კომპანიამ ასევე წარმოადგინა 15 დიუმიანი Surface Laptop 3, რომელსაც USB-C პორტი აქვს და ადვილად იშლება რემონტისთვის, უკაბელო ყურსასმენები Surface Earpods და განაახლა კლასიკური Surface Pro.
Surface Laptop 3
ორი ვერსია – ეკრანით 13,5 და 15 დიუმით.
13,5 დიუმიან ვერსიაში გამოიყენება Intel-ის მე-10 თაობის პროცესორი, ხოლო 15 დიუმიან ვერსიაში AMD Ryzen 5 და Ryzen 7 Surface Edition. AMD აცხადებს, რომ ესენი ყველაზე სწრაფი პროცესორებია ნოთუთბუქებისთვის.
სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა, რომელიც ნოუთბუქებს 80%-მდე 1 საათში ავსებს.
ლეპტოპები შეგიძლიათ მარტივად დაშალოთ და შეცვალოთ M.2 SSD დისკები, თუმცა თვითნებური რემონტი არ არის რეკომენდებული.
არის USB-C მხარდაჭერა, რომელიც Surface Laptop-ის წინა მოდელებში არ გვხვდებოდა.
ტრეკპადი 20%-ით გაიზარდა წინა მოდელთან შედარებით.
გამოჩნდა ნოუთბუქის ვერსია ალუმინის კორპუსით, ნაცვლად ტრადიციული ალკანტარასი. ალკანტარა შენარჩუნდა ვერცხლისფერ და ცისფერ 13 დიუმიან მოდლებში.
მუშაობის დრო – 11,5 საათამდე.
13,5 დიუმიანი მოდელის ფასი 999$ ღირს ხოლო 15 დიუმიანი მოდელის ფასი 1199$ დაგიჯდებათ.
Surface Pro 7
https://www.youtube.com/watch?v=V4Hwi3o2X0E
დაემატა USB-C მხარდაჭერა
პლანშეტი მუშაობს Intel-ის მე-10 თაობის Core i3, i5 და i7 პროცესორებზე.
განახლდა მიკროფონები. Microsoft ამბობს, რომ მათი ხარისხი სტუდიურია და შესაძლებელია ხარისხიანად გარდაიქმნას საუბარი ტექსტში საოფისე აპლიკაციებში, სრულად ავტომატურად.
საბაზისო მოდელი 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით 749$ იქნება.
Surface Earbuds
https://www.youtube.com/watch?v=EwxyD_dkGVA
Microsoft-ის პირველი უკაბელო ყურსაცვამები
ჟესთებით მართვა
ხმაურის შემცირება
ორმაგი მიმართული მიკროფონი საუბრის ამოცნობისთვის
ავტონომიური მუშაობა ქეისთან ერთად 24 საათი.
საუბრის ავტომატური თარგმნა 60 ენიდან.
Office-ის მხარდაჭერა – ყურსასმენები ავტომატურად წაიკითხავენ PowerPoint-ის სლაიდის აღწერას და მათ შორის გადართვას.
Microsoft-ის განცხადებით Surface Pro X-ის ჩარჩოები უფრო პატარაა ვიდრე ნებისმიერ არსებულ ლეპტოპზე.
Surface Pro X მუშაობს Microsoft SQ1 პლატფორმაზე, რომელიც მათ Qualcomm-თან ერთად Snapdragon 8cx-ის ტექნოლოგიებით და Microsoft-ის მიერ შექმნილი ჩიპით ხელოვნური ინტელექტისთვის. მოწყობილობა 3-ჯერ უფრო სწრაფია Surface Pro 6-ზე.
გრაფიკული პროცესორიც ორი კომპანიის კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა. Windows 10-ზე ARM პროცესორისთვის მისი წარმადობა 2 ტერაფლოპსია.
LTE და სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა.
შესაძლებელია M2 SSD საცავის შეცვლა.
ახალი სტილუსი Surface Pen Slim – კლავიატურის ზედა ნაწილში იმუხტება.
Pro X-ზე მუშაობს სისტემა, რომელიც Windows-ის სრული ვერსიის მსგავსია და დისკომფორტს არ იწვევს.
13 საათამდე ავტონომიური მუშაობა. მოწყობილობა 80%-მდე ერთ საათში იმუხტება.
ყველაზე თხელ ადგილას მოწყობილობის სისქე 5.3 მმ-ია. წონა 760 გრამი.
მოწყობილობა 999$ დაგიჯდებათ.
Surface Neo
https://www.youtube.com/watch?v=fssZICsV4Rg
Microsoft-ის პირველი მოწყობილობა ორი 9 დიუმიანი ეკრანით.
მუშაობს Windows 10-ის სპეციალურ ვერსიაზე ორეკრანიანი მოწყობილობებისთვის – Windows 10X. მას აქვს სამაგიდო win32 აპლიკაციების მხარდაჭერა კონტეინერების საშუალებით, რომ არ მოხდეს ზედმეტი ენერგიის მოხმარება.
მოხმარებელი შეძლებს იმუშაოს, როგორც ერთ აპლიკაციასთან ორ ეკრანზე, ასევე შესაძლებელი იქნება სხვადა სხვა ალიკაციების ცალ ცალკე ეკრანებზე გაშვება.
არის USB-C მხარდაჭერა, სტილუსი და კლავიატურა, რომელიც ცალკეული ეკრანის ნახევარი ზომისაა.
კლავიატუურის მიერთებისთვის საკმარისია მისი განთავზება ერთ-ერთ ეკრაზე და ის ავტომატურად ამოუშავდება. დანარჩენი ეკრანის ნაწილი ჭკვიანი თაჩპედის რეჟიმში იწყებს მუსაობას.
მოწყობილობა 655 გრამს იწონის.
Surface Duo
ეს ახალი სმარფონია, რომელიც Surface ხაზის ფარგლებში გამოვიდა
ის ძალიან გავს წიგნაკს ორი 5,6 დიუმიანი ეკრანით შიგნით, რომლის გახსნაც შესაძლებელია ისე,რ ომ ეკრანები გარეთ აღმოჩნდეს.
სისტემა მუშაობს Android-ის ბაზაზე, რომელსაც Windows 10X-ის მსგავსი სამომხამრებლო ინტერფეისი აქვს.
Duo-ში ჩაშენებულია Snapdragon 855 პროცესორი, ხოლო მისი დანარჩენი ტექნიკური დეტალები ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია.
უცნობია ექნება თუ არა მას კამერა უკანა მხარეს.
სიახლის გამოსვლა 2020 წლის საშობაო დღესასწაულებისთვისაა დაგეგმილი.