თბილისში მასშტაბური ბლოქჩეინ სამიტი ჩატარდება

თბილისში მასშტაბური ბლოქჩეინ სამიტი ჩატარდება

Irakli KashibadzeIrakli Kashibadze

21-23 სექტემბერს, Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში Bitmain-სა და მისი პარტნიორი კომპანია Bitkan-ის მხარდაჭერით ბლოკჩეინინდუსტრიის მასშტაბური ღონისძიება გაიმართება.
ცერემონიას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში Bitmain-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯიჰან ვუ გახსნის.

ღონისძიებაზე 1000-ზე მეტი სტუმარი და 30-ზე მეტი გამომსვლელი მიიღებს მონაწილეობას, რომლის უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენს.

დამსწრე საზოგადოების ძირითად ბირთვს შეადგენენ: ბლოკჩეინინდუსტრიის სპეციალისტები, მასშტაბური მაინინგდატაცენტრების დამფუძნებლები, მაინინგპულების ექსპერტები და სხვა უამრავი გავლენიანი ფიგურა კრიპტოინდუსტრიიდან.

სამიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბლოკჩეინ ინდუსტრიაში ჩართული საზოგადოების ურთიერთდაკავშირება, ახალი ბიზნეს იდეების განხილვა, პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება.

სამიტზე დასწრება შესაძლებელია ბილეთის შეძენის შემთხვევაში

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა