#telegram

Telegram-მა დიდი განახლება მიიღო
Android

Telegram-მა დიდი განახლება მიიღო

Telegram Android-ისა და iOS-ისთვის განახლდა ვერსია 11.12-მდე. ახლა შესაძლებელია არხებისთვის შეტყობინებების გაგზავნა, ჯგუფებში თემებს შორის უფრო სწრაფად გადართვა, ხმოვანი შეტყობინებების ამოჭრა და მაღალი გარჩევადობის ფოტოების გაგზავნა. შეტყობინებების გაგზავნა არხებზე ადმინისტრატორებს შეუძლიათ ახალი ფუნქციის ჩართვა, რათა გამომწერებმა შეძლონ პირდაპირ არხებზე პირადი შეტყობინებების გაგზავნა. გამომწერების შეტყობინებები ცალკეა ნაჩვენები მფლობელის პირად ჩატებთან შედარებით, ხოლო კონტენტის ავტორების საკონტაქტო მონაცემები […]

დავით მაჭახელიძე
Telegram-ის განახლება: ფასიანი შეტყობინებები, ინფორმაცია თანამოსაუბრეების შესახებ და ტრანსლირება Chromecast-ის მეშვეობით
ინტერნეტი

Telegram-ის განახლება: ფასიანი შეტყობინებები, ინფორმაცია თანამოსაუბრეების შესახებ და ტრანსლირება Chromecast-ის მეშვეობით

Telegram-ის დეველოპერებმა მესენჯერის განახლება გამოუშვეს. გუნდმა წარმოადგინა ფუნქციები, რომელთა შესახებაც ბეტა-ტესტიდან გახდა ცნობილი ( 1 , 2 ) და სრულიად ახალი შესაძლებლობები. მაგალითად, მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ ვიდეოს გადაცემა Chromecast-ის საშუალებით, ხოლო დეველოპერებს შეუძლიათ მეტი დაზოგონ გადამოწმების კოდების გაგზავნაზე. რა არის ახალი Telegram-ში:

დავით მაჭახელიძე
Telegram-ის დამფუძნებელი აპლიკაციის ფასიან ფუნქციებზე საუბრობს
აპლიკაციები

Telegram-ის დამფუძნებელი აპლიკაციის ფასიან ფუნქციებზე საუბრობს

Telegram-ს ფარული კონტენტის გამოქვეყნების შესაძლებლობა ემატება. მომხმარებელს შეეძლება ექსკლუზიური კონტენტი (ფოტო-ვიდეო) სპეციალური @donate ბოტის გამოყენებით აპლიკაციის მესენჯერში განათავსოს. ინფორმაციას, ტელეგრამის დამფუძნებელი პაველ დუროვი საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.მისივე ინფორმაციით, კონტენტი დაფარული იქნება, სანამ მკითხველი, რომელსაც დამალული მასალის ნახვა სურს, შესაბამის თანხას არ გადაიხდის. აღსანიშნავია, რომ სიახლე ჯერ ისევ ტესტირების პროცესშია. ფუნქცია აპლიკაციის ბეტა ვერსიაში მაისის თვეში […]

სალომე გაზდელიანი
ტვიტერი ხმოვანი ჩატების გაშვებას უკვე აპრილში აპირებს
Featured

ტვიტერი ხმოვანი ჩატების გაშვებას უკვე აპრილში აპირებს

კომპანია Twitter-მა განაცხადა, რომ ხმოვანი ჩატების გაშვებას მიმდინარე წლის აპრილისთვის აპირებს. ფაქტიურად გაეშვება Clubhouse-ის ანალოგიური სერვისი Twitter-ისთვის და ერთდროულად Android და iOS პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი შეზღუდვების გარეშე. თავდაპირველად Anndroid-ის მომხამარებლები ვერ შეძლებენ ჩატის წამოწყებას მაგრამ მიიღებენ სხვა ჩატებში მონაწილეობას. სადემონსტრაციო ვიდეო რგოლში ჩანს, რომ Spaces-ის მომხმარებლები შეძლებენ საკუთარი ოთახების გაშვებას სხვა და სხვა თემატიკით, იქნება […]

დავით მაჭახელიძე
პავლე დუროვი: Telegram-ში რეკლამა საყოველთაო არ იქნება და ის უფრო უსაფრთხოა ვიდრე Signal
Featured

პავლე დუროვი: Telegram-ში რეკლამა საყოველთაო არ იქნება და ის უფრო უსაფრთხოა ვიდრე Signal

პავლე დუროვმა მომხმარებლების კითხვებს უპასუხა საკუთარ არხზე Telegram-ში. მან განაცხადა, რომ რეკლამა მხოლოდ მსხვილ არხებზე გამოჩნდება, რომლებიც კომპანიის სერვერებს სერიოზულად ტვირთავენ. “ჩვენ არასდროს გაიძულებთ უყუროთ 30-წამიანი სარეკლამო რგოლებს Telegram-ში. თუ ჩვენ ოდესმე დავნერგავთ რეკლამას, ის მხოლოდ მსხვილ არხებზე გამოჩნდება, რომელთა მომსახურებაც ძვირად ღირებული სერვერული რესურსები ჭირდება” – წერს დუროვი. ტელეგრამის გუნდი Safari-ს Web აპლიკაციაზე მუშაობს, […]

დავით მაჭახელიძე
Telegram-ის შემქმნელმა Facebook გააკრიტიკა და მისი მესინჯერის შესახებ მითები გააქარწყლა
Featured

Telegram-ის შემქმნელმა Facebook გააკრიტიკა და მისი მესინჯერის შესახებ მითები გააქარწყლა

პავლე დუროვმა კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა Facebook-ის მიმდინარე პოლიტიკის შესახებ WhatsApp-ში ცვლილებების გამო. პუბლიკაციაში მან Telegram-ის შესახებ გავრცელებულ მითებზეც ისაუბრა. ის ამბობს, რომ ბევრი მომხმარებელი აღშფოთებულია WhatsApp-ში განხორციელებული ცვლილებების გამო. 2021 წლის თებერვლიდან მესინჯერი ყველანაირი პირად ინფორმაციას Facebook-ის სარეკლამო სისტემას გადასცემს და ამის გამორთვა შეუძლებელი იქნება. დუროვის აზრით მომხმარებლები, რომლებიც არ ეთანხმებიან მსგავს პირობებს სხვა მესინჯერებზე […]

დავით მაჭახელიძე
Apple-მა ბელარუსიული Telegram არხების დაბლოკვა მოითხოვა
Apple

Apple-მა ბელარუსიული Telegram არხების დაბლოკვა მოითხოვა

Telegram-ის დამფუძნებელი გვატყობინებს, რომ Apple-მა მესინჯერს სამი არხის დაბლოკვა მოთხოვა, რომლების საშუალებითან ბელორუსის მაცხოვრებლები ავლენენ პროტესტის ჩახშობაში მონაწილე სამართალდამცავების და ჩინოსნების ვინაობას. https://t.me/durov/135 დუროვი ამბობს, რომ საუბარია არხებზე @karatelibelarusi (73 ათასი ხლემომწერი), @chatpartizan (ჩატი, დაახლ. 1000 ხელმომწერი) და @belarusassholes (თითქმის 20 ათასი ხელმომწერი). Apple-ის მოთხოვნაში საუბარია შეშფოთება იმის გამოს, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების პირადი ინფორმაციის […]

დავით მაჭახელიძე
Telegram-ის სამაგიდო ვერსიაში სამუშაო მაგიდის გაზიარება იქნება შესაძლებელი
Featured

Telegram-ის სამაგიდო ვერსიაში სამუშაო მაგიდის გაზიარება იქნება შესაძლებელი

Telegram-ის MacOS-ისთივს განკუთვნილი აპლიკაციის ბეტა ვერსიაში ეკრანის გაზიარების ფუნქცია დაემატა. ჯერ ჯერობით უცნობია როდის იქნება ეს ფუნქციონალი ხელმისაწვდომი Windows და Linux პლატფორმებზე და რა თქმა უნდა სტაბილურ ვერსიაში.

დავით მაჭახელიძე
Telegram-მა ბელარუსში ცენზურის საწინააღმდეგო ინსტრუემნტები აამოქმედა
Featured

Telegram-მა ბელარუსში ცენზურის საწინააღმდეგო ინსტრუემნტები აამოქმედა

საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი აქციების ფონზე Telegram დამფუძნებელმა პავლე დუროვმა განაცხადა, რომ მესინჯერმა გაააქტიურია ცენზურის საწინააღმდეგო ინსტრუმენტები ბელარუსში. “თუმცა კავშირი ძალიან არასტაბილურია, რადგანაც ინტერნეტი ქვეყანაში ხანდახან მთლიანად ითიშება” – წერს დუროვი თავის Twitter-ზე. ცენზურის საწინააღმდეგო ინსტრუმენტები Telegram-მა 2017 წლის ივლისში გამოუშვა, მესინჯერის მობილური ვარიანტის 4.1 ვერსიაში სადაც შესაძლებელი გახდა კონტეაქტებისთვის და მესგობრებისთვის პროქსი სერვერების პარამეტრები გაზიარება. […]

დავით მაჭახელიძე
Google Stadia და Microsoft xCloud – iOS-ზე არ იქნება
Apple

Google Stadia და Microsoft xCloud – iOS-ზე არ იქნება

2020 წლის 7 აგვისტოს Apple-მა განაცხადა, რომ ღრუბლოვანი სათამაშო სერვისები Microsoft xCloud და Google Stadia არ იქნება ხელმისაწვდომი iOS მოწყობილობებზე, რადგანაც ისინი App Store-ის პოლიტიკას არღვევენ. Apple-მა დააზუსტა, რომ სერვისები xCloud და Stadia არღვევენ App Store-ის წესებს, რომელთა შორის არის პუნქტები 4.2.7 (პუნქტი E – “თხელი კლიენტი რღუბლოვანი აპლიკაციისთვის არ შეიძლება არსებობდეს App Store-ში”) და […]

დავით მაჭახელიძე
ბლოკჩეინ პლატფორმა TON აღარ გაეშვება
Featured

ბლოკჩეინ პლატფორმა TON აღარ გაეშვება

Telelgram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა განაცხადა, რომ ბლოკჩეინ პროექტი TON დაიხურა და მოუწოდა მომხმარებლებს არ დაუკავშირონ მესინჯერს ის საიტები, რომლებსაც მსგავსი სახელწოდება ექნებათ. ღია წერილში მან ისაუბრა პროექტიდან გასვლის მიზეზების შესახებ. ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიის დეველოპერები მუშაობდნენ TON პლატფორმაზე და კრიპტოვალუტა Gram-ზე, რომელიც დეცენტრალიზებულ პრინციპზე მუშაობდა და ბიტკოინსა და ეთერეუმზე გაცილებით სწრაფი და მასშტაბირებადი იყო […]

დავით მაჭახელიძე
Telegram-ის ახალი ვერსია აღარ არის iOS-ექსკლუზივი
აპლიკაციები

Telegram-ის ახალი ვერსია აღარ არის iOS-ექსკლუზივი

Google Play Challegram-ის (მესენჯერი Telegram-ის ალტერნატიული ვერსია) რელიზიდან ორი კვირის შემდეგ, მისმა შემქმნელებმა გამოუშვეს სახელშეცვლილი აპლიკაციის პირველი დიდი განახლება. აპლიკაციის სახელი გახდა Telegram X. რებრენდინგთან ერთად, დაემატა ახალი ფუნქციებიც. Telegram X-ის Android-ის განახლებულ ვერსიაში დაემატა მუსიკის გასტრიმვის შესაძლებლობა/ ასევე, დამატებულია სურათების დამუშავების ჩაშენებული რედაქტორი, ისევე როგორც ოფიციალურ კლიენტში გვაქვს. Telegram X არის მესენჯერის სპეციალური ვერსია, რომელიც […]

მარი დიხამინჯია
Telegram-ში შესაძლებელი გახდა ვიდეო მესიჯის გაგზავნა
Software

Telegram-ში შესაძლებელი გახდა ვიდეო მესიჯის გაგზავნა

წინა კვირას Telegram-მა მიიღო განახლება. ახალ ვერსიაში დაემატა ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის და ვიდეო ფაილების გაცვლის შესაძლებლობა. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, შემქმნელებმა მეტი სიახლეც შემოგვთავაზეს. მომხმარებლების მეტი კომფორტისათვის, 3.18.1 ვერსიაში დაემატა მოკლე ვიდეო გზავნილების გაგზავნის შესაძლებლობა. ამის შესახებ იუწყება Planet Mobile. საწყისი ეტაპისთვის, ახალი ფუნქცია მხოლოდ ანდროიდის მომხმარებლებისათვისაა ხელმისაწვდომი. ვიდეო გზავნილის ფუნქციის საქტივაციისთვის საჭიროა დავაყენოთ განახლება […]

მარი დიხამინჯია
Telegram-ში აუდიო ზარები იქნება
სოციალური ქსელები

Telegram-ში აუდიო ზარები იქნება

Telegram მესინჯერში ხმოვანი შეტყობინებების ფუნქცია დაემატება. მართლაც ამის შესაძლებლობა უკვე სატესტო რეჟიმში აპლიკაციის ბეტა რელიზშია განხორციელებული. აუდიო ზარები თითქმის ყველა პოპულარულ მესინჯერს აქვს, როგორებიცაა WhatApp, Viber და Facebook Messenger. მალე მათ რიცხვს სრულყოფილად შეუერთდება Telegram. ფუნქცია ჯერ-ჯერობით მხოლოდ აპლიკაციის ბეტა ვერსიაშია ხელმისაწვდომი. ტესტირებისთვის რა თქმა უნდა ცალკე სერვერი გამოიყენება და სიახლით ადრეულ ეტაპზე სარგებლობის მსურველებს […]

დავით მაჭახელიძე