ბლოკჩეინი

წლის პოპულარული NFT თამაშები
ბლოკჩეინი

წლის პოპულარული NFT თამაშები

კრიპტო თამაშები იმ გასართობ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ბლოკჩეინის ბაზაზე მუშაობს და ჭკვიან კონტრაქტებს იყენებს. ამის გამო მათ მთელი რიგი უპირატესობები აქვთ: ისინი დამოუკიდებელი, დეცენტრალიზებული, გამჭვირვალე და ანონიმური არიან. აქ მომხმარებელს თითოეული თამაშისთვის ცალკე ანგარიშის შექმნა არ სჭირდება, ამისთვის კრიპტოვალუტის შესაბამისი საფულის დაკავშირება საკმარისია.NFT თამაშებში, რომლებსაც ქვემოთ განვიხილავთ, მოთამაშეები ჯილდოს სახით შეუცვლელ ტოკენებს იღებენ. სხვადასხვა აქსესუარები, […]

სალომე გაზდელიანი
პარიზის ბლოკჩეინის კვირეული ლუვრს Web3-ის სასახლედ გარდაქმნის
ბლოკჩეინი

პარიზის ბლოკჩეინის კვირეული ლუვრს Web3-ის სასახლედ გარდაქმნის

ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი ევროპული ღონისძიება ბლოკჩეინზე მომავალ წელს საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართება. პარიზში ბლოქჩეინის კვირეული 2023 წლის 20 მარტს დაიწყება და 24 მარტამდე გაგრძელდება.ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, კვირეულზე მსოფლიოს მასშტაბით ათი ათასზე მეტ ადამიანს ელოდებიან. წამყვანი საერთაშორისო კონფერენცია ბლოკჩეინისა და Web3-ის სივრცის წარმომადგენლებს პარიზში, ისტორიულ ლუვრში უმასპინძლებს. ღონისძიება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: NFT, Web3 და […]

სალომე გაზდელიანი
Telegram-ს აქვს Wallet 2.0 კრიპტო საფულე. ახლა თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ Toncoin საკომისიოს გარეშე
ბლოკჩეინი

Telegram-ს აქვს Wallet 2.0 კრიპტო საფულე. ახლა თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ Toncoin საკომისიოს გარეშე

Toncoin კრიპტოვალუტის შენახვისა და შესყიდვის @wallet ბოტის განვითარების ჯგუფმა გამოაცხადა Wallet 2.0 ვერსიის გამოშვება. Რა არის ახალი: მთავარ ეკრანზე ახლა ნაჩვენებია ტრანზაქციების ისტორია და ტონკოინის ბალანსი, ასევე შესაძლებლობა დაუყოვნებლივ იყიდოთ ან გაგზავნოთ კრიპტოვალუტა თქვენს კონტაქტებზე Toncoin-ის ყიდვისას შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი საბანკო ბარათის დეტალები და შეავსოთ თქვენი ბალანსი “ორი დაწკაპუნებით” Telegram-იდან გაუსვლელად ახლა შეგიძლიათ Toncoin გაუგზავნოთ […]

Dimitri Gogelia
დუბაიმ საკუთარი კრიპტოვალუტა DubaiCoin გაუშვა
ბლოკჩეინი

დუბაიმ საკუთარი კრიპტოვალუტა DubaiCoin გაუშვა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების უდიდესმა ქალაქმა დუბაიმ საკუთარი კრიპტოვალუტა DubaiCoin გაუშვა. ის დაფუძნებულია საჯარო ბლოკჩეინ სისტემაზე და მაინინგის პროცესში გენერირდება. პერსპექტივაში ის შესაძლოა გადახდების სრულყოფილი საშუალება და საინვესტიციო აქტივი გახდეს. Arabchain Technology სტარტაპის მიერ შექმნილი ციფრული ვალუტა პირველი საჯარო ბლოკჩეინია ქვეყანაში. Crypto.com-ის მონაცემებით 26 მაისიდან კრიპტოვალუტის ფასი 1000%-ზე მეტით გაიზარდა – $0,17-დან $1,13-მდე.

დავით მაჭახელიძე
ბლოკჩეინ პლატფორმა TON აღარ გაეშვება
Featured

ბლოკჩეინ პლატფორმა TON აღარ გაეშვება

Telelgram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა განაცხადა, რომ ბლოკჩეინ პროექტი TON დაიხურა და მოუწოდა მომხმარებლებს არ დაუკავშირონ მესინჯერს ის საიტები, რომლებსაც მსგავსი სახელწოდება ექნებათ. ღია წერილში მან ისაუბრა პროექტიდან გასვლის მიზეზების შესახებ. ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიის დეველოპერები მუშაობდნენ TON პლატფორმაზე და კრიპტოვალუტა Gram-ზე, რომელიც დეცენტრალიზებულ პრინციპზე მუშაობდა და ბიტკოინსა და ეთერეუმზე გაცილებით სწრაფი და მასშტაბირებადი იყო […]

დავით მაჭახელიძე
“ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” ორგანიზებული ბლოკჩეინ კონგრსი ჩიკაგოში
Featured

“ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” ორგანიზებული ბლოკჩეინ კონგრსი ჩიკაგოში

ჩიკაგოში, მესამე საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრსი გაიმართა. კონგრესი ორგანიზებული იყო “ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” მიერ. ღონისძიებას მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან, 400 ადამიანი დაესწრო. “ბლოკჩეინ კონგრესის იდეას საფუძველი სამი წლის წინ ჩაეყარა. წელს უკვე მესამედ, ჩვენ მოვახერხეთ და მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვიყვანეთ დაინტერესებული ადამიანები ჩიკაგოში. ღონისძიება ინოვაციებისა და განვითარების ფონდის ორგანიზებით ტარდება. მოხარული ვარ, რომ დაინტერესება კონგრესის […]

Irakli Kashibadze
1.1  მილიონი დოლარის ინვესტიცია ბლოკჩეინ კომპანია Shelf-ში
Featured

1.1 მილიონი დოლარის ინვესტიცია ბლოკჩეინ კომპანია Shelf-ში

ბლოკჩეინ კომპანია Shelf-ში იაპონიის ავტო ინდუსტრიის გიგანტმა 1.1 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. რამდენიმე ხნის წინ თავად კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იაპონიის ყველაზე დიდი საავტომობილო ინდუსტრიის პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანია Broadleaf-თან დაიწყო თანამშრომლობა. Shelf-ი ტექნოლოგიის მეშევეობით აერთიანებს ონლაინ სავაჭრო პორტალებს ერთ ქსელში. ამჟამად კომპანია აქტიურად ახდენს ტექნოლოგიის დანერვას აღმოსავლეთ ევროპაში. Shelf-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართველი […]

Irakli Kashibadze
კრიპტოვალუტების კურსი საგრძნობლად დაეცა
Featured

კრიპტოვალუტების კურსი საგრძნობლად დაეცა

19 – 20 ნომებრის ღამეს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის Bitcoin-ის კურსი 12%-ით დაეცა და 5000 $ ღირებულებაზე ნაკლები გახდა. გასულ კვირასთან შედარებით ვარდნამ 22% შეადგინა, ხოლო წლის დასაწყისთან მიმართებაში ეს მაჩვენებელი 65%-ია. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის დეკემბერში ბიტკოინის კურსი 20 000 ა.შ.შ. დოლარი იყო, რის მერეც მისი ვარდნა არ შეშერებულა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბიტკოინის კურსი […]

დავით მაჭახელიძე
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ბლოკჩეინის ქსელში მილიონ ნახევარზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი
Featured

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ბლოკჩეინის ქსელში მილიონ ნახევარზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ბლოკჩეინის ქსელში მილიონ ნახევარზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი. საჯარო რეესტრიდან ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება. ბლოკჩეინში მოხვედრილი მონაცემების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია. საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ინოვაციურ ტექნოლოგიას იყენებს. საჯარო რეესტრის ბლოკჩეინის პროექტი 2017 წლის 20 თებერვლიდან […]

tamar dzindzibadze
Websummit 2018
Featured

Websummit 2018

პორტუგალიაში ქ. ლისაბონში „Websummit 2018“ მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ქართული სტენდია წარმოდგენილი.  საინვესტიციო შესაძლებლობებისა და საექსპორტო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ IT კომპანიები და სტარტაპები, რომლებმაც ორმხრივი შეხვედრებიც გამართეს.  ღონისძიების ფარგლებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ლაშხმა გაერთიანებული […]

tamar dzindzibadze
ქართული კრიპტოვალუტა – AISI COIN-ი
Featured

ქართული კრიპტოვალუტა – AISI COIN-ი

ქართული კრიპტოვალუტა – AISI COIN-ი უკვე რამდენიმე დღეა Waves Platform DEX-ზე იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირებს მისი სასურველ კრიპტოვალუტაში გადაცვლის საშუალება ეძლევათ. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ინვესტიციები, რომელიც AISI COIN-ის საინვესტიციო პლატფორმის მეშვეობით განხორციელდება, ლარში დააგენერირებს მოთხოვნას, რაც კურსის სტაბილურობას უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში და პლუს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს, რასაც ცხოვრების დონის […]

Irakli Kashibadze
Bitfury-ის ლაბორატორია ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში
Featured

Bitfury-ის ლაბორატორია ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი Bitfury-ის ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორია სტუდენტებს ბლოკჩეინ სისტემების დეველოპმენტის მიმართულებით სწავლებისა და გადამზადების შესაძლებლობას სთავაზობს. გარდა ამისა, ახლადგახსნილ სივრცეში გაიმართება სემინარები და ვორქშოპები. Bitfury-ის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. ლაბორატორიის გახსნა კი ამ თანამშრომლობის მეორე ეტაპია. ამ დროისთვის Bitfury-ში 200-მდე ქართველია დასაქმებული და […]

Irakli Kashibadze
თბილისში მასშტაბური ბლოქჩეინ სამიტი ჩატარდება
Featured

თბილისში მასშტაბური ბლოქჩეინ სამიტი ჩატარდება

21-23 სექტემბერს, Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში Bitmain-სა და მისი პარტნიორი კომპანია Bitkan-ის მხარდაჭერით ბლოკჩეინინდუსტრიის მასშტაბური ღონისძიება გაიმართება. ცერემონიას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში Bitmain-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯიჰან ვუ გახსნის. ღონისძიებაზე 1000-ზე მეტი სტუმარი და 30-ზე მეტი გამომსვლელი მიიღებს მონაწილეობას, რომლის უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენს. დამსწრე საზოგადოების ძირითად ბირთვს შეადგენენ: ბლოკჩეინინდუსტრიის სპეციალისტები, […]

Irakli Kashibadze
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დიალოგში მიიღო მონაწილეობა
Featured

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დიალოგში მიიღო მონაწილეობა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ პარიზში გაერთიანებული ერების გარემოს დაცვის პროგრამის დიალოგში – Exploring Blockchain Technology and Environmental Sustainability მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ღონისძიებაზე ავთანდილ კასრაძემ ისაუბრა საქართველოში გატარებული იმ რეფორმების შესახებ, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელდა, ასევე სამომავლო გეგმებზე თუ რას აპირებს ქვეყანა ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. სხდომაზე გაეროს მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა […]

Irakli Kashibadze
ბათუმში ბლოკჩეინ & კრიპტო პრაქტიკუმი გაიმართება
Featured

ბათუმში ბლოკჩეინ & კრიპტო პრაქტიკუმი გაიმართება

9 აგვისტოს, 19:00 საათზე, ჰილტონ ბათუმში – ბლოკჩეინ & კრიპტო პრაქტიკუმი გაიმართება, რომლის მიზანიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების, ბიტკოინისა და ალტკოინების შესაძლებლობების პოპულარიზაციაა. აღნიშნული ღონისძიებაზე განხილული იქნება: ახალი რეალობა ახალი შესაძლებლობებით როგორ გაზარდოს შემოსავლები ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტის გამოყენებით ბიზნეს სექტორმა და ფიზიკურმა პირებმა გამოცდილი მეთოდების გაცნობა DECENTURION-პირველი ბლოკჩეინ სახელმწიფო, რომელმაც მიიღო გაეროს და ევროკავშრის მხარდაჭერა რა […]

Irakli Kashibadze
კომპანია Bixtrim პარიზში Blockchain & Bitcoin Conference-ზე პრეზენტაციით წარსდგა
Featured

კომპანია Bixtrim პარიზში Blockchain & Bitcoin Conference-ზე პრეზენტაციით წარსდგა

პარიზში Blockchain & Bitcoin Conference France ჩატარდა, სადაც ერთ-ერთი მომხსენებელი კომპანია Bixtrim-ის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ნოზაძე იყო. მან ისაუბრა კომპანიისა, პროექტებისა და მიზნების შესახებ, ასევე განიხილა საქართველოს კრიპტო ბაზრის მდგომარეობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბიქსტრიმი ამავე ორგანიზაციის მიერ თბილისში ჩატარებული ღონისძიების, Blockchain & Bitcoin Conference Georgia, გენერალური სპონსორი იყო. აღნიშნული კონფერენციის მთავარი თემები იყო: •კრიპტოვალუტები: […]

Irakli Kashibadze
ბიქსტრიმი და ბლოკჩეინ აკადემია ითანამშრომლობენ
Featured

ბიქსტრიმი და ბლოკჩეინ აკადემია ითანამშრომლობენ

მემორანდუმს ხელი ბლოკჩეინ აკადემიის დამფუძნებელმა დავით ჭუმბურიძემ და ბიქსტრიმის აღმასრულებელმა დირექტორმა არტურ არაბიანმა მოაწერეს. მემორანდუმში მონაწილეობა მიიღეს ბიქსტრიმის წარმომადგენლებმა: ნოდარ ლომოურმა, და პაატა ადვალიანმა და ბლოკჩეინ აკადემიის წარმომადგენლებმა: ვახტანგ გურგენიძემ და ფრიდონ სტეფნაძემ. ბლოკჩეინ აკადემიის მიზანია აამაღლოს ცნობიერება ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელი შეუწყოს პროფესიონალი კადრების ჩამოყალიბებას. ისინი თანამშომლობენ ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან. Blockchain Academy-ის […]

Irakli Kashibadze
წლის ბოლომდე კრიპტომატები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსება
Featured

წლის ბოლომდე კრიპტომატები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსება

კომპანია „კრიპტომატი“ ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. მისი ძირითადი საქმიანობა საქართველოში კრიპტოვალუტის ATM-ების − კრიპტომატების − განთავსება და ოპერირებაა. კრიპტომატების საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მარტივად, რამდენიმე წუთში ეროვნულ ვალუტაში განახორციელოს კრიპტოვალუტის (ბიტკოინი და ლაითკოინი) ყიდვისა და განაღდების ოპერაციები. ამისათვის კი, მომხმარებლის მხრიდან, მხოლოდ ციფრული საფულის QR-ის დასკანერება და მობილურ აპლიკაციაში ტრანზაქციის დადასტურებაა საჭირო. აღსანიშნავია […]

Irakli Kashibadze
ინოვაციური კრიპტო-პლატფორმა Bixtrim-ის წამახალისებელი კამპანია
Featured

ინოვაციური კრიპტო-პლატფორმა Bixtrim-ის წამახალისებელი კამპანია

ინოვაციურმა კრიპტო-პლატფორმა Bixtrim-მა წამახალისებელი კამპანია – Bounty დაიწყო, რომლის საშუალებითაც კომპანია, გარკვეული ამოცანების შესრულების სანაცვლოდ ჯილდოს სთავაზობს. კამპანია 27 ივნისს დაიწყო და 1 სექტემბრამდე გაგრძელდება. „ჩვენ გამოვყოფთ ტოკენების 1% (720 000 BXM) ჩვენი Bounty კამპანიისთვის, რომელიც გაგრძელდება ICO-ს დასრულებამდე, შესაბამისად 2018 წლის პირველ სექტემბრამდე.“ – ნათქვამია კომპანია Bixtrim-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. კამპანია Bounty დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად: […]

Irakli Kashibadze
“ბლოკჩეინი და კრიპტორეგულაციები” –  საქართველოს უნივერსიტეტში ხვალ სემინარი ჩატარდება
Featured

“ბლოკჩეინი და კრიპტორეგულაციები” – საქართველოს უნივერსიტეტში ხვალ სემინარი ჩატარდება

25 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის, ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს ორგანიზებით სემინარი – “ბლოკჩეინი და კრიპტორეგულაციები” ჩატარდება. სემინარი წარმოადგენს ფართო ინიციატივის ნაწილს, რომლის მიზანიცაა მოხდეს ბლოკჩეინ–ტექნოლოგიების სიღრმისეული კვლევა, მისი შესაძლებლობებისა და რისკების ანალიზი სხვადასხვა სფეროში. ღონისძიებაზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა: დეცენტრალიზებული სისტემების ტექნოლოგია; ფული, მისი ფუნქცია და ევოლუცია; ჰაიეკი და “კერძო ფულის” იდეა; ფულის დეცენტრალიზაცია […]

Irakli Kashibadze
მასშტაბური ბლოქჩეინ კონფერენცია თბილისში ჩატარდა
Featured

მასშტაბური ბლოქჩეინ კონფერენცია თბილისში ჩატარდა

20 ივნისს, Radisson Blu Iveria Hotel-ში საერთაშორისო კომპანია Smile-Expo-ს ორგანიზებით „Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018“  ჩატარდა, სადაც უკრაინისა და საქართველოს ბლოკჩეინ ასოციაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. კონფერენცია კომპანია Bixtrim-ის დამფუძნებელმა არტურ არაბიანმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა ამ კონფერენციის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის. ასევე აღნიშნა ის ფაქტიც, რომ მართალია კრიპტოვალუტა საკმაოდ პოპულარულია საქართველოში, თუმცა მსგავსი სახის საერთაშორისო კონფერენციები აქ ჯერ არ ჩატარებულა. […]

Irakli Kashibadze
საქართველოს ახალი მთავრობა ბლოქჩეინ ტექნოლოგიებს გამოიყენებს
Featured

საქართველოს ახალი მთავრობა ბლოქჩეინ ტექნოლოგიებს გამოიყენებს

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დროებითი მთავრობის 3 კვირიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა, სადაც მან განაცხადა, რომ ყველა გადასახადი დღგ–ს გარდა იქნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიით განვითარებული. „ჩვენ უნდა ავიღოთ ორიენტირი იმ ქვეყნებზე, რომლებმაც შეძლეს და მოახდინეს ციფრული რევოლუცია. ჩვენ დავიწყებთ საგადასახადო ადმინისტრირებას ახალი ტექნოლოგიებით. ყველა გადასახადი დღგ–ს გარდა იქნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიით განვითარებული და შესაბამისად, ამოცანა […]

Irakli Kashibadze
Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018
Featured

Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018

20 ივნისს, Radisson Blu Iveria Hotel-ში საერთაშორისო კომპანია Smile-Expo-ს ორგანიზებით „Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018“  ჩატარდება, სადაც მონაწილეები მიიღებენ კომპლექსურ ინფორმაციას საქართველოში არსებულ კრიპტო ინდუსტრიის ეკონომიკურ და სამართლებრივ ასპექტებზე. ღონისძიების ძირითადი თემები იქნება: – კანონმდებლობა: კრიპტობიზნესის პერსპექტივა საქართველოში; – მაინინგის თავისებურებები საქართველოში; – ბიზნეს გადაწყვეტილებები ბლოკჩეინის ბაზაზე; – კრიპტოვალუტები: 2018 წლის პერსპექტივა; – ICO ინვესტორებისა და ორგანიზატორებისთვის; კონფერენციაზე მონაწილეობას […]

Irakli Kashibadze