სიახლეები
WhatsApp-ის მუშაობა აღდგა
შეტყობინების გასაგზავნი პლატფორმა WhatsApp ონლაინს დაუბრუნდა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა. პრობლემა მთელი მსოფლიოს მომხმარებლებს შეეხოთ. შეფერხებული იყო შეტყობინებების მიღება და გაგზავნა.WhatsApp-ის მფლობელი კომპანიის, Meta-ს განმარტებით, პრობლემა მოგვარებულია, თუმცა, ხარვეზის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერჯერობით არ დაუსახელებია. WhatsApp პოპულარული ონლაინ პლატფორმაა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ორ მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს.
სალომე გაზდელიანი