Vine საბოლოოდ მაინც არ დაიხურება. ექვს წამიანი ვიდეო ჰოსტინგი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო და მასიურ კულტურაში ახალი სახეების გამოჩენას შეუწყო ხელი არქივის სახით განაგრძნობს არსებობას სადაც ოთხი წლის განმავლობაში დაგროვილი ვიდეოები იქნება წარმოდგენილი.
Vine-ის არქივი Vine.co მისამართზე იქნება ხელმისაწვდომი სპეციალური მთავარი გვერდით სადაც მილიონობით დაარქივებული ვიდეოზე წვდომა კატალოგის სახით არის შესაძლებელი. სერვისი დაყოფილია კატალოგებად, როგორიცაა სპორტი, ცხოველები, ხელოვნება და კომედია.







