Google-მა Android-ის მხარდაჭერა ჰეშტეგებით დაიწყო

Google-მა Android-ის მხარდაჭერა ჰეშტეგებით დაიწყო

თანამედროვე საოპერაციო სისტემების, მათ შორის მობილურს ასეულობით ფუქნცია აქვს და თუნდაც გამოცდილი მომხმარებლები ვერ პოულობენ წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტას. ამიტომაც Google-მა გაუშვა ოფიციალური ტექნიკური მხარდაჭერა ოპოულარულ სოციალურ ქსელში Android-ის მომხმარებლებისთვის.

Twitter-ში Android-ის ოფიციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ აწი ნებისმიერი Android პრობლემის მოგვარებისთვის საკმარისია გამოაქვეყნოთ ტვიტი პრობლემის აღწერით და ჰეშტეგით #AndroidHelp.

აღსანიშნავია ისიც, რომ Google-ის თანამშრომლები უპასუხებენ მხოლოდ საჯარო შეტყობინებებს, ამიტომაც პირადი შეტყობინებების გამოყენებას აზრი არ აქვს. შესაძლოა კომპანიაში უნდათ, რომ ყველა მომხმარებელმა შეძლოს ნახოს მსგავსი კითხვები და მათზე პასუხები.

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა