ამერიკული კომპანიები მაინც აგრძელებენ Huawei-სთვის პროდუქციის მიწოდებას

ამერიკული კომპანიები მაინც აგრძელებენ Huawei-სთვის პროდუქციის მიწოდებას

Irakli KashibadzeIrakli Kashibadze

როგორც ინფორმაციას The New York Times ავრცელებს, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები აგრძელებენ ჩინური კომპანია Huawei-სთვის პროდუქციის მიწოდებას და ამას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული აკრძალვის მიუხედავად აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი ჰუავეი ბოლო პერიოდში არაერთმა დასავლურმა სახელმწიფომ დაადანაშაულა ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში. როგორც სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურები ვარაუდობენ, ჰუავეი მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ, ჯაშუშური მიზნებისთვის აწვდის ჩინეთის მთავრობას.

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა