ტელეკომუნიკაციები

უკრაინელები პირველები მიიღებენ Starlink-ის “პირდაპირ მობილურზე” სატელიტურ სერვისს ევროპაში
Featured

უკრაინელები პირველები მიიღებენ Starlink-ის “პირდაპირ მობილურზე” სატელიტურ სერვისს ევროპაში

დაბალ ორბიტაზე სატელიტური კავშირის მეტოქეობა სრული ძალით გრძელდება ორშაბათს, როდესაც Starlink უკრაინაში ევროპის პირველ “Direct to Cell” სერვისს უშვებს, რაც მოქალაქეებს სიმშვიდეს ანიჭებს უსაფრთხოებასა და კავშირში დარჩენასთან დაკავშირებით. ილონ მასკის საკუთრებაში არსებულმა SpaceX-ის სატელიტურმა განყოფილებამ გამოაცხადა ახალი „Direct to Cell“ შეთავაზება უკრაინულ Kyivstar-თან პარტნიორობით – ომისგან დაზარალებული ქვეყნის უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო ოპერატორთან, რომელიც მოსახლეობის ნახევარზე მეტს, […]

დავით მაჭახელიძე
Starlink, უფრთხილდი: Amazon უშვებს თავის პირველ ზესწრაფ სატელიტურ ქსელს
Amazon

Starlink, უფრთხილდი: Amazon უშვებს თავის პირველ ზესწრაფ სატელიტურ ქსელს

Amazon-მა წარმოადგინა თავისი სატელიტური ანტენის Amazon Leo Ultra-ის პირველი მოქმედი პროტოტიპი და შეზღუდული წვდომა გახსნა კორპორატიული კლიენტებისთვის. მოწყობილობა გვპირდება ჩამოტვირთვის სიჩქარეს 1 გბიტ/წმ-მდე და ატვირთვის სიჩქარეს 400 მბიტ/წმ-მდე, მუშაობს საკუთარ ჩიპზე Leo Silicon. ეს არის ახალი სატელიტური ქსელის საკვანძო ელემენტი, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც პროექტი Kuiper, და რომელსაც ახლა ოფიციალურად Amazon Leo ეწოდება. ანტენა […]

დავით მაჭახელიძე
სილქნეტმა eSIM ტექნოლოგია დანერგა
Featured

სილქნეტმა eSIM ტექნოლოგია დანერგა

იმისთვის, რომ ტელეკომუნიკაციის სფეროში დანერგილი თითოეული ინოვაცია შენამდე მოვიტანოთ, არასდროს ვჩერდებით და ამჯერად, ჩვენს ახალ პროდუქტს eSIM–ს წარმოგიდგენთ – ნათქვამია კომპანიის პრეს-რელიზში. eSIM ბარათი არის ჩაშენებული უნივერსაული ბარათი eUICC ინტეგრალური სქემით, რომელიც არის პროგრამირებადი SIM-ბარათი და ის ახალი თაობის მობილურ მოწყობილობებში გვხვდება. eSIM არის GSMA-ს გლობალური სპეციფიკაცია, რომელიც დისტანციურაც გვაწოდებს SIM ბარათს ნებისმიერი მოწყობილობისათვის. აღნიშნული ტექნოლოგია […]

დავით მაჭახელიძე
GNCC აქტიურად მუშაობს, რომ 2020 წელს ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყოს
Featured

GNCC აქტიურად მუშაობს, რომ 2020 წელს ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყოს

კომუნიკაციების კომისია (GNCC) აქტიურად მუშაობს, რომ 2020 წელს ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყოს.“მეხუთე თაობის ინტერნეტის დასანერგად კომისიამ მასშტაბური სამუშაო უკვე ჩაატარა, უახლოეს მომავალში კი 5G ქსელისა და მომსახურებებისთვის საჭირო სიხშირული სპექტრის გასაცემად აუქციონი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც კომისია კომპანიებისთვის გარკვეული ვალდებულებების ნუსხას განსაზღვრავს, სატელეკომუნიკაციო კომპანიები კი 5G  ტექნოლოგიისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას გამართავენ”, – აცხადებენ უწყებაში. კომუნიკაციების კომისია […]

მარიამ გერგედავა
მუშაობა სახლიდან: რჩევები IT პროფესიონალებისთვის
საინტერესო

მუშაობა სახლიდან: რჩევები IT პროფესიონალებისთვის

დღეს მთავარი პრობლემა, განსაკუთრებით დიდი კომპანიებისთვის არის ათეულობით და ასეულობით თანამშრომლის სახლში გაშვება, რომლებიც რემოუთად მუშაობენ ბიზნეს სერვისებთან. ეს ძნელი ამოცანაა, როგორც კომპანიების ტოპ-მენეჯმენტისთვის ასევე აიტი სამსახურისთვისაც. თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ ხალხი სახლებში, შექმნათ VPN, მაგრამ ქსელში თქვენს მიერ არაკონტროლირებადი უამრავი მოწყობილობის ჩართვა არც ისე ადვილია. რა თმა უნდა შეუძლებელია ყველას ვუყიდოთ ანტი-ვირუსი და ინფორმაციის გაჟონვისგან […]

დავით მაჭახელიძე
რატომ არის მნიშვნელოვანი ყალბი SMS-ების შეზღუდვა კორონავირუსის პირობებში
Featured

რატომ არის მნიშვნელოვანი ყალბი SMS-ების შეზღუდვა კორონავირუსის პირობებში

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილურ კომპანიებს მიმართავს და სთხოვს შეზღუდონ ყალბი SMS შეტყობინებების დაგზავნა. „კომუნიკაციების კომისია მიმართავს ყველა მობილურ ოპერატორს არ დაუშვან კორონა ვირუსთან დაკავშირებით მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი სმს შეტყობინებების გავრცელება. ამ მიზნით კომუნიკაციების კომისიამ უკვე დაავალა მისი რეგულირების სფეროში შემავალ ყველა ავტორიზებულ პირს უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ. კერძოდ, კომისიამ ყველა ავტორიზებულ პირს მისცა მითითება დაუყონებლივ […]

მარიამ გერგედავა
კომუნიკაციების კომისიამ კავკასუს ონლაინი სამართალდამრღვევად ცნო
Featured

კომუნიკაციების კომისიამ კავკასუს ონლაინი სამართალდამრღვევად ცნო

კომუნიკაციების კომისიამ 17 ოქტომბერს კავკასუს ონლაინი სამართალდამრღვევად ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. როგორც კომისია განმარტავს, ავტორიზებული პირი ვალდებულია 5 პროცენტზე მეტი წილის გასხვისების განზრახვის შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიას მიმართოს და მისგან მიიღოს თანხმობა. “კავკასუს ონლაინმა წილების გასხვისება კომისიის წინასწარი ინფორმირების გარეშე განახორციელა, რითაც მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია”, — ნათქვამია განცხადებაში.

Irakli Kashibadze
ბილაინმა თბილისში ახალი მაღაზია გახსნა
Featured

ბილაინმა თბილისში ახალი მაღაზია გახსნა

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრმა, ბილაინმა თბილისში, კოტე აფხაზის 20-ში, თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი ახალი მაღაზია გახსნა. ბილაინი მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, როგორებიცაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi. ახალ მაღაზიაში მომხმარებლებს შეუძლიათ: ინფორმაციის მიღება მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, სასურველი პაკეტების გააქტიურება, სიმ ბარათებისა და სმარტფონების შეძენა.

Irakli Kashibadze
სპეციალური ფასები ბილაინის მომხმარებლებს
Featured

სპეციალური ფასები ბილაინის მომხმარებლებს

28 აგვისტოს საერთაშორისო ჯგუფის, ვიონის წევრი, ბილაინი მომხმარებელს ინტერნეტპაკეტებსა და სატარიფო გეგმაზე სპეციალურ ფასს სთავაზობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბილაინის მიზანია, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მიეცეს წვდომა ხარისხიან და ხელმისაწვდომ მობილურ კავშირსა და ინტერნეტზე. სპეციალური შეთავაზება კი ასე გამოიყურება: 10 GB — 5₾ (მოქმედების ვადა 30 დღე); 30 GB — 10₾ (მოქმედების ვადა 30 დღე); სატარიფო […]

Irakli Kashibadze
5G მობილური ქსელი დაჩაქარებული ტემპით ინერგება აშშ-ში
Featured

5G მობილური ქსელი დაჩაქარებული ტემპით ინერგება აშშ-ში

როგორც ცნობილი ხდება, 5G მობილური ქსელის დანერგვა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. Verizon-ის დირექტორის შეფასებით, 5G-ს აშშ-ში 2024 წელს დომინანტური პოზიცია ექნება და მეხუთე თაობა 2020 წელს აშშ-ის ტერიტორიის ნახევარზე მეტს დაფარავს. ატლანტაში, ინდიანაპოლისში, დეტროიტში და ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში უკვე რამდენიმე თვეა აამოქმედეს 5G.

Irakli Kashibadze
როუმინგის ინტერნეტ პაკეტებზე სპეციალური შეთავაზება ბილაინისგან
Featured

როუმინგის ინტერნეტ პაკეტებზე სპეციალური შეთავაზება ბილაინისგან

ბილაინის აბონენტები როუმინგის ინტერნეტ პაკეტებზე სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ, რაც ინტერნეტ პაკეტებზე 50%-იან ფასდაკლებას გულისხმობს. 200 MB – 10 ლარად (20 ლარის ნაცვლად) აქტივაციის კოდი: 22009# 500 MB – 20 ლარად (40 ლარის ნაცვლად) აქტივაციის კოდი: 22011# 1GB – 30 ლარად (60 ლარის ნაცვლად) აქტივაციის კოდი: 22013# ინტერნეტ პაკეტებით სარგებლობა მისი გააქტიურებიდან 14 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

Irakli Kashibadze
5G ინტერნეტის ქსელი  ბერლინში და ბონში ამოქმედდა
Featured

5G ინტერნეტის ქსელი ბერლინში და ბონში ამოქმედდა

5G ინტერნეტის ქსელი ევროპის უდიდესმა სატელეკომუნიკაციო კომპანია Deutsche Telekom-მა გერმანიის ორ ქალაქში: ბერლინში და ბონში აამოქმედა. ეს არის 5G-ს საცდელი ვერსია. როგორც ცნობილია, სატელეკომუნიკაციო გიგანტი კომპანია Deutsche Telekom-მა 2019 წელს 5G ინტერნეტ ქსელით გერმანიის კიდევ ოთხ ქალაქს დაფარავს. 2020 წლისთვის კი 5G ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა გერმანიის 20 ქალაქში იქნება.

Irakli Kashibadze
კომუნიკაციების კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს გამოწვევებზე კონფერენცია გამართა
Featured

კომუნიკაციების კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს გამოწვევებზე კონფერენცია გამართა

კომუნიკაციების კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს გამოწვევებზე კონფერენცია გამართა. კონფერენციაში 19 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. როგორც, კომუნიკაციების ეროვნული კომისია წერს, წამყვანი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა მე-5 თაობის (5G) მობილური ინტერნეტის ტექნოლოგიის დანერგვის სტრატეგია, ლიცენზიის გაცემისა და აუქციონის გამოცხადების წესები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს, ხოლო თვითონ კომუნიკაციების კომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებს ინტერნეტის ხარისხის კონტროლის […]

Irakli Kashibadze
პაშა ბანკმა  სატელეკომუნიკაციო შეხვედრებს სპონსორობა გაუწია
Featured

პაშა ბანკმა სატელეკომუნიკაციო შეხვედრებს სპონსორობა გაუწია

10-11 აპრილს, TMG 2019 — სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში, გაიმართა. ამ ღონისძიებას  პაშა ბანკმა  უკვე მესამედ გაუწია სპონსორობა. სატელეკომუნიკაციო შეხვედრები არის ღონისძიება, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან ტარდება. ღონისძიების ფარგლებში შუქდება კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული სიახლეები.China Mobile (ჩინეთი), RETN Capital (გაერთიანებული სამეფო), NewTelco (გერმანია), DanTelco (დანია), IPVOIP s.r.o. (ჩეხეთი) და სხვ. – ეს იმ დიდი კომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც ღონისძიებაში იღებდნენ […]

Irakli Kashibadze
„სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ 10-11 აპრილს გაიმართება
Featured

„სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ 10-11 აპრილს გაიმართება

TMG 2019 – „სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ 10-11 აპრილს გაიმართება. პაშა ბანკი კი სატელეკომუნიკაციო შეხვედრების სპონსორი იქნება. პაშა ბანკი უკვე მესამედ გაუწევს სპონსორობას აღნიშნულ ღონისძიებას. როგორც ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, მთავარი მიზანი საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაა. „სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ 2010 წლიდან ტარდება. ღონისძიებას რამდენიმე ათეული დელეგატი ესწრება საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და ევროპის საშუალო და […]

Irakli Kashibadze
ბილაინი ბაზრიდან გასვლას არ გეგმავს – კომპანიის პასუხი კომუნიკაციების კომისიას
Featured

ბილაინი ბაზრიდან გასვლას არ გეგმავს – კომპანიის პასუხი კომუნიკაციების კომისიას

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა რომ მობილურ ოპერატორ ბილაინს ბაზრის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.  ბილაინში კი აცხადებენ, რომ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, ბაზრიდან გასვლას არ გეგმავენ და  1.3 მილიონამდე მომხმარებლის მომსახურებას ისევ აგრძელებენ.  “ბილაინი დიდი ტელეკომ ჯგუფის ნაწილია და,  როგორც ნებისმიერი მსგავსი ზომის ჯგუფის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს კომპანიების ყიდვა და გაყიდვა – ეს ბიზნესის წარმართვის ჩვეულებრივი ნაწილია. ამ ეტაპზე ყიდვის ან გაყიდვის წინადადება არ არსებობს და კომპანია განაგრძობს განვითარებას, რომ შექმნას კიდევ უფრო მეტი ღირებულება მისი თანამშრომლებისთვისა დამომხმარებლებისთვის,”-აცხადებენ ბილაინში. 

Irakli Kashibadze
კომუნიკაციების სააგენტო სილქნეტი-მაგთის საკითხს შეისწავლის
Featured

კომუნიკაციების სააგენტო სილქნეტი-მაგთის საკითხს შეისწავლის

ჯეოსელისა და მაგთის აბონენტებს სააბონენტო გადასახადის გადახდა მოუწევთ. ეს ცვლილება ძალაში 18 თებერვილდან შევა. ჯეოსელის აბონენტებს ექვს თვეში ერთი ლარისა და 20 თეთრის, მაგთისაბონენტებს კი ერთი ლარის გადახდა მოუწევთ.  კომპანიები, ასევე, ცვლიან პაკეტების ღირებულებასაც.  აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს. კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული საკითხის შესწავლა დაიწყო.  “ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირებამოახდინოს” – ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში. კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ ორივე კომპანიას უკვე მიმართა, რომ საკითხის შესწავლამდე შეჩერებული იქნას ტარიფების ცვლილება.

Irakli Kashibadze
ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში ინტერნეტით მომსახურების უზრუნველყოფა მოხდება
Featured

ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში ინტერნეტით მომსახურების უზრუნველყოფა მოხდება

“ბილაინმა” (მობილური ოპერატორი “ვიონი საქართველო”) მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში უფასო კოლოკაციის მომსახურებას ითვალისწინებს. მემორანდუმი ფართოზოლოვანი ინტერნეტიზაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში გაფორმდა. პროექტის მიზანია ფშავში, ხევსურეთსა და გუდამაყარში მოხდეს მაღალსიჩქარიანი ფიქსირებული უსადენო ინტერნეტით მომსახურების უზრუნველყოფა. მემორანდუმი “საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2018”-ზე გაფორმდა, ინტერნეტ საზოგადოების ევროპული ბიუროს, შპს “ვიონი საქართველოსა” და ააიპ “მთის სათემო ქსელს” შორის.

Irakli Kashibadze
საწარმოების ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი საქართველოში
Featured

საწარმოების ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი საქართველოში

სტატისტიკის სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საწარმოთა 98.6%-ს 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან.  აღაანიშნავი, რომ ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად ყველაზე მეტად გამოიყენებოდა DSL კავშირი (მაგ. xDSL, ADSL, SDSL, VDSL და ა.შ.) – 32,1% და ფიქსირებული ფართოზოლოვანი საშუალებები (მაგ. ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH) და საკაბელო ტექნოლოგიები) – 29,0%.  ამასთან, საწარმოთა 21,5% იყენებდა მობილური ტელეფონების ქსელით ფართოზოლოვან კავშირს […]

tamar dzindzibadze
ღამის ულიმიტო ინტერნეტი
Featured

ღამის ულიმიტო ინტერნეტი

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, ბილაინის მომხმარებელს ახალ ინტერნეტ პაკეტს, „ღამის ულიმიტო ინტერნეტი“ სთავაზობს.  ხსენებული პაკეტი მოქმედებს შეძენიდან 2 ღამის განმავლობაში, 00:15 საათიდან დილის 08:00 სთ-მდე და ფასი 2 ლარს შეადგენს.  აქტივაცია შესაძლებელია: მობილური აპლიკაციით MyBeeline, ვებგვერდიდან shop.beeline.ge და ასევე ტელეფონიდან კოდით: *220*2#  ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტ პაკეტების ფართო არჩევანს, მორგებულს სხვადასხვა საჭიროებაზე, 3G და 4G/LTE […]

tamar dzindzibadze
ბილაინი ახალ ტრადიცია – Happy Day-ს იწყებს
Android

ბილაინი ახალ ტრადიცია – Happy Day-ს იწყებს

ბილაინის აპლიკაცია MyBeeline-ის მომხმარებლებისთვის იწყებს ახალ ტრადიციას – Happy Day.  Happy Day-ს ფარგლებში ბილაინის მომხმარებლები სარგებლობენ განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით.  Happy Day-ს შეთავაზება პერიოდულად და დაუანონსებლად ჩნდება MyBeeline აპლიკაციაში.  შეთავაზების არსებობის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი იგებს ბილაინის ფეისბუკის გვერდიდან, SMS-ითა და ვებგვერდის www.beeline.ge მეშვეობით, უშუალოდ Happy Day-ს დღეს, ხოლო შეთავაზების სრულად ნახვა მხოლოდ MyBeeline აპლიკაციითაა შესაძლებელი.  ბილაინის პირველი […]

tamar dzindzibadze
აუქციონის შედეგები 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ამოწურვადი რესურსით სარგებლობისთვის
Featured

აუქციონის შედეგები 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ამოწურვადი რესურსით სარგებლობისთვის

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში ჯეოსელმა გაიმარჯვა. აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის შესახებ განაცხადი კომისიაში მხოლოდ ჯეოსელმა წარადგინა. 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ამოწურვადი რესურსით სარგებლობისთვის, გამარჯვებულმა კომპანიამ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 25 391 303.00 ლარი უნდა გადაიხადოს. შესაბამისი სალიცენზიო პირობებით ლიცენზია ჯეოსელმა 15 წლის ვადით მიიღო.

Irakli Kashibadze
Silknet: ჯეოსელში ქსელის მოდერნიზაციის ინტენსიური სამუშაოები გრძელდება
Featured

Silknet: ჯეოსელში ქსელის მოდერნიზაციის ინტენსიური სამუშაოები გრძელდება

კომპანია მომხმარებელს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაძლიერებული მეოთხე თაობის ქსელს და სხვა უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მომსახურებას სთავაზობს სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანება მომხმარებლისთვის, პირველ რიგში, საუკეთესო მომსახურების შეთავაზებას ისახავს მიზნად. ამ მიმართულებით სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დასახული გეგმის მიხედვით. კომპანია თავის აბონენტებს ამ ეტაპზე მიმდინარე სიახლეების შესახებ აცნობებს: გვინდა, მომხმარებელს ჩვენი მუშაობის ბოლოდროინდელი შედეგები გავუზიაროთ. ჯეოსელი აწარმოებს […]

დავით მაჭახელიძე
სექტემბრიდან კორპორაციული კლიენტებისთვის მობილურით სარგებლობის ტარიფები გაიზრდება.
Featured

სექტემბრიდან კორპორაციული კლიენტებისთვის მობილურით სარგებლობის ტარიფები გაიზრდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით სექტემბრიდან კორპორაციული კლიენტებისთვის მობილურით სარგებლობის ტარიფები გაიზრდება. კომისიას მიაჩნია, რომ ჯეოსელი, მაგთი და ბილაინი აბონენტებისთვის სხვადასხვა ტარიფის შეთავაზებისას სუბსიდირებას ახდენენ. კომისიამ არასამართლიანი ტარიფების შესაცვლელად სატელეკომუნიკაციო კომპანიებს მიმართა და გამოსწორება დაავალა, რათა ბაზარზე არასამართლიანი ტარიფით არ ხდებოდეს პაკეტების შეთავაზება სხვადასხვა კორპორაციული ჯგუფისთვის. ჯეოსელმა დაადასტურა მომსახურებაზე ტარიფების გაზრდა, მაგთიკომში კი ამბობენ, რომ […]

Irakli Kashibadze