საქართველოს ბანკის საერთაშორისო პროგრამა – Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
პროგრამის ფინალურ ეტაპზე 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელთაგან 2 გამარჯვებული ჟიურიმ დაასახელა,
ხოლო
ერთი
საზოგადოების
რჩეული
გახდა.
Social Impact Award-ის გამარჯვებულები:
- Airadi – ჭკვიანი მაჯის საათი
- ჩუ – სამაგიდო თამაში
- Gamo – დამგზავრების აპლიკაცია მძღოლებისა
და
მგზავრებისთვის
სამივე გამარჯვებული გუნდი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს საქართველოს ბანკისგან. გარდა ამისა ისინი მონაწილეობას მიიღებენ Social Impact
Award-ის
საერთაშორისო
სამიტში,
რომლის
ჩატარების
ლიცენზიაც
წელს
Impact Hub Tbilisi-მა მოიპოვა.
საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, 6-10 ნოემბერს თბილისს
25 ქვეყნიდან
200-მდე
სტუმარი
ეწვევა,
მათ
შორის
სხვადასხვა
ქვეყნის
გამარჯვებული
გუნდები,
საერთაშორისო
მენტორები
და
სპიკერები,
ასევე
პროგრამის
საერთაშორისო
პარტნიორები.
Impact Hub Tbilisi უკვე მეორე წელია ახორციელებს საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამას
– Social Impact Award, რომელშიც 25 ქვეყანაა ჩართული და ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით.
წელს პროგრამის ფარგლებში ვორქშოფები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში, რომელსაც 200-მდე სტუდენტი დაესწრო.
პროგრამა Social Impact Award-ის პარტნიორები არიან: ამერიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს ბანკი, საქართველოს
ინოვაციებისა
და
ტექნოლოგიების
სააგენტო,
UNDP საქართველო,
ფოთის
ტერმინალი,
აჭარა
ჯგუფი.