აშშ-მა HUAWEI-ს შეზღუდვების აღსრულება კიდევ ერთხელ, 90 დღით გადადო

აშშ-მა HUAWEI-ს შეზღუდვების აღსრულება კიდევ ერთხელ, 90 დღით გადადო

Irakli KashibadzeIrakli Kashibadze

აშშ-მა HUAWEI-ს შეზღუდვების აღსრულება კიდევ ერთხელ, 90 დღით გადადო. ვილბურ როსის თანახმად, ვინც წარმოადგენს აშშ-ის კომუნიკაციების სამინისტროს, ადგილობრივი საკომუნიკაციო კომპანიების ნაწილი Huawei-ს ტექნოლოგიებს იყენებს, ამიტომ გახდა საჭირო აღსრულების გადადება. ამ ვადაში მოხდება Huawei-ს ჩანაცვლება.

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი ჰუავეი ბოლო პერიოდში არაერთმა დასავლურმა სახელმწიფომ დაადანაშაულა ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში. როგორც სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურები ვარაუდობენ, ჰუავეი მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ, ჯაშუშური მიზნებისთვის აწვდის ჩინეთის მთავრობას.

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა