#windows-10

Faceit-ის ანტიჩიტმა შეწყვიტა Windows 10-ის მხარდაჭერა
თამაშები

Faceit-ის ანტიჩიტმა შეწყვიტა Windows 10-ის მხარდაჭერა

ბრიტანულმა კიბერსპორტულმა პლატფორმა Faceit-მა განაცხადა Windows 10-ის მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ თავისი ანტიჩიტ-სისტემისთვის, რომლის განახლებაც 2025 წლის 25 ნოემბერს მოხდება. განახლება მოითხოვს უსაფრთხო ჩატვირთვისა (secure boot) და TPM 2.0-ის გამოყენებას, რაც მოთამაშეთა უმეტესობაზე არ იმოქმედებს, რადგან მათგან 95% უკვე იყენებს ამ ფუნქციებს. თავსებადობა შეწყდა ერთდროულად Windows 10-ის მხარდაჭერის შეწყვეტასთან ერთად, რაც მოხდა 2025 წლის 14 ოქტომბერს. […]

დავით მაჭახელიძე
Microsoft გთავაზობთ უსაფრთხოების განახლებებს Windows 10-ისთვის წელიწადში $30-ად ან უფასოდ, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში
Software

Microsoft გთავაზობთ უსაფრთხოების განახლებებს Windows 10-ისთვის წელიწადში $30-ად ან უფასოდ, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში

Windows 10-ის მხარდაჭერა 2025 წლის 14 ოქტომბერს დასრულდა, ამიტომ ამ ოპერაციული სისტემის მომხმარებლები შეწყვეტენ ტექნიკური მხარდაჭერის, ფუნქციური და უსაფრთხოების განახლებების მიღებას. თუმცა Microsoft გთავაზობთ გაფართოებულ უსაფრთხოების განახლებებს Windows 10-ისთვის წელიწადში $30-ად ან უფასოდ, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. Windows 10-ისა და Windows 11-ის სისტემური მოთხოვნები განსხვავებულია, ამიტომ ყველას არ აქვს შესაძლებლობა განახლდეს ოპერაციული სისტემის უახლეს ვერსიამდე. […]

დავით მაჭახელიძე
Microsoft Windows 10-ის უსაფრთხოების უფასო განახლებებს 2026 წლამდე აგრძელებს, თუმცა გარკვეული პირობებით
Featured

Microsoft Windows 10-ის უსაფრთხოების უფასო განახლებებს 2026 წლამდე აგრძელებს, თუმცა გარკვეული პირობებით

გასულ შემოდგომაზე Microsoft-მა განაცხადა, რომ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სურდათ Windows 10-ის გამოყენების გაგრძელება მისი ოფიციალური მხარდაჭერის დასრულების თარიღის შემდეგ, ამის გაკეთება შეეძლოთ კომპანიის გაფართოებული უსაფრთხოების განახლების (ESU) პროგრამაში ჩართვით, თითო კომპიუტერზე 30 დოლარის გადახდით. ეს გადახდა მომხმარებლებს დამატებითი უსაფრთხოების განახლებების ერთ წელს უზრუნველყოფდა. დღეს, 2025 წლის 14 ოქტომბრის ბოლო ვადის გასვლამდე ოთხ თვეზე ნაკლები დროით, […]

დავით მაჭახელიძე
Microsoft Windows-ის ბირთვიდან ანტივირუსულ პროგრამულ უზრუნველყოფას დაბლოკავს, რათა თავიდან აიცილოს CrowdStrike-ის მსგავსი ხარვეზები
Featured

Microsoft Windows-ის ბირთვიდან ანტივირუსულ პროგრამულ უზრუნველყოფას დაბლოკავს, რათა თავიდან აიცილოს CrowdStrike-ის მსგავსი ხარვეზები

Microsoft Windows-ის უსაფრთხოების არქიტექტურაში მასშტაბურ ცვლილებებს გეგმავს. კერძოდ, კომპანია ანტივირუსულ პროგრამულ უზრუნველყოფას ოპერაციული სისტემის ბირთვიდან ამოიღებს, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ხარვეზები, როგორიცაა ერთი წლის წინ CrowdStrike-ის განახლების გამო 8.5 მილიონი კომპიუტერის მუშაობის შეფერხება. რედმონდის კორპორაცია ქმნის Windows-ის ახალ Endpoint უსაფრთხოების პლატფორმას CrowdStrike-თან, Bitdefender-თან, ESET-თან, Trend Micro-სთან და მრავალ სხვა ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლებთან თანამშრომლობით. Microsoft […]

დავით მაჭახელიძე
Windows 10 – აღარ მიიღებს ფუნქციონალურ განახლებებს
Microsoft

Windows 10 – აღარ მიიღებს ფუნქციონალურ განახლებებს

Microsoft-მა გამოაცხადა, რომ Windows 10 ვერსია 22H2, გასულ წელს გამოშვებული ფუნქციების განახლება, იქნება Windows 10-ის საბოლოო ვერსია, რომელიც ოდესმე გამოვა. Microsoft აღარ უზრუნველყოფს ფუნქციების განახლებებს თითქმის 8 წლის წინანდელი ოპერაციული სისტემისთვის. თუმცა, მომხმარებლები გააგრძელებენ უსაფრთხოების განახლებების მიღებას მხარდაჭერის დასრულებამდე, 2025 წლის 14 ოქტომბრამდე. ეს თარიღი არ შეცვლილა. არსებითად, არაფერი იცვლება მათთვის, ვინც მუშაობს Windows 10-ზე. […]

დავით მაჭახელიძე
Windows 365 – პერსონალური კომპიუტერი ღრუბელში
Featured

Windows 365 – პერსონალური კომპიუტერი ღრუბელში

მაიკროსოფტმა განაცხადა, რომ ხელმისაწვდომია ღრუბლოვანი სერვისი Windows 365, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ზომის ორგანიზაციებისთვის. მისი საშუალებით კლიენტებს შეუძლიათ შექმნან ღრუბლოვანი კომპიუტერები Windows 10-ის ან Windows 11-ის მართვის ქვეშ და მასთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ინტერნეტით უზრუნველყოფილი წერტილიდან. “Windows 365-ს საოპერაციო სისტემა Microsoft Cloud-ში გადააქვს, უსაფრთოდ გადაცემს Windows-ის შესაძლებლობებს, თქვენს აპლიკაციებს და პარამეტრებს პირად და კორპორაციულ მოწყობილობებს” […]

დავით მაჭახელიძე
შეწყდა Windows 10X-ის შემუშავება
Microsoft

შეწყდა Windows 10X-ის შემუშავება

Petri-ის ცნობით, Microsoft- მა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა Windows 10X- ის განვითარება და არ აპირებს სისტემის 2021 წელს გამოშვებას. როგორც ჩანს, კომპანიამ უარი თქვა Windows 10X იდეაზე, რომელსაც Chromebook-ებისთვის უნდა გაეწია კონკურენცია. ნაცვლად, Microsoft– მა გადაწყვიტა ფოკუსირება გააკეთოს ჩვეულებრივი Windows 10 – ის გაუმჯობესებაზე. ინფორმაციას ასევე ადასტურებს Windows Central პორტალის რედაქტორი. Microsoft– მა შეწყვიტა Windows 10X– […]

დავით მაჭახელიძე
Adobe-მა Lightroom-ის ARM თავსებადი ვერსიები გამოუშვა
Software

Adobe-მა Lightroom-ის ARM თავსებადი ვერსიები გამოუშვა

Adobe-მა ARM კომპიუტერებისთვის Lightroom გამოუშვა, რომელიც Windows და macOS საოპერაციო სისტემებზე გახდა ხელმისაწვდომი. პროდუქტი განკუთვნილია Apple M1 და Qualcomm-ის პროცესორებზე დაფუძნებული მოწყობილობებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ნეითივ აპლიკაციის გამოსვლა, რადგანაც ის ოპტიმიზებულია კონკრეტული პლატფორმისთვის და მუშაობს უკეთესად ვიდრე ემულაციის რეჟიმშ გაშვებული x86 ვარიანტი. Adobe აცხადებს, რომ რეგულარუად განაახლებს ახალი ფუნქციონალით და უკეთესი სტაბილიზაციისთვის. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის […]

დავით მაჭახელიძე
Android for Windows Subsystem: Microsoft ახალ Project Latte-ზე მუშაობს
Featured

Android for Windows Subsystem: Microsoft ახალ Project Latte-ზე მუშაობს

Project Latte საშუალებას მისცემს დეველოპერებს Windows 10-ზე გაუშვან Android აპლიკაციები კოდში ცვლილებების გარეშე, უბრალოდ მათი MSIX გარსში შეფუთვით და Microsoft Store-ში გამოქვეყნებით. პროექტის წარდგენა ჭორების თანახმად უკვე მომავალ წელს არის დაგეგმილი. წარსულში კომპანია უკვე ცდილობდა Android-ის აპლიკაციები Windows-ში პროექტი Astoria-ს საშუალებით, თუმცა წარუმატებლად. Project Latte დაფუძნებული იქენბა Windows Subsystem For Linux (WSL) ტექნოლოგიაზე. ძალიან მალე […]

დავით მაჭახელიძე
Apple M1-ზე Windows-ის მხარდაჭერა Microsoft-ის ინიციატივაზეა დამოკიდებული
Apple

Apple M1-ზე Windows-ის მხარდაჭერა Microsoft-ის ინიციატივაზეა დამოკიდებული

Apple-ის ARM პროცესორზე Windows-ის დაყენების შესაძლებლობის არქონა კიდევ ერთი პრობლემა გახდა M1 პროცესორის მოხმარებლებისათვის. Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულების ხელმძღვანელმა კრეიგ ფედერიგიმ აღნიშნა, რომ ახლა ყველაფერი Microsoft-ზეა დამოკიდებული. Apple-ის M1 პლატფორმაზე აგებული არც ერთი კომპიუტერი ჯერ-ჯერობით არ არის თავსებადი Parallels-თან ან Boot Camp-თან თავსებადი, რაც Windows-ის გაშვების საშუალებად ითვლებოდა Intel-ის პლატფორმაზე. ამავდროულად ფედერიგი ამტკიცებს, რომ მაიკროსოფტმა […]

დავით მაჭახელიძე
Microsoft-მა უსაფრთხოების ჩიპის სტანდარტი წარმოადგინა
AMD

Microsoft-მა უსაფრთხოების ჩიპის სტანდარტი წარმოადგინა

2020 წლის 17 ნოემბერს მაიკროსოფტმა პროცესორი Microsoft Pluton წარმოადგინა – უსაფრთხოების მიკროსქემა, Windows-ის მომხმარებლებზეა გათვლილი. საოპერაციო სისტემა Azure Sphere-ის შემუშავების პროცესშია, რომელი Linux-ის კერძო ვერსიაა საგნების ინტერნეტის მოწყობილობებისთვის. ამ სისტემამში კომპანია იყენებს უსაფრთხოების ქვესისტემას Pluton. აღნიშნული ქვესისტემა მოიცავს სპეციალიზებულ პროცესორს, კრიპტოგრაფიულ ძრავას, შემთხვევითი რიცხვების გენერატორსა და გასაღებების იზოლირებულ საცავს. ახლა ეს გადაწყვეტილება მომავალ პერსონალურ კომპიუტერებში […]

დავით მაჭახელიძე
Windows Subsystem for Linux-ში ვიდეო აქსელერაცია გახდა ხელმისაწვდომი
Featured

Windows Subsystem for Linux-ში ვიდეო აქსელერაცია გახდა ხელმისაწვდომი

Microsoft-მა WSL ქვესისტემაში გრაფიკული ინტერფეისის მქონე Linux აპლიკაციების მხარდაჭერა გამოაცხადა. WSL-ში ასევე დაემატა GPU-ზე დაფუძნებული გამოთვლების მხარდაჭერა, როგორიცაა მანქანური დასწავლა, NVIDIA CUDA და DirectML-ის საშუალებით. ახლა უკვე Linux გარემოში შეიძლება TensorFlow და PyTorch-ის გაშვება. WSL გრაფიკული ინტერფეისის მხარდაჭერა რეალიზდება GPU-ზე წვდომის ვირტუალიზაციით და დრაივერის საშუალებით, როგორიცაა dxgkrnl და Wayland პროტოკოლი. დამტებით მაიკროსოფტმა წარმოადგინა libd3d12.so, რომელიც […]

დავით მაჭახელიძე
Chromium-ზე დაფუძნებული Edge ბრაუზერი უკვე Windows Update-ის საშუალებით ვრცელდება
Microsoft

Chromium-ზე დაფუძნებული Edge ბრაუზერი უკვე Windows Update-ის საშუალებით ვრცელდება

Microsoft-მა დაიწყო მისი ახალი Edge ბრაუზერის მასიურად გავრცელება Windows Update არხის საშუალებით. ახალი Chromium-ზე დაფუძნებული Edge კომპანიამ იანვარში გაუშვა, მაგრამ Windows-ის მომხამრებლებს მისი ცალკე გადმოწერა ჭირდებოდათ. Microsoft-ის მხარდაჭერის სამსახურის სტატიაში ნათქვამია, რომ ის უვკე Windows Update-ში არის ხელმისაწვდომი და ძალიან მალე 1 მილიარდზე მეტი Windows 10 მოწყობილობაზე დაყენდება. ირკვევა, რომ Edge ავტომატურად დაყენდება Windows 10 […]

დავით მაჭახელიძე
Microsoft-მა ამჯერადაც ვერ შეძლო სტაბილური განახლების მიწოდება
საოპერაციო სისტემები

Microsoft-მა ამჯერადაც ვერ შეძლო სტაბილური განახლების მიწოდება

კომპანია მაიკროსოფტმა Windows 10-ის 2004 ვერსიის განახლება პრობლემურად გამოაცხადა მსი რელიზიდან ოთხ დღეში. დეველოპერებმა გამოაქვეყნეს გამოვლენილი პრობლემების სია, რომლებიც განახლების დაყენების შემდეგ შესაძლოა დაემართოს საოპერაციო სისტემას. კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს არ დააყენონ განახლება მანამ სანამ არ გამოვა მისი ახალი ვერსია. ახალ პატჩში მომხამრებლებს ექმნებათ რამდენიმე Bluetooth მოწყობილობის ერთად მიერთების პრობლემა, ასევე პრობლემები ექმნებათ Thunderbolt დოკ სადგურის […]

დავით მაჭახელიძე
Microsoft-მა Start მენიუს რედიზაინი გვაჩვენა
Featured

Microsoft-მა Start მენიუს რედიზაინი გვაჩვენა

Microsoft-ის დეველოპერებმა ცვლილებები დააანონსეს, რომლებიც მომავალში Windows 10-ში იქნება განხორცილებული. ერთ-ერთი მათგანია განახლებული Start მენიუ. ახლა უკვე ქსელში გამოქვეყნდა GIF-ანიმაციები, რომელზეც ჩანს ახალი დიზაინი და სამომხამრებლო ინტერფეისის განახლებული ელემენტები. ახალი მენიუ უფრო გამარტივებული და რბილია. როგორც ხედავთ დეველოპერებმა უარი ვერ თქვეს “კაფელ-მეტლახზე” 😀 რომელიც ზოგიერთი აპლიკაციის ფუნქციონალში დარჩა, როგორიცაა ამინდა, სიახლეები, ფოსტა და ფოტოგრაფიები. გამოქვეყნებულ […]

დავით მაჭახელიძე
Microsoft-მა განახლებული Windows-ის ლოგო და 100-ზე მეტი ხატულა წარმოადგინა
Design

Microsoft-მა განახლებული Windows-ის ლოგო და 100-ზე მეტი ხატულა წარმოადგინა

Windows 10 საოპერაციო სისტემისთვის დიზაინის ევოლუციური განვითარების პროცესი გრძელდება, რასაც 100-ზე მეტი იკონის დიზაინის განახლება ცხადყოფს. რედიზაინის შესახებ კომპანიის ამავე მიმართულების ვიცე პრეზეიდენტმა Medium-ში გამოქვეყნებულ ბლოგში ისაუბრა ცვლილებების დიდი ნაწილი უკვე არსებული ხატულების გადამუშავებას შეეხო, რადგანაც Windows 10-ში ბევრი ხატულაა, რომლებიც ვიზუალურად ერთმანეთისგან განსხვავდება და ბევრი მათგანი წლების განმავლობაში არც კი განახლებულია. განახლებული იკონებუ უფრო […]

დავით მაჭახელიძე
Android-სმარტფონი Surface Duo, Surface Neo ორი ეკრანით, ARM-პლანშეტი Surface Pro X და სხვა Microsoft-ის ანონსები
Android

Android-სმარტფონი Surface Duo, Surface Neo ორი ეკრანით, ARM-პლანშეტი Surface Pro X და სხვა Microsoft-ის ანონსები

კომპანიამ ასევე წარმოადგინა 15 დიუმიანი Surface Laptop 3, რომელსაც USB-C პორტი აქვს და ადვილად იშლება რემონტისთვის, უკაბელო ყურსასმენები Surface Earpods და განაახლა კლასიკური Surface Pro. Surface Laptop 3 ორი ვერსია – ეკრანით 13,5 და 15 დიუმით. 13,5 დიუმიან ვერსიაში გამოიყენება Intel-ის მე-10 თაობის პროცესორი, ხოლო 15 დიუმიან ვერსიაში AMD Ryzen 5 და Ryzen 7 Surface […]

დავით მაჭახელიძე
Windows 10 – მაისის განახლების ტექნიკური მოთხოვნები
Featured

Windows 10 – მაისის განახლების ტექნიკური მოთხოვნები

კომპანია Microsoft-მა პროცესორების სია გამოაქვეყნა, რომელბიც იქნება მხარდაჭერილი Windows 10 May 2019 განახლებაში. წინა ვერსიებისგან განსხვავებით ამჯერად არანაირი განსხვავება არ განხორციელებულა გასული წლის განახლებებთან შედარებით. ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტში Windows 10 1903 ხელმისაწვდომია Release Preview არხის მომხმარებლებისათვის. იქ ის დაახლოებით ერთი თვე იქნება, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას ყველა ბაგი საჯარო რელიზისათვის. მხარდაჭერილია შემდეგი პროცესორები: Intel (Core […]

დავით მაჭახელიძე
Edge (Chrome) – ღია ტესტირებისთვისაა ხელმისაწვდომი
Featured

Edge (Chrome) – ღია ტესტირებისთვისაა ხელმისაწვდომი

კომპანია Microsoft-მა წერტილი დაუსვა ყველანაირ ჭორებსა და გაჟონვებს, რომელიც მის უახლეს ბრაუზერს ეხება – თქვენ უკვე შეგიძლიათ ჩამოიწეროთ სატესტო ვერსია, რომელიც Google-ის Chromium ძრავაზეა დაფუძნებული და გაფართოებული ფონქციონალი და გადამუშავებული ინტერფეისი აქვს. ჯერ-ჯერობით ბრაუზერი Chrome-ს გავს და მაიკროსოფტი გვპირდება, რომ მას Fluent Design-ის შესაბამისი დიზაინი ექნება. ოფიციალური Chromium-ის კოდში 150-ზე მეტი ცვლილება შევიდა. გარდა Chromium […]

დავით მაჭახელიძე
Microsoft: Cortana არ განიხილება, როგორც Google Assistant-ის და Alexa-ს კონკურენტი
Featured

Microsoft: Cortana არ განიხილება, როგორც Google Assistant-ის და Alexa-ს კონკურენტი

Microsoft-ის ციფურლი ასისტენტი Cortana უკვე დიდი ხანია საგრძნობლად ჩამორჩა Alexa-სა და Google Assistant-ს და პროგრამულმა გიგანტმა სხვა სტრატეგია აირჩია კონკურენციის გაწევის მიზნით. კომპანიის ხელმძღვანელმა სატია ნადელამ The Verge-ის ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მაიკროსოფტი არ განიხილავს Cortana-ს, როგორც სხვა ასისტენტების კონკურენტს. “კორტანა უნდა იყოს დამხმარე იმათთვის ვინც Microsoft 365-ის ხელმომწერია” – ამბობს ნადელა – “თქვენ მისი […]

დავით მაჭახელიძე
Windows 10 – ყველაზე პოპულარული საოპერაციო სისტემა გახდა
Featured

Windows 10 – ყველაზე პოპულარული საოპერაციო სისტემა გახდა

Microsoft-ს 3,5 წელი დაჭირდა იმისათვის, რომ ახალ სისტემას Windows 7-თვის გაესწრო, რომელიც 10 წლის წინ გამოვიდა. ანალიტიკური კომპანია Net Applications-ის მონაცემებით 2018 წლის დეკემბერში Windows 10-ის საბაზრო წილი 39,22% გახდა, ხოლო Windows 7-მა 36,9% აიღო. Microsoft-ის გეგმების თანახმად 3 წელში Windows 10 – 1 მილიარდ კომპიუტერზე უნდა ყოფილიყო დაყენებული, მაგრამ გეგმები შეცვალა მშინ, როც Windows […]

დავით მაჭახელიძე
Windows 10-ში Edge აღარ იქნება
Featured

Windows 10-ში Edge აღარ იქნება

Microsoft-ის ახალ ბრაუზერს უკვე აქვს კოდური დასახელება Anaheim, რომელიც უკვე არსებულ EdgeHTML-ს ჩაანაცვლებს. როგორც ჩანს Microsoft-ს არ გამოუვიდა Chromium ძრავის ალტერნატივის შექმნა და ამიტომაც კონკურენტის მიერ მოწოდებულ გამზადებულ გადაწყვეტილებაზე გადავა. Edge ბრაუზერი ვებ-გვერდებს Chrome-ის მსგავსად გახსნის და ამით ძალიან ბევრი პრობლემა მოგვარდება რაც სტანდარტულ ბრაუზერს აქვს ხოლმე. ასევე არის ალბათობა, რომ კომპანია დატოვებს Edge ბრენდს […]

დავით მაჭახელიძე
ჩასწორებული Windows 10-ის განახლება მაინც პრობლემური აღმოჩნდა
Featured

ჩასწორებული Windows 10-ის განახლება მაინც პრობლემური აღმოჩნდა

Windows 10 – 1809-ზე განახლებული მომხმარებლების გარკვეული ნაწილი ახალი პრობლემის შესახებ ცივიანი. ამჯერად პრობლემა “სიკვდილის ცისფერი ეკრანია” (BSOD). Microsoft-მა უკვე დაადასტურა ხარვეზის არსებობა და კიდევ ერთხელ შეწყვიტა უკვე ჩასწორებული განახლების გავრცელება, რომელიც წინა შემთხვევაში მომხმარებლის ფაილებს ანადგურებდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი განახლება კლავიატური დრაივერებში იწვევს კონფლიქტს, რასაც სისტემა არასტაბილურ მდგომარეობამდე და საბოლოოდ “სიკვდილამდე” მიყავს. კომპანია […]

დავით მაჭახელიძე
Microsoft-მა ოქტომბრის განახლების გავრცელება შეწყვიტა
Featured

Microsoft-მა ოქტომბრის განახლების გავრცელება შეწყვიტა

6 ოქტომბერს Microsoft-მა გამოაქვეყნა კომენტარი, რომელიც მომხამრებლების საჩივრებს ეხმაურება Windows 10-ის განახლების მიერ წაშლილ ფაილებს უკავშირდება. კომპანიამ გადაწყვიტა შეაჩეროს განახლების გავრცელება სანამ ინციდენტს გამოიკვლევს. გარდა ამისა დაზარალებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დარეკონ Microsoft-ის ცხელ ხაზზე პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში. მათ ვისაც უკვე ჩამოტვირთული აქვს განახლება ურჩევენ, რომ თავი შეიკავონ დაყენებისგან. Windows 10 – 1809 განახლება საიტზე 2 ოქტომბერს […]

დავით მაჭახელიძე