#twitter

Twitter-ის ახალი სახელი X იქნება
Featured

Twitter-ის ახალი სახელი X იქნება

Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელონ მასკმა დაადასტურა, რომ აპირებს Twitter-ის რებრენდინგს. სოციალურ ქსელს დაერქმევა X. T(w)itter Daily News-ის ექაუნთმა სოციალური ქსელის სახელის მოახლოებული ცვლილება გამოაცხადა. მისი პოსტის საპასუხოდ მასკმა მოკლედ დაწერა: „მართალია“. მან დეტალები არ დააკონკრეტა, რებრენდინგის პროცესის ვადები ასევე არ სახელდება. აპრილში Twitter-მა შეწყვიტა დამოუკიდებელი კერძო კომპანია. ფლორიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, Twitter გახდა X […]

დავით მაჭახელიძე
“თვითერის” საოფისე შენობები ისევ დახურულია – თანამშრომლები კომპანიის დაშლის მოლოდინში არიან
Twitter

“თვითერის” საოფისე შენობები ისევ დახურულია – თანამშრომლები კომპანიის დაშლის მოლოდინში არიან

ილონ მასკის ულტიმატუმის შემდეგ კომპანია “თვითერის” ოფისები იხურება და თანამშრომლები თანამდებობებს მასობრივად ტოვებენ. მილიარდერი პერსონალის წასვლის გამო შეშფოთებულია. მან დისტანციური მუშაობა ისევ დაუშვა.Twitter-ის თანამშრომლებმა ილონ მასკის ულტიმატუმის საპასუხოდ სამუშაო ადგილების დატოვებ დაიწყეს, რადგან, კომპანიის ახალი ხელმძღვანელის ულტიმატუმის მიხედვით: მათ ან „მძიმე“ სამუშაო უნდა შეესრულებინათ Twitter 2.0-ის შექმნაზე, ან სამსახურიდან წასულიყვნენ. ახლა სოციალური მედიის გიგანტის საოფისე […]

სალომე გაზდელიანი
ილონ მასკმა აღიარა, რომ Twitter-ი შესაძლოა გაკოტრდეს
Twitter

ილონ მასკმა აღიარა, რომ Twitter-ი შესაძლოა გაკოტრდეს

თვითერის ახალი მფლობელი ილონ მასკი Twitter-ის გაკოტრებას არ გამორიცხავს. კომპანიას მნიშვნელოვანი თანამშრომლები ტოვებენ.მილიარდერის გეგმა Twitter-ის განვითარებისთვის ხარჯების მაქსიმალურად შემცირებას და მოგების გაზრდას გულისხმობს. ახალი მფლობელი ფასიანი ხელმოწერებიდან მიღებული შემოსავლის წილის 50%-მდე გაზრდას გეგმავს. თავის პირველ კორპორატიულ მეილში მასკმა დაწერა, რომ თვითერი ვერ შეძლებს “გადაურჩეს მომავალ ეკონომიკურ ვარდნას”,თუ სოციალურ ქსელს გამოწერებიდან შემოსავლების გაზრდა არ გამოუვა, რათა სარეკლამო შემოსავლების […]

სალომე გაზდელიანი
Twitter-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა თანამშრომლების გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო
Twitter

Twitter-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა თანამშრომლების გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო

“მე ძალიან სწრაფად გავაფართოვე კომპანია.” Twitter-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ილონ მასკის მიერ თანამშრომლების ფართომასშტაბიან გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ჯეკ დორსი თვითერის პირად გვერდზე წერს:„თვითერზე წარსულში და აწმყოში ადამიანები ძლიერები და გამძლეები არიან. რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს, ისინი ყოველთვის იპოვიან გამოსავალს. მესმის, რომ ბევრი ადამიანი ჩემზე გაბრაზებულია. მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, თუ რატომ აღმოჩნდა […]

სალომე გაზდელიანი
Twitter-ში მასობრივი გათავისუფლება დაიწყო
Twitter

Twitter-ში მასობრივი გათავისუფლება დაიწყო

თვითერის თანამშრომლებზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია კომპანიიდან მასობრივი გათავისუფლების შესახებ. ისინი პირად თვითერის გვერდებზე აქვეყნებენ, რომ მათ სამუშაო ელფოსტაზე და Slack-ზე წვდომა დაკარგეს. Looks like I’m unemployed y’all. Just got remotely logged out of my work laptop and removed from Slack. #OneTeam forever. Loved you all so much. So sad it had to end this way […]

სალომე გაზდელიანი
პირველი ულტიმატუმი თანამშრომლებს – ილონ მასკი Twitter-ის ცვლილებებს განაგრძობს
Twitter

პირველი ულტიმატუმი თანამშრომლებს – ილონ მასკი Twitter-ის ცვლილებებს განაგრძობს

სულ რამდენიმე დღეა “თვითერს” ახალი მფლობელი ჰყავს და კომპანიაში უკვე უამრავ ცვლილებებზე საუბრობენ. ერთ-ერთი მოსალოდნელი ცვლილების მიხედვით, ახალი მფლობელის, ილონ მასკის გადაწყვეტილებით, Twitter-ის მთავარი გვერდი დაურეგისტრირებელი მომხმარებლებისთვის შეიცვლება. ინფორმაცია კომპანიის რამდენიმე თანამშრომელზე დაყრდნობით ვრცელდება.თუ ადრე მთავარ გვერდზე მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა იყო, ცვლილების შედეგად ვიზიტორები ახალ ამბებსა და პოპულარულ თვითებს ნახავენ, რაც ახალი მომხმარებლების მოზიდვას ისახავს […]

სალომე გაზდელიანი
ილონ მასკი Twitter-ის ახალი მფლობელია
Featured

ილონ მასკი Twitter-ის ახალი მფლობელია

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა კომპანია Twitter 44 მილიარდ დოლარად შეიძინა.პირველივე სამუშაო დღეს, მასკმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, მთავარი ფინანსური ოფიცერი ნედ სიგალი და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიჯაია გადი თანამდებობიდან გადააყენა.აღანიშნავია, რომ კომპანიის შეძენამდე, მასკმა წინასწარ დააანონსა გარკვეული ცვლილებები. მან განაცხადა რომ თანამშრომელთა 75%-ის გათავისუფლებას გეგმავდა. მისივე განმარტებით, Twitter-ის 7500 თანამშრომლიდან სამსახურში […]

სალომე გაზდელიანი
ყველაზე მონახულებადი საიტები მთელ მსოფლიოში
Featured

ყველაზე მონახულებადი საიტები მთელ მსოფლიოში

როგორც აღმოჩნდა, ინტერნეტ სივრცეში ყველაზე მონახულებადი პლატფორმა 43 ქვეყანაში ვიკიპედიაა (Wikipedia). მის შემდეგ კი, თვითერი (Twitter), რომელიც 10 ქვეყანაში ლიდერობს. მსოფლიო ქსელმა პლანეტის ყველა კუთხიდან ადამიანები და კულტურები დააკავშირა. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მონახულებადი საიტები გამოავლინეს და რუკაზე დაიტანეს. ამისთვის, ჰოსტინგ კომპანია Hostinger-მა Open.Trends ონლაინ რეიტინგის მონაცემები გააანალიზა და ყველაზე პოპულარული საიტები გამოავლინა. გამოთვლებში, მსოფლიოს სხვა […]

სალომე გაზდელიანი
Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი, Binance და Sequoia დაეხმარებიან მასკს ფულით, რათა იყიდოს Twitter
ბიზნესი

Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი, Binance და Sequoia დაეხმარებიან მასკს ფულით, რათა იყიდოს Twitter

მასკი დაახლოებით 7,1 მილიარდ დოლარს მიიღებს 19 ინვესტორისგან, წერს Bloomberg აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) დოკუმენტებზე დაყრდნობით. მათ შორისაა Oracle-ის თანადამფუძნებლის ლარი ელისონის თრასთი (1 მილიარდ დოლარს უზრუნველყოფს), Binance კრიპტო ბირჟა (500 მილიონი დოლარი), Sequoia Capital ფონდი ($800 მილიონი) და სხვა. Twitter-ზე გარიგების დახურვის შემდეგ , მასკი რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის […]

დავით მაჭახელიძე
Twitter-ში საყვარელი ავტორების ბიტკოინებით დასაჩუქრება გახდა შესაძლებელი
Featured

Twitter-ში საყვარელი ავტორების ბიტკოინებით დასაჩუქრება გახდა შესაძლებელი

სოციალური ქსელი Strike გადახდების სისტემას აინტეგრირებს ახალი ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია iOS-ზე და უახლოეს კვირებში Android-ზეც გამოჩნდება, წერს CNBC. მომხმარებლები შეძლებენ მიუთითონ საკუთარი კრიპტო საფულეები თანხის მისაღებად ან გასაგზავნად. სოციალური ქსელი გადარიცხვებიდან საკომისიოს არ ჩამოგაჭრით. გარდა ამისა Twitter ამბობს, რომ ატესტირებს ფუნქციას, რომელიც საკუთარი ციფრული NFT აქტივების კოლექციის ჩვენებას გახდის შესაძლებელს სოციალურ ქსელში. სხვა დეტალებს კომპანია […]

დავით მაჭახელიძე
ტვიტერი ხმოვანი ჩატების გაშვებას უკვე აპრილში აპირებს
Featured

ტვიტერი ხმოვანი ჩატების გაშვებას უკვე აპრილში აპირებს

კომპანია Twitter-მა განაცხადა, რომ ხმოვანი ჩატების გაშვებას მიმდინარე წლის აპრილისთვის აპირებს. ფაქტიურად გაეშვება Clubhouse-ის ანალოგიური სერვისი Twitter-ისთვის და ერთდროულად Android და iOS პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი შეზღუდვების გარეშე. თავდაპირველად Anndroid-ის მომხამარებლები ვერ შეძლებენ ჩატის წამოწყებას მაგრამ მიიღებენ სხვა ჩატებში მონაწილეობას. სადემონსტრაციო ვიდეო რგოლში ჩანს, რომ Spaces-ის მომხმარებლები შეძლებენ საკუთარი ოთახების გაშვებას სხვა და სხვა თემატიკით, იქნება […]

დავით მაჭახელიძე
Twitter და TikTok შესაძლო გაერთიანებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ
Featured

Twitter და TikTok შესაძლო გაერთიანებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

The Wall Street Journal გვატყბონებს, რომ Twitter და TikTok აწარმოებენ წინასწარ მოლაპარაკებებს მათი სავარაუდო გაერთიანების შესახებ ა.შ.შ-ში. გარიგების პირობები ჯერ არ არის ცნობილი. ამასთანავე Microsoft უკვე რამდენიმე კვირაა აწარმოებს მოლაპარაკებებს TikTok-ის მფლობელ ByteDance Ltd.-თან. წყაროების ცნობით ის უფრო სასურველი მყიდველია TikTok-ისთვის. ბაზრის მასშტაბებით Twitter გაცილებით პატარაა Microsoft-ზე და კომპანიას გაუჭირდება გარიგების ფინანსურ ნაწილში. აღსანიშნავია, რომ […]

დავით მაჭახელიძე
Google-მა Android-ის მხარდაჭერა ჰეშტეგებით დაიწყო
Featured

Google-მა Android-ის მხარდაჭერა ჰეშტეგებით დაიწყო

თანამედროვე საოპერაციო სისტემების, მათ შორის მობილურს ასეულობით ფუქნცია აქვს და თუნდაც გამოცდილი მომხმარებლები ვერ პოულობენ წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტას. ამიტომაც Google-მა გაუშვა ოფიციალური ტექნიკური მხარდაჭერა ოპოულარულ სოციალურ ქსელში Android-ის მომხმარებლებისთვის. Twitter-ში Android-ის ოფიციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ აწი ნებისმიერი Android პრობლემის მოგვარებისთვის საკმარისია გამოაქვეყნოთ ტვიტი პრობლემის აღწერით და ჰეშტეგით #AndroidHelp. აღსანიშნავია ისიც, რომ Google-ის თანამშრომლები უპასუხებენ მხოლოდ […]

დავით მაჭახელიძე
Apple არ არის ყველაზე საყავრელი კომპანია ამერიკაში
Apple

Apple არ არის ყველაზე საყავრელი კომპანია ამერიკაში

The Verge-ისა და კონსალტინგ კომპანიის Reticle Research-ის კვლევის თანახმად Apple-ის სანდოობა Facebook, Microsoft, Google-სა და Amazon-ს შორის შუა პოზიციას იკავებს. ამერიკელების ლოიალობის მაჩვენებლებით Apple სერიოზულად ჩამოუვარდება Amazon-ს და Google-ც კი მასზე უკეთეს მდგომარეობაშია. გამოკითხვაში მონაწილეობა 1520-მა ადამიანმა მიიღო, რომელიც ამერიკას ნაციონალურ დონეზე წარმოადგენს. მიღებული მონაცემები მეტყველებენ იმაზე, რომ Apple მიუხედავად იმისა, რომ არის გავლენიალი ძალა […]

მარი დიხამინჯია
Vine-ის ვიდეოებმა სამუდამო არქივში გადაინაცვლა
Featured

Vine-ის ვიდეოებმა სამუდამო არქივში გადაინაცვლა

Vine საბოლოოდ მაინც არ დაიხურება. ექვს წამიანი ვიდეო ჰოსტინგი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო და მასიურ კულტურაში ახალი სახეების გამოჩენას შეუწყო ხელი არქივის სახით განაგრძნობს არსებობას სადაც ოთხი წლის განმავლობაში დაგროვილი ვიდეოები იქნება წარმოდგენილი. Vine-ის არქივი Vine.co მისამართზე იქნება ხელმისაწვდომი სპეციალური მთავარი გვერდით სადაც მილიონობით დაარქივებული ვიდეოზე წვდომა კატალოგის სახით არის შესაძლებელი. სერვისი დაყოფილია კატალოგებად, როგორიცაა სპორტი, ცხოველები, […]

დავით მაჭახელიძე
Apple-ს გაახსენდა, რომ Twitter-ის ანგარიში აქვს
Apple

Apple-ს გაახსენდა, რომ Twitter-ის ანგარიში აქვს

გავიდა დიდი დრო და შედგა Apple-ის დებიუტი Twitter-ში. Twitter-ის ანგარიშზე Apple-მა დაამატა საკუთარი ლოგო პროფილის სურათად და ასვევე ანგარიში უნზრუნველყო “დამოწმებული” სტატუსით. თუმცა, ჯერჯერობით არაფერი დაუტვიტავს. აღნიშნულ სოციალურ ქსელში Apple პირველად არ გამოჩენილა. მას უკვე აქვს ანგარიშები ისეთი სერვისებისთვის, როგორიცაა: customer support, iTunes,App Store, iBooks და Apple Music. @Apple დარეგისტრირდა 2011 წლის სექტემბერში, თუმცა რაიმე აქტივობა დღემდე არ განუხორციელებია. […]

მარი დიხამინჯია