#innovation

ევროპა 100 მლრდ. ევროს გამოყოფს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის
AI

ევროპა 100 მლრდ. ევროს გამოყოფს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის

ევროპის ამბიციური გეგმა 100 მილიარდი ევროს ღირებულების “ხელოვნური ინტელექტის CERN”-ის პროექტისთვის მიზნად ისახავს კონტინენტის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების რევოლუციურ ცვლილებას. როგორც EURACTIV-ი იუწყება, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მხარდაჭერა გამოხატა ამ მასშტაბური ინვესტიციის მიმართ, რომელიც შექმნის ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და ინოვაციის ცენტრალიზებულ ჰაბს, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მოდელის მიხედვით. “ხელოვნური ინტელექტის CERN”-ის წინადადება გამომდინარეობს […]

დავით მაჭახელიძე
სინგაპურში პირველად გაიყიდება ხელოვნური ხორცი
Featured

სინგაპურში პირველად გაიყიდება ხელოვნური ხორცი

ხორცის ალტერნატივაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. FoodTech-ის კვლევების თანახმად უახლოეს მომავალში ხელოვნური ხორცი ბაზრის 10% დაიკავებს. უმთავრესად ეს მომხმარებლების მხრიდან ჯანმრთელობაზე, ცხოველების ბედზე და გარემოზე ზრუნვით არის გამოწვეული. ახლა რესტორნებში და სუპერმარკეტების თაროებზე შეიგიძლიათ ნახოთ ხორცპროდუქტები, რომლებიც მცენარეულ ბაზაზეა დამზადებული. სფეროს განვითარების შემდეგი ეტაპი “სუფთა” ან “კულტივირებული” ხორცია. მისი გამოყვანა ცხოველების უჯრედებისგან ხდება ლაბორატორიებში. მიუხედავად იმისა, […]

დავით მაჭახელიძე
TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi ერთად გაიმართება
Featured

TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi ერთად გაიმართება

წელს, TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi ერთად გაიმართება, რაც ნიშნავს იმას, რომ ტედ აუდიტორიის წინაშე ახალგაზრდები და „ზრდასრული“ სპიკერები ერთად პირველად წარსდგებიან. TED-ის ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, 1 დეკემბრის  ღონისძიების თითოეული მომხსენებელის წინაშე იდგება საპასუხისმგებლო ამოცანა, აუდიტორიას წარუდგინონ მათი ინოვაციური იდეების  საუკეთესო პრეზენტაცია. სპიკერების მიზანი იქნება, მაქსიმუმ 18 წუთში დაარწმუნონ აუდიტორია საკუთარი იდეის/ხედვის ღირებულებაში, აანთონ მსმენელი იმ ენთუზიაზმით, რომელსაც თვითონ […]

tamar dzindzibadze
ტექნოპარკში გრანტების პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
Featured

ტექნოპარკში გრანტების პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

2018 წლის 29 ნოემბერს, 19:00 საათზე ტექნოპარკში ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. თუ ინოვაციური სტარტაპის შექმნა გსურს, არ გაუშვა ეს შანსი ხელიდან. ყველა დაინტერესებული პირი, როგორი უცნაური, ან რთული კითხვაც უნდა ჰქონდეს, ამომწურავ და სრულ ინფორმაციას მიიღებს საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. პროგრესი შეუქცევადია! გამოიყენე შანსი მიიღო 100 000 ლარამდე თანხით დაფინანსების საშუალება და […]

tamar dzindzibadze
ახმეტაში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა
Featured

ახმეტაში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

ახმეტაში ინოვაციების ცენტრის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, პარლამეტის წევრი გელა სამხარაული და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი დაესწრნენ. ახმეტის ინოვაციების ცენტრში სისტემატიურად ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულების ტრენინგები. რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ […]

tamar dzindzibadze
Store.edison.ge მაღაზიას ხსნის
Featured

Store.edison.ge მაღაზიას ხსნის

ინოვაცია ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. სწორედ ინოვაცია წარმოადგენს განვითარებადი ქვეყნების შანსს, არ ჩამორჩნენ განვითარებულ სამყაროს და მდგრადი განვითარების გზით გააუმჯობესონ ცხოვრების დონე.  სწორედ ამ შანს იძლევა ედისონი, შანსს განვითარებისა და წინსვლის. ამ მიზნით, 3 დეკემბერს, აქსის შოპინგ ცენტრში (ალ.ყაზბეგის #24) კიდევ ერთი ინოვაციური და ტექნოლოგიური სივრცე – მაღაზია Edison Store […]

Irakli Kashibadze
StartUP Beats – ივანე მაჭავარიანი
Featured

StartUP Beats – ივანე მაჭავარიანი

ორშაბათს, 26 ნოემბერს – 18:00 საათზე, პროექტ StartUP Beats – ის სტუმარი ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი იქნება. ინოვაციები, ბიზნესი და რისკის მართვა – ივანე მაჭავარიანის ინტერაქტივი. ამჟამად, ის ქვეყნის ფინანსთა მინისტრია. აქვს ბიზნეს სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება. ის გესაუბრებათ საკუთარი წარმატების ისტორიაზე, ინოვაციაზე ბიზნესში, რისკიან გადაწყვეტილებებსა და თანამედროვე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართება. […]

tamar dzindzibadze
ბაქსვუდის სკოლის ინოვაციების ცენტრში კრეათონი გაიმართა
Featured

ბაქსვუდის სკოლის ინოვაციების ცენტრში კრეათონი გაიმართა

„ბაქსვუდის“ სკოლის ინოვაციების ცენტრში კრეათონი გაიმართა. ღონისძიება ახალგაზრდების კრეატიული აზროვნების განვითარების მიზნით ჩატარდა. კრეათონს, ინოვაციების სფეროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ მაღაკლასელებს, TechTalk-ის ფარგლებში, წაუკითხეს ლექციები ხელოვნური ინტელექტისა და Google-ში მუშაობის დაწყების შესაძლებლობაზე. შემდეგ კი, ცენტრის მოსწავლეებმა „სუმო-ბოტი“ წარადგინეს, რომელიც, სპორტის ამ სახეობაში, მათ მიერვე დაპროგრამებული რობოტების შეჯიბრებას გულისხმობდა. „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – თბილისში“ […]

tamar dzindzibadze
ქუთაისელი გოგონას ინოვაციური გამოგონება უსინათლოებისთვის
Featured

ქუთაისელი გოგონას ინოვაციური გამოგონება უსინათლოებისთვის

გვანცა მაჩიტაძე ახალგაზრდა გამომგონებელია. 13 წლის მოზარდი ბევრ საინტერესო პროექტზე მუშაობს და პატარა ასაკიდან გამომგონებლობითაა დაინტერესებული. ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლემ და მისმა მეწყვილემ – ნატა სულაქველიძემ, ლეონარდო და ვინჩის კონკურსშიც მიიღეს მონაწილეობა და ერთ-ერთი საპრიზო ადგილი დაიკავეს. მათ პროექტი ,, მაკორექტირებელი სენსორული სისტემა“ წარადგინეს და ჟიურის რჩეულებიც გახდნენ. პროექტი უსინათლოებს, და არა მარტო მათ, […]

tamar dzindzibadze
სამეგრელოში ინოვაციების ცენტრი გახსნა
Featured

სამეგრელოში ინოვაციების ცენტრი გახსნა

სამეგრელოს რეგიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა.  გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე დაესწრნენ.

tamar dzindzibadze
Gitaა-მ თანადაფინანსების პროგრამა გამოაცხადა
Featured

Gitaა-მ თანადაფინანსების პროგრამა გამოაცხადა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (Gita) თანადაფინანსების პროგრამა გამოაცხადა. ეს არის გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. Gita-ს ინფორმაციით, დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტი – საქმიანობა, სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოების გარდა. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას […]

tamar dzindzibadze
სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა
Featured

სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე დაესწრნენ. ინოვაციების ცენტრი სამეგრელოს რეგიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრშია განთავსებული, რომელიც „საპარტნიორო ფონდმა“ […]

tamar dzindzibadze
გადამზადება IT მიმართულებით
Featured

გადამზადება IT მიმართულებით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად გადამზადების ახალ პროგრამას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია ტექნოპარკში გაიმართა. პროგრამის ,,გადამზადება IT მიმართულებით’’ ფარგლებში რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები იმ ცოდნას დაეუფლებიან, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში გაერკვნენ, თავად ააწყონ სტატიკური ვებგვერდი ან საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანონ არსებული ვებგვერდის პროგრამულ […]

tamar dzindzibadze
სამედიცინო ეკოსისტემა – Tsamali.ge
Featured

სამედიცინო ეკოსისტემა – Tsamali.ge

Tsamali.ge – უკვე ყველასათვის ნაცნობი სამედიცინო ეკოსისტემაა და მას დღეში რამოდენიმე ათასი პაციენტი სტუმრობს, რაც ამ სეგმენტისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია. სტარტაპი სექტემბერში შეიქმნა, თუმცა, როგორც ჩანს ის ძალიან დინამიკურად ვითარდება და ციფრულ მედიცინაში (medTech) მუდმივად სიახლეებს გვთავაზობს. “ჩვენს პლატფორმას დაემატა ახალი სერვისი, ეს არის ფასის მიხედვით სამედიცინო მომსახურების მოძიება. მაგალითად ერთი დაწკაპუნებით გაიგებ სად (თბილისში, […]

tamar dzindzibadze
GITA-სა და BGTA – ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Featured

GITA-სა და BGTA – ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჩინეთში ქ. შანხაიში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და BGTA – ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. BGTA ხელს უწყობს დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური ტექნოლოგიისა და საინვესტიციო ეკოსისტემის განვითარებას ჩინეთში. მემორანდუმის მიხედვით, ქართველი სტარტაპებისთვის შანხაიში BGTA აქსელერატორში გამოყოფილი იქნება უფასო სამუშაო სივრცე. მემორანდუმის ხელმოწერის პარალელურად ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის […]

tamar dzindzibadze
16 წლის მოსწავლემ ალგორითმზე დაფუძნებული პროგრამა Digital Mind შექმნა
Featured

16 წლის მოსწავლემ ალგორითმზე დაფუძნებული პროგრამა Digital Mind შექმნა

16 წლის მოსწავლის, გიორგი ჩახნაშვილის მიერ შექმნილ ალგორითმზე დაფუძნებული პროგრამა Digital Mind, შესაძლებლობას იძლევა გააანალიზოს მოცულობითი ინფორმაცია და მათ შორის შეარჩიოს ლოგიკურად ყველაზე შესაბამისი პასუხი. ამასთან, პროგრამას პერსონალური AI ასისტენტის ინსტრუმენტი დაემატა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს თავად შესძინოს ხელოვნურ ინტელექტს ცოდნა, ასწავლოს პროგრამას მისთვის საინტერესო ინფორმაცია და შეამციროს დრო, რომელიც სჭირდება წიგნის/სტატიის/კვლევის წასაკითხად, ვიდეოს საყურებლად […]

tamar dzindzibadze
ვინტექპროს უახლესი ტექნოლოგია – მრავალფუნქციური თვითწმენდადი ფანჯარა
Featured

ვინტექპროს უახლესი ტექნოლოგია – მრავალფუნქციური თვითწმენდადი ფანჯარა

Urban Tbilisi 2018-ზე Edison-ის დამფუძნებელმა და Wintekpro-ს პარტნიორმა გივი ბერიძემ ვინტექპროს უახლესი ტექნოლოგია – მრავალფუნქციური თვითწმენდადი ფანჯარის პროექტი წარადგინა. რაც დრო გადის იზრდება ტენდენცია, რომ რაც შეიძლება მეტი ფანჯარა ჰქონდეს ცათამბჯენებს, მაღალ შენობებს, კორპუსებსა თუ კერძო ბინებს. ცნობილი ფრაზის მიხედვით, რომ “ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია” ამასაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები: უსაფრთხოება ხარჯები სისწრაფე უჰაერობა “ჩვენ […]

tamar dzindzibadze
popXspotlight-ზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
Featured

popXspotlight-ზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

popXspotlight-ზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ეს არის მარკეტერის მიერ ორგანიზებული პირველი Spotlight, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე. ღონისძიებას, მარკეტერთან ერთად, Europebet-ის მულტიმედია პლატფორმა POP X წარმოგიდგენთ. გაგაცნობთ POPXSpotlight-ის სპიკერების ნაწილს: ელგუჯა მეძმარიაშვილი, მარიამ შარანგია, ტუსა ღარიბაშვილი, რატი ღოლიჯაშვილი, ნიკა გუჯეჯიანი, ლევან ბახია, დავით გოგიჩაიშვილი, გიორგი ზვიადაძე, ნინო ნანიტაშვილი, ქეთი რატიანი, შოთა გიორგობიანი, დავით ჩეჩელაშვილი, თაკო […]

tamar dzindzibadze
ბათუმში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამდღიან ბანაკი გაიმართა
Featured

ბათუმში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამდღიან ბანაკი გაიმართა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, აჭარის მთავრობისა და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდთან თანაორგანიზებით ბათუმში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამდღიან ბანაკს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ 16-20 წლამდე ახალგაზრდები ბათუმიდან, აჭარის რეგიონებიდან და მაღალმთიანი სოფლებიდან. ბანაკი მოიცავდა სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით. ,,შესაძლებლობები აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის“ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის […]

tamar dzindzibadze
ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი ბათუმში
Featured

ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი ბათუმში

ბათუმში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება და განკუთვნილია 16-20 წლის ახალგაზრდებისთვის ბათუმიდან. გახსნის ცერემონიალს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი დაესწრნენ. ბანაკი მოიცავს სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების […]

tamar dzindzibadze
დაიწყე ბიზნესი FabLab-თან ერთად
Featured

დაიწყე ბიზნესი FabLab-თან ერთად

ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული პირებისთვის, ტექნოპარკი პროექტს „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად” აგრძელებს. პროქტზე მეექვსე ნაკადის მიღება უკვე დაიწყო და 4 ნოემბრამდე გაგრძელდება. ონლაინ რეგისტრაციის შემდეგ, პროექტის საწყის ეტაპზე შეირჩევა რამდენიმე გუნდი, რომელიც ფაბლაბში სხვადასხვა პროდუქტს შექმნის. მონაწილე გუნდებს, პროდუქტის შექმნისას შეეძლებათ ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარების გამოყენება. დაახლოებით, 2 თვეში ფაბლაბის სპეციალისტების დახმარებით, ვექტორული გრაფიკის და […]

tamar dzindzibadze
აბასთუმანი ელექტრომობილების რეგიონი გახდება
Featured

აბასთუმანი ელექტრომობილების რეგიონი გახდება

აბასთუმანი ელექტრომობილების რეგიონი გახდება – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის აბასთუმნის მოსახლეობისთვის ელექტრომობილების დარიგებაზე ფიქრობს. ივანიშვილი ასევე შეეხო მამუკა ბახტაძის მიერ გასულ კვირაში გაკეთებულ პრეზენტაციას და თქვა რომ საქართველოს ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლება ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. “მინდა გაზაფხულზე უკვე ეს ექსპერიმენტი დავიწყო, აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი, მე საკუთარი ხარჯებით, სახელმწიფოს არ აქვს […]

tamar dzindzibadze
BTU-ს სტუდენტებმა ონლაინ გიდი – Areal შექმნეს
Featured

BTU-ს სტუდენტებმა ონლაინ გიდი – Areal შექმნეს

BTU-ს სტუდენტებმა ონლაინ გიდი – Areal შექმნეს, რომლის მეშვეობითა. შესაძლებელია ნებისმიერი ნახატის შესახებ ინფორმაციის მიღება მყისიერად. ის დამონტაჟებულია ეროვნული გალერიის პლანშეტებში, რომლის ქირაობაც 10 ლარი ღირს. აპლიკაცია აცოცხლებს ნებისმიერ ნახატს რეალურ სივრცეში სპეციალური ტექნოლოგიის მეშვეობით. როდესაც პროგრამას ნახატს დავანახებთ, ალგორითმი მას ავტომატურად იცნობს და მასზე გაწვდის ამომწურავ ინფორმაციას. ასევე სპეციალურად ბავშვებისთვის აპლიკაციას აქვს ფერის შეცვლის […]

tamar dzindzibadze
კასპში ინოვაციური ცენტრის – ტექნოპარკის მშენებლობა იწყება
Featured

კასპში ინოვაციური ცენტრის – ტექნოპარკის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპში ინოვაციური ცენტრის – ტექნოპარკის მშენებლობას იწყებს. პროექტის ფარგლებში აშენდება ორ-სართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, ე. წ. ფაბ-ლაბი, საკონფერენციო და დამხმარე სათავსოები, სამუშაო სივრცე. ასევე იგეგმება ღია ტერასის მოწყობა სხვადასხვა აქტივობისთვის, ტერიტორიის კეთილმოწყობა შემოღობვით, პარკირებითა და გამწვანებით. პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებები. სამშენებლო […]

tamar dzindzibadze