
Sony Xperia XZ Premium, XZs, XA1 და XA1 Ultra
Android

Sony Xperia XZ Premium, XZs, XA1 და XA1 Ultra

MWC 2017-ის ფარგლებში Sony-მ ბარსელონაში ახალი პრემიუმ სმარტფონი Xperia XZ Premium წარმოადგინა. მოწყობილობა Snapdragon 835-ის ბაზაზეა და უნიკალური კამერითაა აღჭურვილი, რომელსაც slow-mo ვიდეოს 960 კადრი წამში სიხშირით გადაღება შეუძლია. XZ Premium Qualcomm-მა დააღვია პირობა და შეძლო მიეწოდებინა Snapdragon 835 პროცესორები Sony-ს ახალი ფლაგმანისთვის Samsung Galaxy S8/S8 Plus-ის გამოსვლამდე, რაც აღნიშნული სამხრეთკორეული ფლაგმანების გამოსვლის გადადების გამო […]

დავით მაჭახელიძე
Sony Xperia X და Xperia X Compact-ზე Android 7.0 გამოვიდა
Android

Sony Xperia X და Xperia X Compact-ზე Android 7.0 გამოვიდა

კომპანია Sony-მ განაახლა თავისი უახლესი სმარტფონები Android-ის უახლეს ვერსიამდე. როგორც ჩანს წელს იაპონურმა მწარმოებელმა უარი არა მხოლოდ Xperia Z-ზე არამედ ძველ ჩვევებზეც თქვა. Sony-მ ერთ-ერთმა პირველმა გამოუშვა Android 7.0 თავისი მოწყობილობებისთვის და ასევე განაახლა მოწყობილობების დიდი რაოდენობაც, რითაც სხვა მწარმოებლებს აჯობა კიდევ. ცოტა ხნის წინა გამოვიდა Xperia X Perfomance და Xperia XZ სმარტფონებისთვის, ხოლო ახლა […]

დავით მაჭახელიძე
Sony, HTC და LG-ის Android ბიზნესი დასასრულს უახლოვდება
Android

Sony, HTC და LG-ის Android ბიზნესი დასასრულს უახლოვდება

Android OEM (ანდროიდის ორიგინალური მოწყობილობების მწარმოებლები)-ების საქმიანობა ამ სიტყვებით რომ ამოიწურებოდეს, მათი საქმე გაცილებით უკეთესად იქნებაოდა, მაგრამ თანამედროვე სმარტფონების სამყაროში საკმარისი არ არის ახალი გაჯეტის შექმნა მძლავრი ტექნიკური მონაცემებით. საჭიროა საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა, მათი მხარდაჭერა, განახლება და უსაფრთხოების პატჩები და მათი ფასის სწორად შერჩევა. ყველა ვერ ახერხებს ამ ყველაფრის მაღალ დონეზე გაკეთებას, რის გამოც მათი […]

დავით მაჭახელიძე
Sony PlayStation 4 Pro – განახლებული სათამაშო კონსოლი
Featured

Sony PlayStation 4 Pro – განახლებული სათამაშო კონსოლი

კომპანია Sony-მ ოფიციალურად წარმოადგინა შემდეგი თაობის სათამაშო კონსოლი PlayStition 4. მოდელი PlayStation 4 Pro შეძლებს თამაშების 4K გარჩევადობით გაშვებას და UHD ტელევიზორებთან და ვირტუალური რეალობის ჩაფხუტთან PlayStation VR-თან იქნება თავსებადი. Playstation 4 Pro-მ მიიღო განახლებული პროცესორი უფრო მეტი ტაქტური სიხშირით, გრაფიკული პროცესორი გაორმაგებული წარმადობით და 1 ტერაბაიტი მოცულობის მყარი დისკი. მას შეუძლია High Dynamic Range (HDR) […]

დავით მაჭახელიძე
Sony Xperia XZ და Xperia X Compact
Android

Sony Xperia XZ და Xperia X Compact

სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა IFA 2016 გრძელდება, ამჯერად Sony-ს ანონსებს წარმოგიდგენთ. იაპონელებმა ახალი ფლაგმანი: Xperia XZ და ასევე მინიატურული Xperia X Compact წარმოადგინეს. X Perfomance-ის შემდეგ, რომელიც X-ის გაუმჯობესებული ვერსია იყო ახალ ფლაგმანი უკეთსად გამოიყურება. XZ დიდია, კარგად გამოიყურება, მეტალის კორპუსი და ყურადღებით დამუშავებული დეტალები დადებითად აისახება პროდუქტეზე. ახალი კამერა და Qualcomm-ის უახლესი პროცესორის მართლაც ტოპ […]

დავით მაჭახელიძე