ქუთაისელი გოგონას ინოვაციური გამოგონება უსინათლოებისთვის

ქუთაისელი გოგონას ინოვაციური გამოგონება უსინათლოებისთვის

tamar dzindzibadzetamar dzindzibadze

გვანცა მაჩიტაძე ახალგაზრდა გამომგონებელია. 13 წლის მოზარდი ბევრ საინტერესო პროექტზე მუშაობს და პატარა ასაკიდან გამომგონებლობითაა დაინტერესებული.

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლემ და მისმა მეწყვილემ – ნატა სულაქველიძემ, ლეონარდო და ვინჩის კონკურსშიც მიიღეს მონაწილეობა და ერთ-ერთი საპრიზო ადგილი დაიკავეს. მათ პროექტი ,, მაკორექტირებელი სენსორული სისტემა“ წარადგინეს და ჟიურის რჩეულებიც გახდნენ. პროექტი უსინათლოებს, და არა მარტო მათ, ეხმარება თავი აარიდონ სხვადასხვა წინაღობას და სხვადასხვა დაბრკოლებები სხვისი დახმარების გარეშე, ინოვაციური გამოგონების მეშვეობით გადალახონ. გოგონებმა მესამე ადგილი და ფულადი პრემიაც მოიგეს.

„ამ კონკურსმა ბევრი რამ შემძინა.ძალიან დიდი სიხარულია, როცა შენი გამოგონებით სხვას უადვილებ ცხოვრებას. გარდა ამისა, დიდი გამოცდილებაც მივიღე. ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს პედაგოგ არჩილ გეგუჩაძეს და პარტნიორ ნატა სულაქველიძეს“, – ამბობს ნიჭიერი მოსწავლე.

ნატა გასულ წელს STEM ფესტივალზეც მონაწილეობდა, სადაც მას მისი პროექტის მენტორი არჩილ გაგუჩაძე ეხმარებოდა. გამოგონებამ “სამაშველო ზურგსაკიდი სტიქიითდაზარალებულთა გადასაყვანად” დიდი დაინტერესება გამოიწვია.

გარდა მეცნიერებისა, გვანცა ხელოვნებითაცაა დაინტერესებული. იგი ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმის სკოლის ბენდში მღერის. ბენდმა „ინსპირაციამ“ უკვე სხვადასხვა პროექტშიც მიიღო მონაწილეობა და გვანცაც ბენდის ერთ-ერთი წარმატებული ვოკალისტია.
გოგონა პარარელელურად ,, საჯარო გამოსვლები და დებატების“ აქტიური მონაწილეცაა და ცდილობს დრო სწავლასთან ერთად სხვადასხვა პროეტებსაც დაუთმოს.

ამ ეტაპზე ახალგაზრდა გამომგონებელს რამოდენიმე გამოგონებისა და პროექტის იდეა აქვს და მენტორებთან ერთად მომავალი კონკურსებისთვის ემზადება.

გაზიარება:

დაკავშირებული პოსტები

მზის სისტემა შესაძლოა კოსმოსში 3-ჯერ უფრო სწრაფად მოძრაობდეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო
მეცნიერება

მზის სისტემა შესაძლოა კოსმოსში 3-ჯერ უფრო სწრაფად მოძრაობდეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო

ფიზიკოსებმა მიიღეს ნივთიერების კვანტური მდგომარეობა სახელწოდებით „ელექტრონული კრისტალი“
მეცნიერება

ფიზიკოსებმა მიიღეს ნივთიერების კვანტური მდგომარეობა სახელწოდებით „ელექტრონული კრისტალი“

სამყაროს გაფართოება „ახლა ნელდება და არ ჩქარდება“
მეცნიერება

სამყაროს გაფართოება „ახლა ნელდება და არ ჩქარდება“

ძალიან ნელი დაწყების შემდეგ, ევროპის მრავალჯერადი რაკეტის პროგრამა სიცოცხლის ნიშნებს ავლენს
მეცნიერება

ძალიან ნელი დაწყების შემდეგ, ევროპის მრავალჯერადი რაკეტის პროგრამა სიცოცხლის ნიშნებს ავლენს

რამდენად დიდი შეიძლება იყოს შავი ხვრელი?
მეცნიერება

რამდენად დიდი შეიძლება იყოს შავი ხვრელი?

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…
მეცნიერება

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა